საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბელორუსის ტურნირზე რამდენიმე ტაქტიკური ნიუანსის დახვეწას გეგმავს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის სამზადისს ბელორუსის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირით იწყებს. ჯგუფში გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქეები უკრაინის, ირანისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ელიტრაუნდში კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ბელგიელების, ჩრდილოირლანდიელებისა და მასპინძელი ჰოლანდიელების ბარიერის დაძლევა მოუწევს სანუკვარ ევროფორუმზე მოსახვედრად.

ელიტრაუნდამდე ჯერ შორია, შესაბამისად, არის დრო კარგად მოსამზადებლად. გოჩა ტყებუჩავას ბელორუსული ტურნირისა და შემდგომი გეგმების თაობაზე ვესაუბრეთ...

- ძალიან კარგია, ბიჭების შეკრებისა და საქმეში მათი ნახვის საშუალება რომ მომეცა. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას ბელორუსის საერთაშორისო ტურნირზე, რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა. გვინდა, შანსი მივცეთ ახლებს. ამიტომ სიაში სამი ახალი მოთამაშე შევიყვანეთ.

- თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მათზე...

- ესენი არიან თავდამსხმელები - გიორგი გვასალია და გიორგი წულეისკირი. ასევე - ნახევარმცველი დავით სამურკასოვი. თქვენც შეამჩნევდით, რომ განსაკუთრებით გვიჭირს თავდასხმის ხაზში. ამის გამო პირველ ევროშესარჩევ ციკლში იძულებითი სვლებიც გავაკეთეთ.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, იმას, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი არაბიძე არცთუ იშვიათად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ელიტრაუნდამდე ცოტა დრო დარჩა და გვინდა, შეძლებისდაგვარად მივხედოთ ამ პრობლემას.

- რას იტყვით მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების შესახებ?

- ირანის ნაკრების თაობაზე არაფერი ვიცით. იმედია, მათ შემადგენლობაში არ იქნებიან გადაზრდილი ფეხბურთელები. ადრე გვითამაშია ირანთან. ის მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლებოდა ჩვენი მეტოქის ბანაკში.

ძალიან კარგი გუნდია უკრაინა და ლატვიაც არავისთვის იქნება საჩუქარი.

- მინსკში თქვენთვის მთავარი შედეგი იქნება თუ...

- შედეგი მთავარი იქნება ელიტრაუნდში. მინსკში კი შანსი ყველას უნდა მივცეთ და რამდენიმე ტაქტიკური ნიუანსი დავხვეწოთ. ისე, თუ ჩემპიონები გავხდებით, ამას რა აჯობებს...

- როგორ განაგრძობს მზადებას ელიტრაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ?

- ადრე გითხარით, რომ რუმინეთთან ვითამაშებდით ორ ამხანაგურ მატჩს თბილისში. სამწუხაროდ, ეს თამაშები ბოლო მომენტში ჩაიშალა. არადა, რუმინელებთან ორჯერ გაჯიბრება ძალიან სასარგებლო იქნებოდა ჩვენი გუნდისათვის. როგორც გაირკვა, კარპატელთათვის არ არის ფინანსურად ხელსაყრელი თბილისში ჩამოსვლა.

ყველაზე მეტად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს თამაში სჭირდება. ვიცი, რომ თებერვალში აუცილებლად ვისპარინგებთ რომელიმე ნაკრებთან, თუმცა არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მორჩეს მოლაპარაკება, გადაწყდეს ყველაფერი და მეტოქის შესახებ მერე მოგაწოდებთ ინფორმაციას.

- ამხანაგური მატჩის გამართვა თბილისში გირჩევნიათ?

- თუ იქნება, თბილისში, თუ არა და, სადაც იქნება. მთავარია, ვითამაშოთ.

- ელიტრაუნდში ჩვენი მეტოქეების თამაშების ჩანაწერები თუ მოიპოვეთ?

- მალე მომიტანენ ჰოლანდიის ნაკრების თამაშის ვიდეოჩანაწერს. დანარჩენებსაც მოვიძიებთ.

ბოლოს კი შეგახსენებთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ბელორუსის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი);

მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე - "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო");

ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა - "საბურთალო"), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი);

თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), გიორგი წულეისკირი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია").

მინსკის ტურნირის ფორმატი და მატჩების განრიგი იხილეთ აქ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koko
კაცს შეხედეთ,შეურაცხადია ამას ან რა პასუხს ტხოვტ ან რა შედეგს
გიორგი
გამოსაჩენ ბიჯებს მალავს და შედეგზე პასუხს არავინ თხოვს
ჯონი
ფედერაციას ნაკრების შერჩევაში ჩარევის უპლება ტუ არა აქვს მწვრთნელი მაინც შეარჩიოს ნორმალური.
GIVI
რა გუნდიც გყავდა წაყვანილი ისეთი შედეგი მიიგე მეხუთე ადგილი სირცხვილია მომავალი მეტოქეები უფრო ძლიერები არიან ამ შემადგენლობით აპირებ თამაშს? სასაცილოა ასად გამოაჩინო
gela
როცა გვყავს ისეთი მწვრთნელები, ვინც ასაკობრივებში თავი გამოიჩინეს, რატომ ვატარებთ ექსპერიმენტებს?
merabi
ვიკავი შეკრებაზე ახლობელს წავკევი, მოეწონა ბევრი ბავშვი ბოლოს ვნახე ისინი საერთოდ არ იკო გამოძახებული ცემ მეგობარს ვიდეოც აქვს გადაგებული სადაც საჭიროა ვაცვენებთ ცოტა ვაკონტროლოთ მცვტრნელები
gio
ტუ ტყებუცავამ გაუბერა ვინები გამოიჩახა არ ცხვენია დარეკვებით და ნაცნობობით აკრიფა ხალხი რო ცამობრწანდება მერე ვიტკვიტ რაც ქნა შერწევაზე მასე რო იქცევიან ცვენი მცვრთნელები მიტოა ქარტული ფეხბურთი ამ დგეში კველა გაცუმებუ ლია ესენი რასაც უნდათ იმას აკეთებენ
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
დავით სამურკასოვი კარიერას საბერძნეთის მე-2 ლიგაში განაგრძობს
"ლოკომოტივის" ამბები: წამსვლელ-მომსვლელები და შეკრება საქართველოში
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
განახლებული "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია