ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ეს "ზესტაფონია" და მხოლოდ უმაღლესში ადგილისთვის ვერ ვიბრძოლებთ!"

"ეს "ზესტაფონია" და მხოლოდ უმაღლესში ადგილისთვის ვერ ვიბრძოლებთ!"

"ზესტაფონის" ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის სათამაშო ფილოსოფია აგრესიული შეტევაა
"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. როგორც იქნა, დასრულდა გაურკვევლობა, რომელმაც იმერული კლუბის გულშემატკივრები ძალიან დაღალა. 27 იანვარს "ზესტაფონმა" თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე პირველად ივარჯიშა ახალი დამრიგებლის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით.

ცხადია, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ბევრი ახალი სახეა. 34 წლის მწვრთნელს მართლაც დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს საიმისოდ, რომ გუნდმა დასახული მიზანი გადაჭრას და სულ მცირე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:

- დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარე უმაღლესი ლიგის კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შეგრძნებაა. ისიცაა, რომ ძალიან მოკლე დროში გვიწევს გუნდის ჩამოყალიბება.

ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად ავიღე პასუხისმგებლობა. როცა ამ შეთავაზებას ვთანხმდებოდი, ვიცოდი, რა სირთულეებთან იქნებოდა ყოველივე ეს დაკავშირებული. მზად ვარ იმ დიდი გამოწვევისთვის, რასაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელობა ჰქვია.

- რა იქნება "ზესტაფონის" მიზანი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება?

- ჩვენს გუნდში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პრიორიტეტები ცოტა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად ვართ. ვიცით, რომ ეს "ზესტაფონია" და გვესმის, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ვერ ვიბრძოლებთ.

- გუნდში ახალი ფეხბურთელები კიდევ გამოჩნდებიან?

- ცხადია. რამდენიმე მოთამაშესთან მიდის მოლაპარაკება. არ გვინდა ჯერ დაკონკრეტება. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა კლუბები ამა თუ იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით.

- ქართველი გულშემატკივარი თქვენს სამწვრთნელო ხედვას ნაკლებად იცნობს. როგორი ფეხბურთის მიმდევარი ხართ?

- უკვე კარგა ხანია, ვმუშაობ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში და ამავე დროს, "ზესტაფონის" დუბლებში. ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია ჩამოყალიბდა გიორგი დევდარიანთან და გია ცეცაძესთან ერთად.

19-წლამდელებში მუშაობისას არც ერთ მეტოქესთან, თვით გერმანიასთანაც კი, არ გავსულვართ სათამაშოდ ბედს შეგუებულნი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფიის დედააზრი - ეს არის აგრესიული შეტევა. შემტევ აგრესიას მინდორზე ძალიან ბევრი მოაქვს. თუ არ შეუტიე, გოლს ვერ გაიტან. ეს აქსიომაა.

და კიდევ - მიყვარს ნიჭი, როგორც ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი ღირსება.

- ერთ პრობლემატურ საკითხს უნდა შევეხოთ. ზესტაფონში მუდამ უხაროდათ გუნდის წარმატებები, მაგრამ ამავე დროს, იმასაც ამბობდნენ, რომ "ზესტაფონის" შემადგენლობაში არ თამაშობდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. როგორ იქნება თქვენი მწვრთნელობისას?

- ვისაც უნახავს ჩემ მიერ გაწვრთნილი დუბლშემადგენლობის თამაში, ზესტაფონელ ფეხბურთელთა ნაკლებობაზე ვერ დაიჩივლებს. რა თქმა უნდა, შანსი ყველას ექნება. ჩემთვის არ არსებობს ჩამოსული და ადგილობრივი - მთავარია, დავინახო ნიჭი, მთავარია, ფეხბურთელი გუნდს გამოადგეს.

- "ზესტაფონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ზოგიერთი შიშობს, რომ გუნდი დაშორდება მშობლიურ ქალაქს...

- კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. "ზესტაფონი" ითამაშებს მხოლოდ ზესტაფონში. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთი - ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ზესტაფონელმა ქომაგმა. მათგან ამ 3 წლის განმავლობაში ვიგრძენი უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემა.

მეორე მომენტია ის, რომ ჩვენი გულშემატკივარი ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში, ერთობ გემოვნებიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ "ზესტაფონის" მწვრთნელი ვარ. მოქმედი ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია ამ სტადიონზე და მათ იციან ფეხბურთელების, თუნდაც მოწინააღმდეგის დაფასება და ტაშით გაცილება.

სხვათა შორის, უახლოეს მომავალში ვაპირებ გულშემატკივრებთან შეხვედრას. მართლა ძალიან ბევრი საქმეა, თუმცა საამისოდ დრო უნდა გამოვნახოთ, რადგან ეს გუნდი არის გულშემატკივრების, ფეხბურთი კი მათ გარეშე არაფერია.

- ორიოდ სიტყვით თქვენს სამწვრთნელო შტაბზეც გვითხარით...

- ჩემი ასისტენტები ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი იქნებიან. მეკარეებს აჩიკო ღურწკაია გაწვრთნის. ჩვენ ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და იმედი გვაქვს, ერთობლივი მუშაობა წარმატებული იქნება "ზესტაფონისთვის".

- ფაქტია, გუნდი ვერ ახერხებს თურქულ შეკრებაზე წასვლას. ვაკუუმი როგორ უნდა შეავსოთ?

- საქართველოშიც დარჩნენ გუნდები და მათთან ვაპირებთ ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას. დრო აღარ ითმენს, მალე უნდა დავგეგმოთ ეს მატჩები და ამ კუთხით უკვე დაწყებულია მუშაობა. ამ დღეებში ველით ახალ ფეხბურთელებსაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონის" გენ-დირექტორი მიხეილ ხუციშვილი: დაპირება არის, მაგრამ...

• gio

დღეს გავიგე რო ზესტაფონის დუბლებში მუშაობს პოვარი(რათქმაუნდა ნაცნობობით თორე მოედანზე გავლილი არიყო მამუკა ფუტკარაძე) აქვე გეტყვით მეორე მწვრთნელზე ეგრედცოდებულ სიპიტოზე რომელიც ბავშვებს აგინებს და ვარჯიშს ტოვებს მხოლოდ იმიტომ რო ნაბახუსევია და სახინკლეში მიდის. მეცინება იმდენად არადამაჯერებლად გვატყუებს სკზესტაფონი ტავის ხელმძღვანელებით

• jaba

გიორგის ნაირ მწვრთნელებს უნდა მიეცეთ ეგეთი შანსები, უმაგრესი კაცია, უპატიოსნესი და საქმის კეთებაც კარგად იცის. წარმატებები გიორგი , ღმერთმა ხელი მოგიმართოს !!!!!

• akaki

მიდი მიქა, წარმატებები ძმაო!!! ზესტაფონელებს ვულოცავ ესეთი კარგი ადამიანის და ესეთი ნიჭიერი მწვრთნელის არჩევას

• 555

საქმით არა მგონია, მაგრამ ამბობს მაინც, რომ ფეხბურთელისთვის ნიჭიერება უპირველესია. სხვები არც ამბობენ.მე ვფიქრობ საქართველოში ამის შესრულება გაუჭირდება უამრავი მიზეზის გამო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მათგან გამორჩეული ფეხბურთის ფედერაცია და გუნდის პრეზიდენტია.

• G.Pique

წარმატებები გიო შენი იმედი გვაქ ასეთ დროს რო აიგე ასეთი პასუხის მგებლობა ყველა გვერდში დაგიდგებით მე თითმის ყველა მატჩი მაქ ნანახი რაც დუბლების მთავარ მწვრთნელი იყავი და ძალიან მომწონდა შენი შემტევი ფეგბურთის ყურება იმედია ასეთ შემტევ ფეგბურთს ითამაშებს ეს ზესტაფონიც წარმატებები გიო უფალი გფარავდეს ყველა შენ გვერდითაა მტელი ზესთაფონიი

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიაში ანგარიშით 0:4 დამარცხდა

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ფეხბურთელის პასპორტში არ ვიყურები -კობა ჟორჟიკაშვილი ბათუმის "დინამოშია"

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

"ზესტაფონის" გენ-დირექტორი მიხეილ ხუციშვილი: დაპირება არის, მაგრამ...

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩეხეთში დამარცხდა

მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [VIDEO]

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდზე გაემგზავრა

სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

ორი ქართული სიხარული - "დინამოს" და "საბურთალოს" ასაკობრივი გუნდების წარმატება

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროებს მეორედაც მოუგო [VIDEO]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ