სუპერკომბინაცია მარსელ ჰირშერმა მოიგო
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში მედლების მეხუთე კომპლექტი მამაკაცებმა გაითამაშეს სუპერკომბინაციაში. ეს არის დისციპლინა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ორ სახეობას - ყველაზე სწრაფ დაშვებასა და ყველაზე ნელსა და ტექნიკურ სპეციალურ სლალომს.

აქ ორი მთავარი ფავორიტი იყო: სლალომის სპეციალისტი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი, რომელიც მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერია და ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი, რომელიც ლიდერობს ამ სეზონში სწრაფდაშვების ჩათვლაში.

სწრაფდაშვების შემდეგ 23 წლის ჰირშერის ამბიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მას მხოლოდ 31-ე დრო ჰქონდა, მაგრამ ავსტრიელმა ბრწყინვალედ გაიარა სლალომის ტრასა და საბოლოოდ, იანსრუდს 19 მეასედი წამი მოუგო. მესამეზე გავიდა ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონატის წინა გამარჯვებული, ამერიკელი ტედ ლიგეტი.

იანსრუდი მაინც კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გამოსვლით, რადგან კარიერაში პირველი მედალი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეეხება ლიგეტის, ის ელოდება თავის საყვარელ დისციპლინას - გიგანტურ სლალომს, სადაც მთავარ ფავორიტად არის მონათლული.

სუპერკომბინაცია

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:36.10; 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.19; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - +0.30; 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - +0.38; 5. ალექსის პინტურო (საფ) - +0.41; 6. კარლო იანკა (შვეიც) - +0.70; 7. ანდრეას რომარი (ფინ) - +0.83; 8. აამოდ ალექსანდრ კილდე (ნორ) - +0.86; 9. ტომა მერმიიო-ბლონდენი (საფ) - +0.89; 10. დომინიკ პარისი (იტა) - +1.03...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა