მარსელ ჰირშერი პირველობას არავის უთმობს
შვეიცარიის ადელბოდენში მამაკაცებს შორის გიგანტური სლალომით გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა: დღეს მას მსოფლიოს ტურში თითქმის არ ჰყავს კონკურენტი ტექნიკურ დისციპლინებში.

უკვე პირველი ცდის შემდეგ ჰირშერი კომფორტულად ლიდერობდა - მსოფლიოს თასის მოქმედ მფლობელს ნახევარწამიანი უპირატესობა ჰქონდა გერმანელ ფელიქს ნოიროიტერზე. ავსტრიელს მეორე დაშვება კიდევ უფრო უკეთესი გამოუვიდა და ეტაპი სოლიდური სხვაობით მოიგო - წამი და 13 მეასედი.

ნოიროიტერმა ვერ შეინარჩუნა მეორე ადგილი, რადგან მეორე ცდაზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საერთოდ ვერ ავიდა პოდიუმზე. მეორე ადგილი დაიკავა ფრანგმა ალექსის პინტურომ, რომელიც რისკზე წავიდა და ამან გაამართლა. მან 51 მეასედი წამით გაუსწრო ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსონს. ფინიშზე პინტურომ ყველას დაანახა ჩაფხუტი წარწერით: "მე ვარ შარლი", რითაც პატივი მიაგო პარიზში დაღუპულ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება კრისტოფერსონს, ის პირველი ცდის შემდეგ მეოთხე ადგილიდან მესამეზე გადავიდა. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ტალანტმა ისარგებლა ნოიროიტერის შეცდომებით და ტედ ლიგეტის წარუმატებელი გამოსვლით. ლიგეტი ამ დისციპლინის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, მაგრამ, ამჯერად, პირველ ცდაზე მეხუთე იყო, ორი დაშვების ჯამში - მეშვიდე.

ჰირშერმა სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და 15 ეტაპის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდთან 152-ქულიანი ჰანდიკაპით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chka
ქართველ მოთხილამურებზეც თუ დაწერთ კარგი იქნება
სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
[VIDEO] წარმოუდგენელი სიხარული - ნახეთ რა ხდებოდა კონგოში, როცა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
საჩუქრის იდეები ზაფხულის დაბადების დღეებისთვის Extra.ge-ზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია