ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]

სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი
თასის გათამაშებას ორივე გუნდი დიდ ყურადღებას უთმობს და აქედან გამომდინარე, დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა - შეხვედრა საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა. თუ ორივე გუნდის გულშემატკივართა ტემპერამენტს გავითვალისწინებთ, ადვილად წარმოიდგენთ, როგორ გარემოში ჩაიარა იმერულმა დერბიმ.

შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ვახტანგ კოპალეიშვილის ხსოვნას, რომელიც წარმოშობით სამტრედიიდან იყო.

ზაზა ზამთარაძემ ქუთაისელთა წინააღმდეგ გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა. ვერ ვიტყვით, რომ ეს შეტევაზე ორიენტირებული არჩევანი იყო. მასპინძლები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით უტევდნენ და ამ პოზიციაზეც კი ამპლუით ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი ირჯებოდა.

გიორგი დარასელიამ კი, რომელიც "ტორპედოს" თავკაცის პოსტზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, შეტევაზე გააკეთა აქცენტი და, ფაქტობრივად, გუნდი ოთხი თავდამსხმელით ათამაშა - დავით კირკიტაძე, ბექა ტუღუში და ნიკოლოზ საბანაძე ფლანგებიდან და ოდნავ სიღრმიდან უტევდნენ მეტოქეს, გამოკვეთილი ფორვარდი კი ბუდუ ზივზივაძე იყო.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა და 15 წუთი ისე მიილია, დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. შემდეგ უპირატესობას ქუთაისური გუნდი დაეუფლა. პირველად სტუმრები ტუღუშმა აანერვიულა, შემდეგ საბანაძე ურტყამდა შეუჩერებლად, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლო ხუთი წუთი მთლიანად "ტორპედოს" დომინირებით წარიმართა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა გოლიც - კირკიტაძემ მარჯვენა ფრთაზე იოლად აუარა გვერდი ჯერ დავით კვირკველიას, მერე ზურაბ ხიზანიშვილს და დაახლოებით პენალტის ნიშნულთან ტუღუში მოძებნა, ვინც ძლიერი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მომდევნო იერიშისას თავად კირკიტაძესაც შეეძლო გატანა, მაგრამ მისი უძლიერესი საჯარიმო დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია. იმავე კუთხურისას კი ირაკლი კლიმიაშვილისგან ჩაწოდებული ბურთი ხარიხას მოხვდა და გარეთ გამოვარდა, მაგრამ დამატებაზე ვერც ნიკა საბანაძემ ივარგა და ვერც გურამ ადამაძემ. მცველებმა მდგომარეობის განმუხტვა შეძლეს და მასპინძლებს მსაჯის სასტვენმა, რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სამტრედიელთა რიგებში ლევან შარიქაძის ნაცვლად დავით ბოლქვაძე გამოჩნდა, რომელმაც თამაში აშკარად დაალაგა... თუმცა, პირველი შეტევა ისევ "ტორპედომ" განახორციელა - კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ მეკარემ კარიდან გამოსვლა დააგვიანა და... საბანაძის თავური მიზანს მცირედით ასცდა.

59-ე წუთზე ზამთარაძემ, როგორც ამბობენ ხოლმე, "ოქროს შეცვლა" გააკეთა - გიორგი დათუნაიშვილის ნაცვლად თამაშში ჩართულმა თორნიკე კაპანაძემ 8 წუთის ინტერვალში დუბლი გაიფორმა და სამტრედიელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

პირველი გოლისას "ელვამ" გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემა გამოიყენა, მცველებსა და მეკარეს დაასწრო და ძალზე ეფექტურად შეაგდო. ორიოდე წუთში კი, კვირკველიას ძლიერი დარტყმის შემდეგ, კაპანაძემ მეკარის მიერ უხერხულად მოგერიებულ ბურთს დაამატა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სხვათა შორის, ნამატჩევს ქუთათურები ამტკიცებდნენ - მეორე გოლის მომენტში კაპანაძე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდაო...

ბოლო ათმა წუთმა "ტორპედოს" უპირატესობით ჩაიარა. ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ თენგიზ ჩიკვილაძესა და კლიმიაშვილს. პირველი მათგანი "მაკრატელათი" ცდილობდა სტუმართა დამწუხრებას, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, მეორის დარტყმამ კი ხარიხას გადაუფრინა.

შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულ ოთარ კვერნაძესაც შეექმნა კარგი მომენტი, მაგრამ საჯარიმოში ბურთი დიდხანს ათრია და დარტყმაც დააგვიანა.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კაპანაძეს ჰეთ-თრიკი რომ გაეფორმებინა, სამტრედიელები უფრო მშვიდად შეხვდებოდნენ საპასუხო შეხვედრას, მაგრამ... "ელვას" ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

მოკლედ, "ეროსი მანჯგალაძეზე" დაფიქსირებული შედეგი ქუთაისში ერთობ საინტერესო საპასუხო დერბის გვპირდება.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი

18.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 3 000 მაყურებელი

სამტრედია-ტორპედო 2:1

გოლები: 0:1 ტუღუში (42. კირკიტაძის პასით), 1:1 კაპანაძე (65. დოლიძის პასით), 1:2 კაპანაძე (67)

სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - თორ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბეჭვაია - დოლიძე, დათუნაიშვილი (58. კაპანაძე), შარიქაძე (46. ბოლქვაძე) გეწაძე - გორგიაშვილი (88. შ. კერძევაძე).

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თევზაძე, ი. კერძევაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

ტორპედო (4-4-1-1): შეყრილაძე - ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ჩიქვილაძე - კლიმიაშვილი, ქებაძე - კირკიტაძე, ტუღუში, საბანაძე (68. ქიმაძე) - ზივზივაძე (58. კვერნაძე).

სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, ბანძელაძე, მახვილაძე, ბაბუნაშვილი, კვარაცხელია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (44), ბოლქვაძე (76), ჩიკვილაძე (69), კერძევაძე (89)

არბიტრი: ლ. სილაგავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჯორდანო უბრუნებელი

kutaiski სამტრედიაში ბილეთები არ იყიდება! andro სტადიონზე გუშინ იყო არა უმეტეს 1600 კაცისა,მაგ სტადიონს ვიცნობ სსრკ-ს დროიდან და რასაც ვხედავ იმაში ნუ გადაგვარწმუნებ შენი ჭირიმე! ნურც იმაში დგავარმწუნებ სამტრედიას გულშემტკივრებს რომ რაიმეს ჰგავდა სამტრედიას თამაში გუშინ. სამეულში მყოფი კლუბი ასე არ უნდა თმაშობდეს. საერთოდ შეტევების არც პოტენციალია,არც სტილი და არც გეგმები.სისრაფე ხომ საერთოდ სადრაც ურეკში ისვენებს ზღვაზე :)ეს კლუბი მინიმუმ 3 გამოკვეთილი ფორვარდით და 2 შემტევი ნახევარმცველით უნდა იყოს, გუშინ კი კარდიბალეტი იყო. აგერაა 22 თებრვალი და მთელი საქართევლო იხილავს ზამთარაძის სტილს და გენიალურობას, თუ როგორ და რა ანგარიშით დაამარცხებს დინამოს. 22-ში ამ კლუბის მენეჯმენტის და მწვრთნელთა შტაბის ლუსტრაციის დღეა. 22-ში დამარცხება საერთოდ შეცვლის ყველაფერს,ოპტიმიზმის დიდი წილი უცბად აორთქლდება! წარმატება სამტრედიას, მაგრამ წარმატება ხეირიანი და ხარისხიანი თამაშით და არა კარდიბალეტით

• kutaiski

რამდენი ბილეთი გაიყიდა?

• andro

1500 კაცი კი ეტევა მაგრამ თამაშზე თუ იყავი დაინახავდი რომ ხალხი არა მარტო სკამებზე არამედ ტრიბუნის კიბეებზე იჯდა.რაც შეეხება მორე ტრიბუნას (საითაც ფანკლუბი იყო)ფეხზე იდგა ყველა და ისეტი სიმჩიდროვე იყო როგორც იტყვიან ნევს ვერ ჩააგდებდი,ამას დამატებული ხალხი რო ტრიბუნაზე ვერ დაეტია ქვევიტ სეტკასთან მთლიანად სტადიონის ირგვლივ იდგა დზალიან ბევრი ადამიანი ...არუნდა ბევრი მტკიცება ამას სამტრედიაში რო ხალხი დადის ნეტა ისე დადიოდეს საქართველოს ყველა ქალაქში...გუნდმა პირველი ტაიმი ექსპერიმეტალური შემადგენლობით ითამაშა ..მეორეე ტაიმში ორჯერ გადავიდა ტორპედო შეტევაზე და ვსო..მტლიანად სამტრედიას მიყავდა მეროე ნახევარი

• ჯორდანო უბრუნებელი

... როცა სტადიონზე კანტიკუნტად თავისუფალი ადგილებიც იყო,სტადიონზე სადაც სადაც 1500 კაცი ეტევა, შენ კი 3000 მაყურებელს წერ, ... რაც შეეხება სამტრედიას. გუნდი არის არეული, დუალაგებელი, და საერთოდ სტილი არა აქვს, ტორპედოელები მოტივაციით და მონდომებით სჯობდნენ, ეგაა რომ შეთამასება სჭირდებათ. სამტრედიას არა აქვს შეტევის არანაირი არც პოტენციალი და არც სტილი ან გეგმა. მწვრთნელი სტრატეგიებში არის სასტიკად სუსტი, ხოლო ფეხბურთელებს შემსრულებლობა დეფიციტში აქვთ. თამაშის ასეთი ხარისხით არცერთი კლუბი არაა მისაშვები ევროსაგზურებზე.

• andro

რა თამაშგარე რის თამაშგარე რას წერთ საერთოდ აზრზე ხართ?კარგად დააკვირდით მეორე გოლს და ნახავთ რომ არანაერი თამაშგარე არ ყოფილა...რათო უდგებით სულ სამთრედიას კრიტიკაში ვერ გამიგია...ან ხარიხას როდის მოხვდა ბურთი თქვენ ალბად დილა დინამოს თამაშს უყურეთ დააგერიათ რამსებიი...რეალურად დაწერეთ ყველაფერი რაც მოხდა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა

"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]

ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

ყველამ იცოდეს, რა ადამიანია კვირკველია! - თენგიზ სულაქველიძე უცნობ ამბავს ჰყვება

ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს

თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"

აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა...

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!

თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]

ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე

გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა

[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ

ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ

თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა