"საბა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ბევრ გამოცდილ პიროვნებაზე მეტი ესმის და ხვდება"
1997 წელს ქართული ფეხბურთის ვარსკვლავური თაობის ერთ-ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმა თენგიზ სულაქველიძემ საკუთარი საფეხბურთო სკოლა დააფუძნა. სწორედ ამ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თენგიზ სულაქველიძემ კვირკველიაზე აქამდე უცნობი ამბავი გაგვიმხილა.

"საბას მსგავსი თავმდაბალი და გულიანი ადამიანი ცხოვრებაში ბევრი არ მინახავს. ყაზანის "რუბინში" მისი გადასვლის შემდეგ ჩვენს აკადემიას გარკვეული საფასური გადაუხადეს და ამით ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთეთ, მაგრამ თავად ჩვენთან კვირკველიას არანაირი ვალდებულება აღარ აკავშირებდა. ამიტომ არასოდეს მითქვამს და ახლა საჯაროდ გავამხელ - თავად ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ საფეხბურთო აკადემიას გვერდში დადგომოდა.

კარგად იცით, რომ დღეს საფეხბურთო სკოლების არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, მით უფრო - ჩვენ, რადგან ყველაზე მეტი ბუნებრივსაფარიანი მოედანი გვაქვს, რომლის მოვლასაც დიდძალი ხარჯი სჭირდება. საბა კი ყველანირად გვერდში გვიდგას. მისგან ბევრი სიკეთე გვახსოვს და ამას ვერასოდეს დავივიწყებთ", - ამბობს სულაქველიძე.

ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიხსენა, როგორ მოხვდა კვირკველია "რუბინში":

"სხვათა შორის, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საბა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ყაზანის "რუბინში" ისე გადავიდა, არც თბილისის "დინამოში" უთამაშია და არც სხვა წამყვან ქართულ გუნდში. უმაღლეს ლიგაში ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა ჩატარებული. ის მხოლოდ ბავშვებში, ელიტლიგაში გამოდიოდა და ყაზანელებმა პირდაპირ აქედან აიყვანეს.

ეს რეზო ჩელებაძის დამსახურებაა, რომ მასში ნიჭი დაინახა და წაიყვანა. მგონი, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მსგავს ბევრ ფაქტს ვერც მოძებნით, საფეხბურთო სკოლიდან ფეხბურთელს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაში ეთამაშოს".

სულაქველიძე კვირკველიაზე კიდევ ერთ უცნობ ამბავს იხსენებს:

"საბა ვახტანგ კოპალეიშვილის გაზრდილია. ამას არასოდეს ივიწყებდა. საერთოდ, ვახომ ბევრი თაობა დააწინაურა და ამ ქვეყნიდან მისმა უდროო წასვლამ ყველას გული დაგვწყვიტა. ყველამ უნდა იცოდეს - ბოლოს, მდგომარეობა რომ დაუმძიმდა, საბა ყველანაირად გვერდში დაუდგა და ეხმარებოდა.

ფეხბურთელი მხოლოდ მოედანზე არ უნდა ფასდებოდეს, უპირველესად, ის ადამიანი უნდა იყოს. კვირკველია ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ბევრ გამოცდილ პიროვნებაზე მეტი ესმის და ხვდება. არ არსებობს, თბილისში ჩამოვიდეს და ჩვენთან არ შემოირბინოს. თუ დასვენება აქვს, აქ ვარჯიშობს".

თენგიზ სულაქველიძე მალე ვახტანგ კოპალეიშვილის სახელობის ბავშვთა ტურნირის ჩატარებას აპირებს:

"ვახო არა მხოლოდ კარგი მოთამაშე, კარგი მწვრთნელი და ადამიანი იყო. ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მის სახელს გავუფრთხილდეთ და პატივი მივაგოთ. ამიტომ მალე კოპალეიშვილის სახელობის ტურნირს ჩავატარებთ და იმედია, ამას მაღალ დონეზეც შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უცნობი
გაიხარე საბა, კარგი ადამიანი ხარ, გილოცავ პატარა ნიას დაბადებას, გმერთმა გაგიმრავლოს
Giorgi
საბა გენაცვალე,გვეამაყები. წარმატებები!
რამაზი
იყო ასეთი ლექსის ერთი სტროფი მინდორს კოკრად გადაშლილო ვახტანგ კოპალეიშვილო ალალია შენზედ რძეო ბარაქალა ჩივაძეო,
sano
ვახო ანუ იგივე კოპალა მაგარი ჯიგარი იყო
iverson
ხარებას გილოცავტ!გაიხარეთ ქართველებო თბილი და კარგი კომენტისთვის!შეგვძლებია ლანძღვის და გინების გარეშე დადებითიც გაიხარეთ )))
mixo
ყოჩაღი ბიჭი ყოფილა, წარმატებები მას
Me
არ დაივიწყოთ ყურბან ბერდიევის უდიდესი დამსახურება მის ასეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.ის ცნობს ადამიანებს...
Vova
ნამდვილად გამორჩეული ახალგაზრდა ათლეტია ამის დვალის და 2-3 ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდა ყველა გასაყრელია ნაკრებიდან
დავით ჟილინი
საბა დიდი ხანი არ არის რაც დიდ ფეხბურთს თამაშობ მაგრამ მჯერა შენ ყველაფერი წინ გაქვს. გისურვებ ჯანმრეთელობას და კარიერულ წინსვლას რა თქმა უნდა პირადშიც :))
tamo
თენგიზ,შენ თვითონ ხარ არაჩვეულებრივი და შესანიშნავი ადამიანი,რომელმაც იცის მეგობრობის,დახმარების,სიკეთის ფასი.რამდენჯერ გაგიხარებია ჩვენი გულები,როგორც ფეხბურთელს.სადაც უნდა იყო,ყოველთვის ჭომა იქნები :)წარმატებები ორივეს.
Zbd
ყოჩაღ საბა
არჩილ
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები.
ioseb
საბა მართლა მაგარი კაცია უფალი ფარავდეს მუდამ
geronti
სასიამოვნოა, როცა კარგ სპორცმენობასთან ერთად კარგი კაციც ყოფილა.
ქართველი
ასეთი კაცი რომ გვყავს ქართველობას,ამიტომაც არ მეშინია მომავლის!
ქართველი
საბა გაიხარე!გვიმრავლოს შენისთანა ქართველები!!!!!!!!
izi
როგორც იქნა რაღაც პოზიტიური წავიკითხე -მადლიერებასთან დაკავშირებით, თორე მეგონა რომ ყველა ეკა ნიჟარაძესავით ფიქრობდა-ხომ არ მითხოვია რას მეხმარებოდაო.
kaxa
ღმერთმა დალოცოს ყველა წესიერი და კეთილი ადამიანი.წარმატებები საბა!!!
SHUKOVANI
საღოლ საბა, კარგი ადამიანი ხარ
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა...
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ფეხბურთელის ბედი: სად ხარ, მათე?! ოკუპაციის შემდეგ დაკარგული ღვინიანიძე
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება