გადამწყვეტი უპირატესობა ვერც "სამპდორიამ" მოიპოვა და ვერც "ჯენოამ"
გენუური დერბი მეტად დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოვიდა, გუნდებმა კი თითო გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

"ჯენოადან" იაგო ფალკე გამოირჩა, რომელმაც მბაიე ნიანგის შესანიშნავი გადაცემით იხეირა, "სამპდორიას" გოლი კი ფაკუნდო რონკალიას უხეშ შეცდომას მოჰყვა - "ჯენოას" მცველს ბურთი ედერმა აწაპნა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შორეული კუთხე დალაშქრა. მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო, გამარჯვება კი ორივე გუნდს შეეძლო.

სინიშა მიხაილოვიჩი (სამპდორია): "შეგირდთა გარჯით კმაყოფილი ვარ, რადგან ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ბევრ კომპონენტში აჯობეს კიდეც. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და შეგვეძლო როგორც მოგვეგო, ისე წაგვეგო. ფრე ნორმალური შედეგია, რომელიც გვიტოვებს შანსს, ევროსაგზურისთვის ვიბრძოლოთ.

სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს ეკუთვნით. რატომ არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში სამუელ ეტო'ო? - კუნთი აწუხებდა, სულ ახალი გამოჯანმრთელებულია და აღარ გავრისკე. ეტო'ოს არ ეთაკილება სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და არც ისაა გამორიცხული, სრულიად ჯანმრთელი ხანდახან რეზერვში დარჩეს".

ჯან პიერო გასპერინი (ჯენოა): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და უპირატესობასაც ვფლობდით. აი, მეორეში კი რაღაც დაგვემართა და სადავეები მეტოქემ იგდო ხელთ. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ევროსაგზურის მოპოვების შანსი ერთიორად გაიზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამოვრჩით.

ფაკუნდო რონკალიამ საშინელი შეცდომა დაუშვა - არ მოვყვები სტანდარტულ ფრაზებს იმის შესახებ, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს; დერბიში ასეთი რამ არ უნდა გააკეთო და ამიტომ ფაკუნდოს აუცილებლად დაველაპარაკები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
ლეაო ტრანსფერზეა - "მილანი" პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს
უბერებელი ლუკა - 40 წლის ასაკში მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ გახდა
"რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს
20 წ. | საერთაშორისო სერიაზე სამხრეთ აფრიკაში
როგორია მამარდაშვილის პერსპექტივა. "იუვენტუსს" ალისონის მუქთად წაყვანა სურს - "ლივერპული" გაღიზიანებულია
მსხალაძის ოქრო აკვრაში და გოგოხიას ბრინჯაო ატაცში
პსჟ-მ ნიგერიელი თავდამსხმელის დამატება მოისურვა
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
23 მატჩი და 24-მილიონიანი კომპენსაცია - "ჩელსიმ" როსენიორი გაათავისუფლა
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"მონაკომ" "მილანს" შეუტია
"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
"იუვენტუსმა" "სამპდორია" 3:0 დაამარცხა და "ნაპოლი" 6 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
"სამპდორიას" მწვრთნელი თვლის, რომ მსაჯმა "იუვენტუსს" გამარჯვება აჩუქა
"მილანში" ტრავმების ეპიდემიაა
ნიანგი ავარიაში მოყვა და დაზიანებები მიიღო
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
იმობილემ "ლაციო" 96-ე წუთზე დააწინაურა, საპონარამ "სამპდორიას" ფრე 99-ე წუთზე მოუპოვა
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
რანიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში დარჩება - მწვრთნელი, რომელიც დერბის არ აგებს
99-ე წუთზე "ლაციოს" კარში გოლის გატანის შემდეგ საპონარას ტრუსი ჩახადეს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
"ემპოლი" "ჯენოასთან" ფრეს დასჯერდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან