ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ელენა დოკიჩი - ომის და დესპოტი მამის შვილი

ელენა დოკიჩი - ომის და დესპოტი მამის შვილი

"მას შემდეგ რის გადატანაც მომიწია - ჩოგბურთის თამაში უბრალო საქმეა"
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში 1983 წლის 12 აპრილს დაბადებული ელენა დოკიჩი 6 წლის იყო საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლის დატოვება რომ მოუხდა და საცხოვრებლად სერბეთში გადავიდა. 1994 წელს კი მშობლებთან ერთად ავსტრალიაში გაემგზავრა. დოკიჩებმა ავსტრალიის მოქალაქეობა მიიღეს, ელენამ კი ჩოგბურთში ვარჯიში სიდნეიში განაგრძო.

სპეციალისტები გოგონას უმცროსი ასაკიდანვე ამჩნევდნენ ტალანტს, ახასიათებდნენ, როგორც შრომისმოყვარეს და წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ. მანაც მალე დაამტკიცა თავისი პერსპექტიულობა და ჩოგბურთის მსოფლიოს ფედერაციის რეიტინგში ახალგაზრდებს შორის პირველ პოზიციამდე აღზევდა...

კარიერის საუკეთესო სეზონი

ელენამ პროფესიული კარიერა უფროსებში 1998 წლიდან დაიწყო და ერთ წელიწადში ტოპ 50-ში შევიდა. 1998 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა ახალგაზრდებში.

უფროსებს შორის წარმატებათა ფურცლების წერას კი დოკიჩი 1999 წლიდან შეუდგა. იმ წელს მსოფლიო რეიტინგში 129-ე პოზიციაზე მყოფმა "უიმბლდონზე" სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ, პირველ წრეში, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი გაანადგურა 6:2, 6:0. ეს ნამდვილი სენსაცია იყო. მეოთხე წრეში კი შეჯიბრებაზე მეცხრე ნომრად განთესილი ფრანგი მარი პირსიც მოინელა. მართალია, მეოთხედფინალში ალექსანდრა სტივენსონთან (აშშ) დამარცხდა, მაგრამ ესოდენ მაღალი დონის ტურნირზე ჯერაც უცნობი ახალგაზრდის აღნიშნული შედეგი უმნიშვნელო წარმატება ვერ იქნებოდა.

2001 წელს ელენა დოკიჩს თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. თუმცა იგი წარუმატებლად და სკანდალით დაიწყო. ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრაში მეორე ნომრად განთესილ ლინდსი დევენპორტთან (აშშ) მოუწია პაექრობა, რომელთანაც ვერაფერი გააწყო. ამ შეჯიბრებაზე თავისი "ბრჭყალები" ელენას მამამ დამირ დოკიჩმა გამოაჩინა.

ეს კაცი აქამდეც ცნობილი იყო თავისი გაუწონასწორებელი საქციელით და ავსტრალიაში მოწყობილი სკანდალი იმასთან დაკავშირებით, თითქოს შეჯიბრების ორგანიზატორებმა შეგნებულად შეახვედრეს მის შვილს ურთულესი ბადე - არც პირველი ყოფილა და არც ბოლო. შესაბამისად, ამაზე ჯობია ცალკე ვისაუბროთ და ელენას საუკეთესო სეზონზე დამირის გარეშე გავამახვილოთ ყურადღება.

ავსტრალიის "დიდი სლემის" შემდეგ აშშ-ს სამ და გერმანიის ორ ტურნირზე მოეცარა ხელი ელენას. მაისში კი რომში ჩაება მილიონიანი საპრიზო ფონდის შეჯიბრების მოსაგებად. იქ წარმატებით ჩამოიცილა 4 მეტოქე, ნახევარფინალში სძლია კონჩიტა მარტინესს, ფინალში ამელი მორესმოს (7:6, 6:1) და მთავარი პრიზი დაიმსახურა. სექტემბერში ბრაზილიაში მხოლოდ ფინალში დამარცხდა მის ბავშვობის კერპ მონიკა სელეშთან. ერთ კვირაში ტოკიოში დოკიჩის გამჩერებელი აღარავინ აღმოჩნდა - გზიდან ჩამოიცილა კიმ კლაისტერსი (ბელგია) და არანჩა სანჩეს ვიკარიო (ესპანეთი). ოქტომბერში კრემლის თასზე აღმოჩნდა საუკეთესო.

ყველაზე მწარედ დოკიჩს ლინდსი დევენპორტთან დაპირისპირება აწუხებდა. კრემლის თასის მერე მან, 2001 წლის მიწურულსაც ზედიზედ სამჯერ წააგო ამ ჩოგბურთელთან და თანაც აქედან ორი შეხვედრა ავსტრიისა და შვეიცარიის ტურნირებზე ფინალური იყო.

2001 წელს ელენა მსოფლიო რეიტინგში კარიერის განმავლობაში საუკეთესო პოზიციაზეც ვიხილეთ. აგვისტო-სექტემბერში ის მეოთხე ჩოგანი გახლდათ. წელიწადი კი მერვე ადგილზე დაასრულა. ამავე წელს დოკიჩმა წყვილთა შორისაც კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა - რეიტინგში მეშვიდე ადგილი. "როლან გაროსზე" მან წყვილში კონჩიტა მარტინესთან ერთად ფინალს უწია, მაგრამ ესპანელ ვირჯინია პასკუალთან და არგენტინელ პაოლა სუარესთან წააგო.

2001 და 2002 წლებში ელენა წყვილთა თანრიგში ლინცის (ავსტრია) ტურნირის ტრიუმფატორი ხდებოდა რუს ნადია პეტროვასთან ერთად. ამის გარდა ელენას კიდევ ორჯერ, ორივეჯერ აშშ-ში აქვს წყვილთა შორის იმავე რანგის შეჯიბრებაში საუკეთესოს ტიტული მოპოვებული. ერთხელ მისი მეწყვილე კიმ კლაისტერსი (ბელგია) იყო, მეორედ ელენა ლიხოვცევა (რუსეთი).

2001 წელსვე ელენამ მამის ახირებით ავსტრალიის მოქალაქეობა დატოვა.

აურზაური დამირისგან

ელენას მამა დამირ დოკიჩი შვილის მენეჯერიც იყო და კარიერის უპირველესი ამრევიც. ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რათა საჩოგბურთო სამყაროსთვის თავი მოებეზრებინა და შვილისთვის პრობლემები შეექმნა.

1999 წელს 16 წლის ელენა ბირმინგემის ტურნირზე ასპარეზობდა, დამირმა პირველი ხმაურიანი სკანდალი რომ წარმოუდგინა პუბლიკას. შეჯიბრების ორგანიზატორებს მან ნაცისტები უწოდა და მისი შვილის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. იგივე მიზეზი მას მერეც ხშირად გამოუყენებია ტურნირის ორგანიზატორებისთვის სიმშვიდის დასარღვევად.

ერთხელ, აშშ-ს ღია პირველობაზე, კაფეში არსებული ფასების გამოც კი ატეხა აყალმაყალი და ვიდრე ტელეკამერების ყურადღება არ მიიპყრო, არ გაჩერდა.

დამირს ერთხანს ტურნირებზე დასწრება ნახევარი წლითაც ჰქონდა აკრძალული, მაგრამ იქამდე არ მოისვენა, ვიდრე ციხის კარი არ შეაღებინეს. 2009 წელს ამ ადამიანმა ღიად გამოხატა მუქარა სერბეთში ავსტრალიის ელჩის მიმართ. თქვა, რომ შინ იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა და ელჩს მისსავე მანქანაში ააფეთქებდა - სასამართლომ დამირის "დასაწყნარებლად" ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიიჩნია საჭიროდ.

ელენა დოკიჩს საკუთარი კარიერის პიკზე ყოფნისასაც კი ნაკლებად ემჩნეოდა სახეზე სიხარული. კორტზეც ნაკლებად გამოხატავდა გამარჯვებით მოგვრილ ემოციას. ხშირად ნაღვლიანი იყო. მას უნდოდა მამასთან დაკავშირებით დასმული კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

ზოგჯერ მის გამართლებასაც ცდილობდა, მაგრამ კარგად ეტყობოდა, რომ თავადაც არ მოსწონდა შექმნილი ვითარება. მერე იმაშიც გამოტყდა, რომ მამა ბავშვობიდან ხშირად სცემდა და უფროს ასაკშიც მეტად მკაცრი ხელით ზრდიდა. დამირმა კი ჟურნალისტებს ცეცხლზე ნავთი დაუსხა და დაამატა - შვილს გაცილებით აგრესიულად რომ მოვქცეოდი, მას კიდევ უფრო სასიკეთოდ წაადგებოდაო.

მშობლების გარეშე

შექმნილი ვითარების დასრულება ისევ ელენამ სცადა და მშობლები მიატოვა.

"მას შემდეგ რის გადატანაც მომიწია - ჩოგბურთის თამაში უბრალო საქმეა. კიდეც რომ წავაგო, კარგად რომ ვერ ვითამაშო, იმედი გამიცრუვდება, მაგრამ ეს არაა სამყაროს აღსასრული. მაგრამ როცა ვიგებ, ახლა უკვე ვიღებ გაცილებით დიდ სიამოვნებას", - თქვა მაშინ ჩოგბურთელმა.

მოგვიანებით რეაბილიტაციაში მას გვარიანად დაეხმარა მწვრთნელი თინა ბაკიჩიც. გარდა ამისა, ელენამ თავისი მდგომარეობა იმითაც შეიმსუბუქა, რომ დაიწყო ფიქრი მასზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე.

"ვიცი, რომ ჩემზე გაცილებით რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანებიც არსებობენ დედამიწაზე. მე მაინც გამიმართლა, ჯანმრთელი ვარ და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია", - აიმედებდა საკუთარ თავს ჩოგბურთელი. 2005 წელს დოკიჩი ისევ გახდა ავსტრალიის მოქალაქე.

დაღმასვლა

2001 წლის მერე, როცა სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ელენა დოკიჩი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ათეულში დამკვიდრდა და მალე მის მწვერვალს შეუტევდა - წარუმატებლობათა მთელი კასკადი დაიწყო.

დიდ შეჯიბრებებზე უკვე აღარ მიიჩნეოდა ანგარიშგასაწევ ძალად. გარკვეულ ტურნირებს კი იგებდა, მაგრამ ისინი არ ყოფილა მაღალი რანგის.

2009 წელს ავსტრალიის ღიაზე უკვე მის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ, იქ პირველი ოთხი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად ჩამოიცილა გზიდან, მათ შორის განთესილები ანა ჩაკვეტაძე (რუსეთი) და კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), მაგრამ მეოთხედფინალში რუს დინარა საფინას ვეღარ გასცდა. ამავე წელს კვლავ მოახერხა ასეულში შეღწევა.

სასიამოვნო გამონაკლისი იყო 2011 წელს მოგებული კუალა ლუმპურის (მალაიზია) ტურნირიც. თუმცა ტრავმების გამოც ბევრი გაუცდა დოკიჩს.

2013 წლის მიწურულს კორტს დაუბრუნდა კიდეც, მაგრამ სახარბიელო შედეგი არც ამჯერად უჩვენებია. ამავე წელიწადს ელენამ ვეღარ გაძლო მშობლების გარეშე, ჩავიდა სერბეთში და შეურიგდა მათ.

"ძნელია მშობლების გარეშე ცხოვრება, მათ ხომ ჩვენ არ ვირჩევთ, ისინი მუდამ ჩვენთან არიან", - ასე ახსნა ჩოგბურთელმა თავისი გადაწყვეტილება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა

რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე

[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ანა ჩაკვეტაძეს 10 წელია ბათუმელი ფანატი დევნის

ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა

მარტინა ჰინგისის დუბლი

ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება

მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა

"ახლა საბოლოოდ მოვეგე გონს" - ანა ჩაკვეტაძემ სპორტული კარიერა დაასრულა

ანა ჩაკვეტაძე დაქორწინდა

კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]

მარტინა ჰინგისის მესამედ მოსვლა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ

კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა

უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]

მსოფლიოს ყოფილ მეოთხე ჩოგანს მამა ყოველდღე სცემდა

მარტინა ჰინგისი პოლიციამ დაკითხა

ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა

"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]

მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი

მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის