7 მარტს, მინსკის ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა
7 მარტს, მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა, თუმცა ამჯერად უკეთესი ხარისხისა - ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი გახდა, მესამეზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გიორგი საკანდელიძე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა. მაშინ ფინალში იაკობ მაქარაშვილი (74) დამარცხდა, ბრინჯაოს კი ომარ გუსოშვილი (97) დაეუფლა.

მოძმანაშვილმა ფინალამდეც გადაიტანა ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა, როცა მეორე წრეში თანაგუნდელი გიორგი საკანდელიძე 2:1 დაამარცხა. მანამ მომავალმა ჩემპიონმა მონღოლი ჩულუმბატი დაამარცხა, საკანდელიძის შემდეგ - ნახევარფინალში კი რუსთა დაღესტნელი არსლანბეკ ალიევი დაჯაბნა.

ფინალში მოძმანაშვილმა დრამატულ პაექრობაში, ბოლო წამებზე დაამარცხა უკრაინელთა ნატურალიზებული ოსი, ევროპისა და მსოფლიოს შარშანწინდელი ფინალისტი ალენ ზასეევი - 4:2.

რომ არა ბოლო წამებზე ჩადენილი გმირობა და სასწაული გდება, ისევ ვერცხლის მედალს დავჯერდებოდით. მოძმანაშვილმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე. ჩვენებური მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ფიზიკური ძალით ჩაგრავდა კონკურენტს, თუმცა ზასეევი თავს კარგად იცავდა და ილეთზე არ უშვებდა ქართველს.

მეორე პერიოდის შუაწელში მოძმანაშვილმა პირველად გაარღვია მისი დაცვითი ზღუდე და ფეხში წარმატებით შევიდა. აიყვანა კიდეც და როცა თითქოს გდებას წინ არაფერი ედგა, მოულოდნელად უკრაინელმა აქეთ გადაიყვანა ჩოქბჯენში და 2:1 დაწინაურდა. ბოლო წუთის შუაში მოძმანაშვილმა ანგარიში გაქვითა,, როცა ისევ ფეხში შესვლის მცდელობაზე მიძალებისას წრიდან გაიყვანა - 2:2,

თუმცა ეს ანგარიში მაინც მეტოქეს აწყობდა.

ზასეევი ისევ წარმატებით იცავდა თავს და ჯვარედინ მოვლებაზე ჭიდაობის დახურვას ცდილობდა, რაც სავსებით აწყობდა დროის გასაყვანად. მით უფრო, სულ რაღაც წამებიღა რჩებოდა, მაგრამ მოძმანაშვილმა სწორედ ამ დროს იფეთქა და ასე ლამის ხალიჩაზე ჩაწოლილმა ჯვარედინი მოვლებიდან ორქულიანზე დაატრიალა უკრაინელი და 4:2 მოუგო.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა საკანდელიძემაც, რომელმაც დამამშვიდებელში ჯერ მონღოლი ჩულუმბატი დაამარცხა, შემდეგ კი არსლანბეკ ალიევს მოუგო და ბრინჯაო მოიპოვა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალური პაექრობა დათმო სომეხთა მომავალ ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანთან, მანამ კი უკრაინელებთან - ივან ბელეიჩუკთან (7:2) და ანდრეი სვირიდთან (8:0) იმარჯვა. ამის შემდეგ მეოთხედფინალში რუსთა დაღესტნელ მურშიდ მუტალიბოვთანაც მოიგო და დამამშვიდებლის ფინალშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

უფროსთა პარალელურად, მედვედის ტურნირი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორისაც, სადაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო დიდი წარმატებით გამოვიდა - 11 მედალი მოიპოვეს: 4-4 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი.

ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძე (42), გიორგი ხაჩიძე (46), მამუკა ჩაჩუა (63) და ზურაბ ურთაშვილი (100).

ვერცხლის მედლებს გოგა მამიაური (58), თორნიკე კვინიკაძე (63) და ივერიკო ჯულაყიძე (69) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - ამირან ვახტანგიშვილი (50), თეიმურაზ ვანიშვილი (54), ალექსანდრე ლომიძე (58) და ივანე გოდელაშვილი (76).

Dato
სათაური ირაკლი თავაძემ დაწერა თუ ალან ზასეევმა?!..)) ალან და არა ალენ ირაკლი!...ალენი ვიცი მე დელონი...ყოჩაღ მოძმან! მომეწონა ამ ტურნირზე...ზასეევთანაც ბოლო წამებამდე იბრძოლა და მშვენიერი გდებაც გაუკეთა სამწუხაროა რომ საკანა და და
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ომარ გუსოშვილი: ევროპაზე გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპრებ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
23 წლამდე ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ოქრო მოიპოვეს
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
"ევროპის ერთა თასი 2015": ქართველი მოჭიდავეების ბრინჯაო მოსკოვიდან
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
ინდოეთის პროფესიულ საკლუბო ლიგაში ქართველები კვლავაც იჭიდავებენ
ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
დაღესტნის ტურნირი: ჩაროდინში ხელი მოგვეცარა
U23. ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ქართველმა "თავისუფლებმა" მედვედის ტურნირზე 5 მედალი მოიპოვეს
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...