სტამბოლის "ქასიმფაშას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა
სტამბოლის "ქასიმფაშას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი.

შეგახსენებთ, თურქეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში 42 წლის ქართველის მიერ გაწვრთნილი გუნდი "კონიასფორთან" დამარცხდა, რის შემდეგაც შოთამ თანამდებობის დატოვების შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

შოთა მედიის ყურადღების ცენტრში იმ მატჩში მომხდარი ერთი ეპიზოდის გამოც მოექცა - მან თავის ფეხბურთელებს, გაშვებული გოლის ფასად, ფეარ პლეის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ წაგებად დაუჯდა...

- კლუბის ხელმძღვანელობას სურდა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ მე მათ უკვე ვაცნობე, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს, - უთხრა არველაძემ "სპორტ ექსპრესს". - ძალიან ვცდილობდი, ბევრი გავაკეთე გუნდისთვის. ნულიდან დავიწყეთ და ევროპამდე მივაღწიეთ. მეორე წრე წარუმატებლად დავიწყეთ, თუმცა კარგი მატჩებიც გვქონდა.

თუ არ ვცდები, ბოლო ექვს ტურში ჩვენს კარში ხუთი დაუჯერებელი პენალტი დანიშნეს!.. ასე იყო ამ ბოლო თამაშშიც. გოლის შემდეგ დონკს ვუთხარი: "გააკეთეთ, რაც გსურთ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გვქონდეს".

მივეცით "კონიასფორს" გატანის საშუალება, შემდეგ კი მსაჯისგან მორიგი 11-მეტრიანი დავიმსახურეთ... ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. მეტოქემ გაიტანა და 1:2. და სადაა კეთილსინდისიერება? არ არის.

უბრალოდ, შესვენებაზე ისღა ვთხოვე ბიჭებს, ბოლომდე ჩაემთავრებინათ შეხვედრა. შემდეგ ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის ცნობილია.

- დარჩებით თურქეთში თუ თბილისში დაბრუნდებით?

- ვრჩები, ბავშვები სკოლაში აქ სწავლობენ... ყველაფერი კარგად იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჯერჯერობით კი დავისვენებ.

- გამოიძინეთ?

- დიახ (იცინის), დღეს 11-ზე ავდექი.

- გუნდი ვის დაუტოვეთ?

- "ქასიმფაშაში" ხომ იან ვაუტერსთან ერთად ვმუშაობდი. ის აკადემიაში მთავარი მწვრთნელი იყო.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვცდილობდი, ყველაფერი ისე მომეწყო, რომ წასვლის შემთხვევაში უმალ დაეკავებინა ვინმეს ჩემი ადგილი. ეს ვაუტერსია და არა იმის გამო, რომ ჩემი მეგობარია (არველაძე მასთან ერთად "აიაქსსა" და "რეინჯერსში" თამაშობდა), იანი - პროფესიონალი და კარგი მწვრთნელია. სწორედ ის გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე.

P.S. ამასობაში, თურქული მედიის ინფორმაციით, შოთა შესაძლოა იმ "ქაისერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, რომელსაც 2010-12 წლებში ავარჯიშებდა. კლუბის ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაფორმება სურს და კონსულტაციები ამ თემაზე უკვე შემდგარია.

"ქაისერი" თურქეთის პირველ ლიგას ლიდერობს. კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელ ჩენეით დუმლუპინარს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

geo
გამეხარდა,რომ ასეთი ზნეობის მაგალითი აჩვენე.
ლუკა
კაი კაცი ხარ შოთი!
gio
შენი ძამიკოც თან წაიყვანე იქნება გვეძველოს რამე.
წილისყრა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
არასასიამოვნო ამბავი - დავითაშვილმა შეიძლება "გრენობლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
[VIDEO] მესის მორიგი გაბრწყინება და ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალშია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ᓨᓝᓗᓐ ᓐᓠᓕᓔᓚᓐᓫᓔᓛ ᓗᓐᓕᓘᓡᓘ ᓧᓝᓤᓘᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ "ᓥᓐᓡᓘᓛᓤᓐᓨᓐᓨᓘ" ᓗᓐᓜᓐᓨᓔᓛᓬᓔᓓ ᓬᓐᓘᓧᓕᓐᓜᓐ
"ქასიმფაშას" ლაშა დვალი მოსწონს და "რედინგიდან" მის გამოსყიდვას აპირებს
შოთა არველაძე: მადლობა "ქასიმფაშას", მე თანამდებობიდან მივდივარ
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
შოთა არველაძე: ევროსაგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ
ოთო გოშაძე: არ მინდა ვიჩქარო და ვთქვა, რომ "ქასიმფაშას" მეკარე ვარ
შოთა არველაძე: გიდასტურებთ, "ალკმაარიდან"ინტერესი იყო, ოღონდ...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
არველაძე რომ "ქასიმფაშაში" ყოფილიყო... ოთო გოშაძე "საბურთალოში" დაბრუნდა