ფეხბურთელის პირადი აგენტი დი კამპლი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა
მარკო ვერატი პსჟ-ში შესანიშნავად ასპარეზობს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია და ფრანგული გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეაქვს.

22 წლის ნახევარმცველს იტალიაში ანდრეა პირლოს შემცვლელს უწოდებენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელის პირად აგენტს, მისივე თანამემამულე დონატო დი კამპლის ეს მაინც ეცოტავება.

დი კამპლი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"იტალიაში მუდმივად ლაპარაკობენ პოლ პოგბაზე და ის ქებით ცაში აჰყავთ. ამბობენ, რომ ფრანგი 100 მილიონი ევრო ღირს და ნაკლებ ფასში მისი გაყიდვა დანაშაულია. გავიგეთ, რომ პოგბა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ ჩვენ გვყავს არანაკლებ პერსპექტიული მარკო ვერატი, რომელიც ვარსკვლავებით გაძეძგილ პსჟ-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს?!

ხომ ხედავთ, როგორ წაიყვანეს ფრანგებმა ვერატი და ისევე მოგვტაცეს, როგორც თავის დროზე ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა; ეს გენიალური ნახატი პარიზის მუზეუმში დევს და შედეგად, საფრანგეთი ტურისტებისგან ყოველწლიურად მილიონობით ევროს იღებს, ვერატი კი პარიზულ გუნდში თამაშობს და ასევე ფრანგულ საქმეს აკეთებს.

ჩვენ ვერაფერს ვუფრთხილდებით და შედეგიც სახეზეა - დღესაც კი, როდესაც ვერატი საოცარ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ მაინც პოგბას ქება-დიდებაში ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
დი კამპლი: ვერავინ ვერ წაიყვანს ნეიმარს, ის ოქროს გალიაშია
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
ვერატის აგენტი: მარკო პსჟ-ის პრეზიდენტის ტყვეა, კლუბი მას არ გაყიდის
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე