ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კახი კახიაშვილი: შეჯიბრებას, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩავატარებთ, თუმცა...

კახი კახიაშვილი: შეჯიბრებას, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩავატარებთ, თუმცა...

წლეულს, 11-დან 18 აპრილის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
წლეულს, 11-დან 18 აპრილის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამ შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით.

სწორედ მისი დიდი მცდელობით შეიძინა საქართველომ ამ ტურნირისთვის მსოფლიოში აღიარებული კომპანიის - "ელეიკოს" სოლიდური რაოდენობის ინვენტარი, რომელიც ჩვენმა ჭაბუკმა ძალოსნებმა სპორტის სასახლეში გამოსცადეს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდები სამი დღის განმავლობაში 15-წლამდელთა საქართველოს პირველობაზე ახალშეძენილ ოლიმპიურ ფიცარნაგზე ახალი შტანგებით ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში.

- დღევანდელი მონაცემებით, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ 40 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი აპირებს გამოსვლას, - გვითხრა კახი კახიაშვილმა. - სულ თანმხლებ პირებთან ერთად მათი რაოდენობა 500-ს გადააჭარბებს, თუმცა განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 9 აპრილი. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი სპორტსმენი იბრძოლებს წონითი კატეგორიების მიხედვით A, B და C ჯგუფებში.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში აკრედიტებულ ევროპის ქვეყნების საელჩო-საკონსულოებს უკვე გავუგზავნეთ ჩემპიონატზე დასასწრები მოსაწვევი ბარათები, რომ მათ თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლებს უქომაგონ.

- ახალ ინვენტარზე რას იტყვით?

- დიდი ხანია, საქართველოს ძალოსნობის ინვენტარი არ შეუძენია. სპორტის სამინისტროს დახმარებით, ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყიდეთ "ელეიკოს" 85 შტანგა თავისი დისკებით, მათ შორის - 50 ცალი ვაჟებისთვის. მათგან 15 საშეჯიბროა, დანარჩენი - სავარჯიშო. 35 გრიფი ქალებისთვისაა განკუთვნილი. მართალია, ჩემპიონატის შემდეგ მანდილოსნებისთვის ამდენი გრიფი არ დაგვჭირდება, მაგრამ ისინი შედარებით მსუბუქებია და მოზარდებს გამოადგებათ საწვრთნელად.

შტანგებსა და სხვა ატრიბუტებთან ერთად, შევიძინეთ ორი ოლიმპიური საშეჯიბრო და 40 სავარჯიშო ფიცარნაგი. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვენტარი მივიღეთ, რომლებითაც არა მარტო რეგიონებში ძალოსნობის დარბაზებს დავაკომპლექტებთ, არამედ საქართველოში ნებისმიერი რანგის შეჯიბრების ჩატარება შეგვეძლება.

- დიდი ასპარეზობების წინ ტესტირებისთვის, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვან ტურნირებს ატარებენ. ჩვენ?

- სპორტის სასახლეში ჭაბუკთა საქართველოს პირველობა სწორედ ტესტირებას ემსახურებოდა - "ელეიკოს" ახალი ინვენტარი: ოლიმპიური და სავარჯიშო ფიცარნაგები, ოლიმპიური შტანგები ჩვენმა 15-წლამდელებმა გამოსცადეს.

უპირველესად, ის გვაინტერესებდა, სპორტის სასახლის იატაკს - კალათბურთის ხის საფარს ზიანს ხომ არ მივაყენებდით. ამასთანავე, განათების, აკუსტიკისა და ვიბრაციის შემოწმებაც გვინდოდა. მინდა გითხრათ, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა საქართველოს პირველობამ ის ხარვეზებიც გამოავლინა, რომელთა აღმოფხვრაც ევროპის ჩემპიონატამდე აუცილებელია.

ცხადია, სარბიელის შესამოწმებლად მხოლოდ მოზარდთა საქართველოს პირველობით ვერ შემოვიფარგლებით. მთავარი ტესტი 10 აპრილს გვექნება, ზედ შეჯიბრების წინ. საქართველოს საუკეთესო ძალოსნების მონაწილეობით საცდელ ასპარეზობას ჩავატარებთ.

შესაძლოა, უცხოელი სპორტსმენებიც მოვიწვიოთ. იმ დღეს ინვენტართან ერთად შემოწმდება ყველა აპარატურა, რომელსაც ევროპის ძალოსნობის ფედერაცია თავად ჩამოიტანს.

- იქნებ ჩვენი ათლეტების სამზადისზეც გვითხრათ?

- ქართველი ძალოსნები ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ამჟამად წყალტუბოში გადიან საწვრთნელ შეკრებას. აპრილის დასაწყისიდან დუშეთში განაგრძობენ ვარჯიშს.

ჩემპიონატში ჩაებმება დავით გოგია, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა, საკმაოდ კარგ ფორმაშია. საერთოდაც, სოლიდური გუნდი შეიკრიბა. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ერთი სიახლეც გვაქვს - ქართული ძალოსნობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ გოგონები - თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) და სოფიო ლუკატარიძე (69). ეს დებიუტია და მათ მიმართ ძალიან მომთხოვნები ვერ ვიქნებით.

- ჩემპიონატისთვის მზადებისას პრობლემებს ხომ არ შეუშლია ხელი?

- ლარის კურსის ვარდნამ სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენა. მართალია, საორგანიზაციო თანხებში მომჭირნეობას ვიჩენთ, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან ის ბიუჯეტი, რომელიც მოვითხოვეთ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის დამტკიცებული.

შეჯიბრებას, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩავატარებთ, მაგრამ არ გვინდა, ისე გამოგვივიდეს, რომ ჩემპიონატის თბილისში გამართვა ევროპის ძალოსნობის ფედერაციას სანანებელი გაუხდეს, სტუმრები უკმაყოფილონი გავუშვათ.

ჯერაც არ არის გადაწყვეტილი სპორტის სასახლის იჯარის თანხის საკითხი. ჩემპიონატზე 50 სტუმარი გვეწვევა. ხელშეკრულების თანახმად, მსაჯების, ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის, დოპინგ-კონტროლის მომსახურე პერსონალის ხარჯები ასპარეზობის ორგანიზატორმა უნდა გაიღოს.

არც ამ თანხის საკითხია ბოლომდე გარკვეული. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკვე მივმართეთ თხოვნით, რომ დროულად დაგვეხმაროს და შეფერხებები არ შეიქმნას. ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრების საორგანიზაციოდ დიდი შრომაა გაწეული და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ზოგიერთი ხარვეზის გამო ევროპის ჩემპიონატს ჩრდილი არ მიადგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა

ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში

რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

თბილისი. ევროპის ჩემპიონატი: სლავთა დუელი უკრაინელმა მოიგო

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

თბილისი აპრილში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მე-9 მედალი მოუტანა

კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა