ქართველმა ბავშვებმა "თურქიშ ჰოლიდეი 2015"-ის ფინალში იტალიელ თანატოლებს 1:0 სძლიეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ
ბავშვების ათასგვარი ტურნირი ტარდება და მშობლებისა თუ საფეხბურთო სკოლების ამბავი ხომ იცით - ყველას სურს, მათი შვილებისა თუ გუნდების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო წარმატება აღვნიშნოთ, მაგრამ ცხადია, ყველა ტურნირი ვერ გაშუქდება.

ამჯერად კი მართლაც აღსანიშნავი ამბავი მოხდა: თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "თურქიშ ჰოლიდეი 2015", რომელშიც 1999, 2001, 2003 და 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე საქართველო 9 გუნდით იყო წარმოდგენილი. 1999 წელს დაბადებულებში "ავაზამ" გაიმარჯვა. ლაშა გაფრინდაშვილის გაწვრთნილებმა ფინალში, დაძაბულ მატჩში, ბულგარული "მონტანა" 1:0 დაამარცხეს.

2003 წელს დაბადებულთა ფინალში კი მამუკა ჩუბინიძის "ავაზა" რომის "ლაციოს" მომავალს დაუპირისპირდა. ეს მატჩიც დაძაბული გამოდგა. თამაშს 1500-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

ყველასთვის მოულოდნელად, ქართველმა ბავშვებმა იტალიელ თანატოლებს 1:0 სძლიეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
zviad. ჩემი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს უფრო ფული აინტერესებთ ვიდრე ფეხბურთი ამიტომაა საქართველოში ასეთი დაბალი დონე.. ჩემი თაობის ბიჭები და ჩემზე პატარები უფრო მოწადინებულები არიან, ინტერესი აქვთ ფეხბურთის თამაში და არა ფული.. (ჩვენ "ავაზამ" მოვიგეთ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი და ამით ვთქვით რომ საქართველოს შეუძლია ფეხბურთის თამაში).
zviad
ბავშვები კარგები გვყავს 17 წლამდე,ტოლ-სწორად ეთამაშებიან და ხშირად უგებენ კიდეც ნებისმიერი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის თანატოლებს,მერე ეღებათ ბოლო,როცა საქმე პროფესიონალად ჩამოყალიბებას ეხება,სიზარმაცე,გულაობის სურვილი და მოტივაციის კლება გამოუსწორებელ შედეგებს გვაძლევს,ფსიქოლოგიასა და ფიზმომზადებაშიც მოვიკოჭლებთ,ჰო,კიდევ ერთი შეხებით თამაშიც რომ გვესწავლა,ცუდი არ იქნებოდა
tazo
ყოჩაღ ბიჭებო!!!!!!!!!!
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა