თბილისში ჩამოსულმა კოსოვოელებმა საკუთარი დროშის აღმართვა მოითხოვეს, რასაც ქართული მხარე, ცხადია, ვერ დააკმაყოფილებდა
ფოტოზე: რამინ შამილაშვილი

რაც მართალია, მართალია, საქართველო და მისი დედაქალაქი მნიშვნელოვანი სპორტული ასპარეზობების მასპინძლობის უფლების მოპოვებით ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა და ამ დამსახურების დაუნახაობა არ შეიძლება. ასეთი ნდობა და პატივი, ცხადია, არ მოდის თავისთავად. დაფასებაში საერთაშორისო თანამეგობრობის არეალში ქვეყნის იმიჯის ამაღლება და სპორტის მესვეურთათვის ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერაც უნდა დავინახოთ.

დიდი ხანია, საქართველოს არ რგებია ისეთი დონის სპორტული შეჯიბრების მასპინძლობის პატივი, როგორიც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატია. ეს ტურნირი დღეს მეოთხე დღეს მიითვლის, წინ კიდევ ამდენივე საშეჯიბრო დღეა და დაბეჯითებით უნდა ითქვას: საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, დღისა და ღამის გასწორების საფასურად და საერთო მხარდაჭერით, ღირსეულად გაართვა თავი მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, ასეთი ავტორიტეტული ასპარეზობის წინაშე რომ დგას.

ევროპის ჩემპიონატებში ჩვენი ძალოსნების საამაყო წარმატებებსა და სამემკვიდრეო ტრადიციებზე "ლელო" ახლახან უკვე წერდა. ამჟამად სარბიელზე გამოდის ჩვენი ქვეყნის 10 რჩეული სპორტსმენი, რომელთაგან 8 მამაკაცი და 2 ქალია.

ორიგინალურად განსხვავებული გამოდგა ჩემპიონატის საზეიმო გახსნა. საქართველოს და დედაქალაქის მთავრობების სახელით, სტუმრებს თბილისის მერი დავით ნარმანია მიესალმა. შეკრებილთ მიმართეს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ და კახი კახიაშვილმა.

ფოტოზე: კახი კახიაშვილი, დავით ნარმანია და ანტონიო ურსო ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე

დავით ნარმანია (თბილისის მერი): "ევროპასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩვენ ვაცხადებთ ევროპასთან ინტეგრაციის მზაობას ყველა სფეროში. ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ტურნირს ვმასპინძლობთ. ეს განსაკუთრებული პატივია და ამიტომაც ჩემპიონატის ჩატარებას დიდი ყურადღებით მოვეკიდეთ. დარწმუნებული ვარ, სპორტსმენები ღირსეულად გამოვლენ, ყველას წარმატებას ვუსურვებ. ამასთან, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, გამოვავლინოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული პატივისცემით მივიღოთ სტუმრები".

კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): "დიდი გამოწვევაა და ამავდროულად, დიდი პატივია ასეთი მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. მივიღებთ დიდ გამოცდილებას, რაც შემდგომში უფრო მაღალი ტურნირების ჩატარების საშუალებას მოგვცემს. მადლობა ჩვენს მთავრობას და რა თქმა უნდა, ევროპის ძალოსნობის ფედერაციას".

ანტონიო ურსო (ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): "მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, კახიაშვილის ხელმძღვანელობით, ტურნირი მაღალ დონეზე ჩაივლის. შეჯიბრებაში დაახლოებით 300 ძალოსანი მონაწილეობს, თითოეულს წარმატება მინდა ვუსურვო. მადლობა ყველას, ვინც ტურნირის ჩატარებაში მონაწილეობს".

საქართველოს ათლეტებიდან ფიცარნაგზე ჯერჯერობით გავიდა მხოლოდ რამინ შამილაშვილი (56 კგ). ასპარეზობა მან ატაცში 110 კილოგრამის შეკვეთით დაიწყო, მაგრამ პირველი ცდა გაუცუდდა და მხოლოდ მეორე ჯერზე დაძლია ეს წონა. აი, 114 კგ კი საერთოდ ვეღარ აიტაცა. არც აკვრაში გაუმართლა - 135 კგ-ით დაასრულა შეჯიბრება და ისევე, როგორც ატაცში, მე-7 ადგილს დასჯერდა, ორჭიდის ჯამში კი მე-6 იყო.

დღეს, 14 აპრილს, 77 კგ-ში იასპარეზებენ გიორგი ლომთაძე და ირაკლი გაბრიჭიძე. 15 აპრილს ჩვენი ქალებიდან ორიდან ერთი მონაწილე, თათია ლორთქიფანიძე (63 კგ) ჩაებმება ასპარეზობაში.

13 აპრილს კაცები ისვენებდნენ. ქალებმა 58 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

მაყურებელი ვერ ამჩნევს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ძალიან საპასუხისმგებლო ყოფილა საასპარეზო ფიცარნაგის მდგრადობა - თურმე, რაც უფრო მკვრივია და მტკიცე, მით უკეთესი.

"არც კი ვიცი, რა ხის მასალაა, მაგრამ ბეტონზე უფრო მაგარი და უმტკიცესი რომ არის, ფაქტია. ჩვენმა ფიცარნაგმა სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა", - გვითხრა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კვარცხლბეკი

ქალები

48 კგ

1. სიბელ ქონაკ ოზქანი (თურქეთი)-ორჭიდი 179 (ატაცი-80, აკვრა-99).

2. ნურკან ტაილანი (თურქეთი)-178 (81+97),

3. კატერინა ჯენი პაგლიარო (იტალია) - 176 (81+95).

53 კგ

1. იულია პარატოვა (უკრაინა)-200 (90+110),

2. ჯულია შვარცბახი (გერმანია)-186 (83+103),

3. აიშეგულ ჩობანი (თურქეთი)-184 (75+109).

58 კგ

1. ბოიანკა კოსტოვა (აზერბაიჯანი, ევროპის რეკორდი ხუთჯერ გააუმჯობესა, თითოჯერ ატაცსა და აკვრაში, სამჯერ ორჭიდში) - 246 (109+137),

2. ირინა ლეპშა (რუმინეთი)-205 (91+114),

3. ალექსანდრა კლეჯნოვსკა (პოლონეთი)-202 (89+113).

ვაჟები

56 კგ

1. ოლეგ სირგი (მოლდოვა)-264 (113+151),

2. სმბატ მარგარიანი (სომხეთი)-259 (113+146),

3. მირკო სკარანტინო (იტალია)-259 (118+141),

6. რამინ შამილიშვილი (საქართ.)-245 (110+135).

62 კგ

1. ვალენტინ ხრისტოვი (აზერბ.)-295 (135+160),

2. ბანიამი სეზერი (თურქეთი)-288 (134+154),

3. ფლორინ კროიტორუ (რუმინ.)-287 (134+153)

69 კგ

1. დენიარ ისმაილოვი (თურქეთი)-337 (156+181),

2. სერგეი პეტროვი (რუსეთი)-322 (146+176),

3. ბერნარ მატამ კინგუ (საფრ.)-321 (146+175).

დღეს ჩემპიონატზე

10.00-13.00 მწვრთნელთა სემინარი.

17.00-19.00-კაცები, 77 კგ; B ჯგუფი.

20.00-22.00-კაცები, 77 კგ; A ფინალი.

ფოტოზე: თურქეთს პირველი ოქროს მედალი ანიარ ისმაილოვმა მოუტანა

კახი კახიაშვილი: "ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 11 აპრილს აიღო. უკვე გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი. ჩვენი გუნდიდან ჯერჯერობით ერთი წევრი გამოვიდა - რამინ შამილიშვილი, 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მისგან მედალს ველოდით. სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო.

შამილიშვილმა ამ ჩემპიონატისთვის წონაში საკმაოდ დაიკლო და, ვფიქრობ, წარუმატებლობის მიზეზიც ეს იყო, რასაც ისიც ემატება, რომ იგი ამგვარი შეჯიბრების დებიუტანტია. სამაგიეროდ, ამ ჩემპიონატით მან საკმაო გამოცდილება შეიძინა, რაც სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოადგება.

მედლების ორი რეალური კანდიდატი გვყავს: 105 კილოში - დავით გოგია და მძიმე წონაში - ირაკლი თურმანიძე.

რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, პირველ დღეს გვქონდა მცირე ხარვეზები, რომლებიც იმავე დღეს მოგვარდა. სტუმრები ჩემპიონატის ორგანიზებით კმაყოფილნი არიან, რაც მათ ერთხმად დაადასტურეს გუშინ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესზე".

ვიქტორ შუვაევი, ბელორუსის ძალოსან ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველებს ნებისმიერი შეჯიბრების ორგანიზებაში ბადალი არ ჰყავთ. დარბაზი შესანიშნავადაა მოწყობილი, ტრანსპორტის მუშაობა საათივითაა აწყობილი, კვებაც მშვენიერია, მეგობრული ატმოსფეროც სუფევს.

ერთი სიტყვით, თავს შინაურ გარემოში ვგრძნობთ, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს, პირადად კახი კახიაშვილს.

ორიოდე დღეა შეჯიბრების დაწყებიდან გასული და აზერბაიჯანელმა ბოიან კოსტოვამ ევროპული მიღწევები ქალებში ხუთჯერ გააუმჯობესა. იმედია, რეკორდები კიდევ იქნება".

კონგრესზეც ითქვა...

13 აპრილს სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" საკონფერენციო დარბაზში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესი გაიმართა. შესავალ სიტყვაში კონტინენტის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობა ერთი სიტყვით შეაფასა: "ბრილლიანტ".

თბილისში სპეციალურად ამ კონგრესსა და ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოსულმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცმა ტამაშ აიანმაც მადლიერებით მოიხსენია ევროპის ძალოსნობის ფედერაცია და განსაკუთრებით, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

კონგრესზე ყველაფერს ხავერდოვნად არ ჩაუვლია: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის - კოსოვოს საკითხს. საქმე ის არის, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

კოსოვოელ ათლეტებს კონტინენტის ჩემპიონატზე ასპარეზობის სურვილი ჰქონდათ და, წინასწარი შეთანხმებით, ისინი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის დროშის ქვეშ უნდა გამოსულიყვნენ. თბილისში ჩამოსულმა კოსოვოელებმა კი საკუთარი დროშის აღმართვა მოითხოვეს, რასაც ქართული მხარე, ცხადია, ვერ დააკმაყოფილებდა.

საქმის ვითარება კახი კახიაშვილმა განმარტა:

"სპორტი ყველა ერს და რელიგიას აერთიანებს. სწორედ ეს არის სპორტის და მთლიანად ოლიმპიზმის იდეის სიძლიერე.

კოსოვოს მხარის წარმომადგენელ ბატონ ასტრიტს პირველად კვიპროსში შევხვდი. მან მთხოვა, რომ კოსოვოს დელეგაციას ევროპის ჩემპიონატზე ჩამოსვლაში დავხმარებოდი. მოგეხსენებათ, ჩემს კომპეტენციაში არ შედის ადამიანების საზღვარზე გატარება.

მაშინ ასტრიტს შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მათი დელეგაცია თბილისში ჩამოსულიყო. ბატონ ასტრიტსა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს ვუთხარი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, კოსოვოს დელეგაცია გვწვეოდა თბილისში, ოღონდ ევროპის ფედერაციის ეგიდით ეასპარეზა, რაზეც თანხმობა მივიღე.

მე დანაპირები შევასრულე, იმის მიუხედავად, რომ, ვიმეორებ, საქართველო კოსოვოს არ აღიარებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული პრობლემები აქვს - უცხო ქვეყნის ჯარების შემოჭრის შედეგად ქვეყნის 25% დაკარგულია: ორი რეგიონი - სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებლობას ითხოვს. სწორედ ამის გამო იქმნება პოლიტიკური პრობლემა.

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდან უარზე იყო, მაგრამ იმ პირობით დავითანხმეთ, რომ ჩემპიონატზე კოსოვოს დროშა არ აიწეოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემს ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივანს გადავცემ.

დიდ პატივს ვცემ ბატონ ასტრიტს, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ წავალ".

ბატონი კახის გამოსვლის შემდეგ კოსოვოელებსაც სურდათ რაღაცის თქმა, მაგრამ კონგრესის წამყვანმა ჰასან აკუშმა თემა ამოწურულად მიიჩნია.

ვაჟა დანელია

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
დავით ნარმანია: აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა
ვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]
შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია! 2 დღეში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და 4 მედალი!
დავით გოგიამ ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაო მოიპოვა
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს
ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
ეს ფინალი მე არ უნდა მეთამაშა... "ლელოს" სტუმარი ოთარ გაბელია
აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
რამინ შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თბილისი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველთა მონაგარი სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა
ევროპა თბილისში - ორი-სამი მედლისთვის ბრძოლა შეგვიძლია!
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ᓡᓐᓥᕐᕠᓗᕕᓔᓚᕝᓡ ᓫᕐᓚᕝᓡᓜᕝᓑᓘᕡ ᓤᓔᓓᓔᓠᓐᓪᓘᕐ ᓡᓐᓔᕠᓗᕐᓨᓝᓠᓘᕡᓝ ᓨᓔᓯᓘᓑᓠᓔᓑᓔᕑᓘᕓᓐᓜ ᕛᕝᓙᕕᓔᓗᓐᓡ ᓒᓐᓓᕐᓣᓠᓩᓐ
U23. ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩეპმიონატის პირველ დღეს 8 მედალი მოიპოვეს
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
სამი ლიცენზია და ოპტიმისტური განწყობა - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
დავით ნარმანია: "ოლიმპისთვის" ალტერნატიული ფართი გამოიძებნება
ლევან კობიაშვილი: გამოინახება ადგილი, სადაც ეს ბავშვები განაგრძობენ ვარჯიშს
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
ფრენბურთელ ქალთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობას დღეს შევიტყობთ
კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს