"ქართული ფეხბურთიც ვაზივითაა - რაც უნდა ჩეხო, მაინც ვერ მოსპობ და როგორც კი მოუვლი, შეწამლავ და წყალს დაუსხამ, ეგრევე ნაყოფს გამოიღებს"
35 წლის გია ჭიაბრიშვილის "საბურთალო" ფურორს ახდენს: 17-19 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი პირველი ლიგის A ჯგუფში 72 ქულით პირველ ადგილზეა.

ბოლო ტურში "საბურთალომ" კონკურენტი "ლოკომოტივი" საგურამოში 16 წლის ბექა ნიკოლაშვილის გოლით დაამარცხა (1:0) და უახლოეს მდევარ ზუგდიდის "ლაზიკას" 15 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში, 19 აპრილს, თბილისელებმა საკუთარ სტადიონზე "სასკოს" თუ მოუგეს, 7 ტურით ადრე (?!) უმაღლეს ლიგაში გადასვლას გაინაღდებენ...

ამ და სხვა თემებზე "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ვთხოვეთ...

- უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად გუნდები გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებენ. თქვენ სხვა გზით წახვედით...

- "საბურთალოს" აქვს თავისი გეზი და მისგან გადახვევას არ ვაპირებთ. უმაღლეს ლიგაში გადასვლის იდეაფიქსიც არ გვქონია, ეს დრომ მოიტანა. ფეხბურთელები ჭაბუკთა ლიგისთვის გადაზრდილები იყვნენ და პირველ ლიგაში შარშანდელ სეზონში გვაინტერესებდა, რა შეგვეძლო. მშვენიერი გამოცდილება მივიღეთ და ადგილი შევინარჩუნეთ. ახლა გამოჩნდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები პირველი ლიგისთვისაც გადაზრდილები არიან და ბავშვებს უმაღლეს ლიგაში თამაში სჭირდებათ.

- უმაღლესლიგელები საკონტროლო შეხვედრებში დაამარცხეთ, "ცხინვალს" თასზე მოუგეთ. მაგრამ ოფიციალურ თამაშებში სხვა დატვირთვაა. თქვენი აზრით, "საბურთალოს" დღევანდელი დონე უმაღლეს ლიგაში საკმარისი იქნება?

- უმაღლესში თამაში რთული იქნება. მაგრამ პირველივე წელს ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და ბიჭებმა გამოცდილება მიიღონ. მერე კი, დარწმუნებული ვარ, აღარ გაუჭირდებათ. გამოცდილების დამატებას არ ვაპირებთ. ახლაც სულ 2-3 მოწვეული გვყავს.

უმაღლეს ლიგაში თავისი აღზრდილებით არც ერთი გუნდი არ გადასულა და ვფიქრობ, ეს საამაყო პრეცედენტი იქნება. მიმაჩნია, ამ გუნდს წარმატების მიღწევის შანსი არა მხოლოდ საქართველოში აქვს. ევროპალიგაზე გასვლაც შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანი არა შემთხვევით მოხვედრა, არამედ, ამის კანონზომიერებად ქცევაა.

მჯერა, ამ გზას გავივლით, რადგან კარგ ფეხბურთელებს ვზრდით და სწორი გზით მივდივართ, რაც შედეგებმაც გამოაჩინა. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მსურს - ამას თამაშები გამოაჩენს. ეგაა, საერთოდ პროგრესს ჩემპიონატის დონე აფერხებს. თუ ფეხბურთს სახელმწიფოსგან მეტი დაფინანსება ექნება, ხოლო ფედერაციის მხრიდან - სწორი ნაბიჯები, ესეც მოგვარებადი მგონია.

- "საბურთალო" ბურთს უაზროდ არ აგორებს, სულ წინ და ტემპში მოძრაობს. ამის მისაღწევად დიდი დრო დაგჭირდათ?

- ეს მოთამაშეთა დამსახურებაა. მათ აქვთ კლასი, ერთმანეთში შეთამაშებულები არიან და ყველაფერი კარგად ამიტომ გამოსდით. ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი ესაა და ტემპიც აქედან მოდის. დონე მეტოქის სიძლიერიდან, ჩემპიონატის საერთო დონიდან და დაძაბული თამაშებით გამომდინარე იზრდება.

ამას მარტო ერთი გუნდი ვერ მოახერხებს. ამ პრობლემას მაშინაც ვხედავდი, "ზესტაფონშიც" გეგუჩაძესთან რომ ვმუშაობდი და დამოუკიდებლადაც. შენ რომ ტემპში თამაშობ, მაგრამ 10 წუთში 3:0-ს იგებ, მერე მისი შენარჩუნება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდი უცხოეთის ნორმალურ ლიგაში ჩასვი და ერთ წელიწადში ევროპული გუნდი გეყოლება.

- "ბეროესთან" თამაშის ვიდეომიმოხილვაში ისმოდა თქვენი სიტყვები - "კიდევ გაგვიტანონ, მაგრამ ფეხბურთი ვაჩვენოთ"! ეტყობა, ეს თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიაა...

- რა თქმა უნდა. იმის შიშით, რომ შემტევი ფეხბურთით წააგებ, საერთოდ არაფერი გამოგივა და კარგად დავინახეთ, ამან რა დღეშიც ჩაგვაგდო. ანტიფეხბურთით ვერც ფეხბურთელი გაიზრდება და მიზანსაც ვერ მიაღწევს. ეს ჩვენს ბუნებაშიც არ ზის. მეტოქეს ინდივიდუალიზმით უნდა ვაჯობოთ, მოვატყუოთ და შევუტიოთ. ასე თავიდან წააგებ, მაგრამ მერე მოიგებ და ფეხბურთელებსაც გაზრდი. აბა, ქართველები კატენაჩოს ვერ ვითამაშებთ.

- ეროვნული ნაკრები ამ პრინციპით თამაშობდა...

- თუ ისევ ამ გზას გავუყვებით, ფეხბურთისკენ ვერასოდეს შემოვტრიალდებით. თუ ვხედავთ, რომ დღევანდელი შემადგენლობით არაფერი გამოდის, ნელ-ნელა ახალგაზრდები მოვიწვიოთ და შანსი მივცეთ. მაგრამ უნდა იყოს გეგმა, ორი ან ოთხწლიანი ციკლი, გუნდი ავაწყოთ, შევათამაშოთ და შედეგი აუცილებლად გამოჩდება. მგონია და მჯერა, რომ ცხადაძე ამ გზით წავა.

სხვათა შორის, არც ის მესმოდა, ეროვნული, ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებები განსხვავებული სტილით რომ თამაშობდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, რას ვთამაშობთ. ახალგაზრდულიდან ეროვნულში გადასულ ფეხბურთელს სულ სხვა სტილზე გადართვა უწევდა. იქ კი მოთამაშის თეორიულად მომზადების დრო არაა.

- ბევრი მწვრთნელი ჩივის, რომ უცნაურად ჩაკეტილი და არამეგობრული თაობა მოდის...

- მე კი პირიქით მგონია: ეს თაობა არის ნიჭიერი, გონებაგახსნილი, ბავშვებს სხარტი აზროვნება და სიახლის ადვილად ათვისების უნარი აქვთ.

პერსპექტივას ნაკრებშიც ვხედავ. ყენია, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, დვალი... ესენი ახალგაზრდა, კარგი ინდივიდუალისტები არიან და სამომავლოდ ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება შეუძლიათ. პოზიციების გაძლიერების პერსპექტივასაც ვხედავ. ჩემი აზრით, აბურჯანიას დრო სჭირდება და თუ პროგრესი გააგრძელა, ძალიან კარგ საყრდენად ჩამოყალიბდება. მარჯვენა მცველად კი, გამორჩეულად, თემურ ღონღაძე და რამდენიმე ახალგაზრდა მომწონს.

ნეგატივიც უამრავია, მაგრამ დვალი აიღეთ, გერმანიასთან მოედანზე ისე შევიდა, არც იმჩნევდა, მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ რომ თამაშობდა. ეს ხომ პოზიტივია და ყურადღება ამაზე უნდა გადავიტანოთ.

მჯერა, ცხადაძე ამ გზით ივლის და მას წარმატებებს ვუსურვებ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთიც ვაზივითაა - რაც უნდა ჩეხო, მაინც ვერ მოსპობ და როგორც კი მოუვლი, შეწამლავ და წყალს დაუსხამ, ეგრევე ნაყოფს გამოიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chero
თუ ბიჭები შეინარჩუნეს აქვთ რაღაც შანსი მაგრამ როგორ უნდა გააჩერო კარგი ბიჭები აქ ეგ არ ვიცი.წავლენ და ჩაიკარგებიან სადღაც გროშების სანაცვლოდ.
zaza
მართალი ხარ გია
odala
ეს აბზაცი ვერ გავიგე - "ამას მარტო ერთი გუნდი ვერ მოახერხებს. ამ პრობლემას მაშინაც ვხედავდი, "ზესტაფონშიც" გეგუჩაძესთან რომ ვმუშაობდი და დამოუკიდებლადაც. შენ რომ ტემპში თამაშობ, მაგრამ 10 წუთში 3:0-ს იგებ, მერე მისი შენარჩუნება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდი უცხოეთის ნორმალურ ლიგაში ჩასვი და ერთ წელიწადში ევროპული გუნდი გეყოლება."
uiuiuis
ანანიძე დღეს ყველაზე კარგ ფეღბურთს თამაშობს ნაკრებში ერთადერთი მოტამაშეა რომელსაც აზრიანი პასის გაკეტება შეუძლია.
gigapresa
პრესა ტელევიზიაში მაგრები ხარტ შენ გია და გეგუჩაზე კოჩორა/კარტული პეხბურტი გიკვარტ არა? რას დაამგვანეტ ზესტაპონელი ბავსვები პუი ტკვენს ადამიანობას/ერტ ციცილაზე რო ნისნავდიტ მცვრტნელებს// ამატი ცოდვა არ გაგახარებტ
uiuiui
ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ანანიძის პერსპექტიულობაში,არა.
ramaz.
დაიმახსოვრეთ, საბურთალო შეიძლება ბევრს არც სმენია მარა ახალი სეზონისან ისეთ სიურპრიზებს შესთავაზებს ქართველ ქომაგებს რო დარწმუნებული ვარ 1-2 წელში მთელი თბილისი და საქართველო უქომაგებს! ეს იქნება ქართული ფეხბურთის მარგალიტი!!!
puma
საბურთალოს გადმოსვლით ფეხბურთი მეტი თანამედროვე სანახავი გახდება უმაღლეს ლიგაში
123
მართალია ეს კაცი
Gala
Aset adamianebs rom usmen ra mogklavs. Gmertma gamarjvebuli gatarot.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
თემურ ღონღაძის პროგნოზი: ჩემპიონატი ისევ არაპროგნოზირებადია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5 - ძნელად წარმოსადგენი [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, "დილაში" ებრაელი ბიზნესმენები მოდიან
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
U17. საქართველო-სლოვაკეთი 1:1 - ნიკოლაშვილი, როგორც რონალდო [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ