რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი. დიდი ფინალი
თბილისის "ლელო" საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ასეთი მიღწევა დღემდე სხვა ქართულ გუნდს არ ჰქონია. ლელოელებმა დაამტკიცეს, რომ მათ კლუბში მიმდინარე პროცესები, საქმისადმი მიდგომა სწორია და, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი.

ვაკის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონატის დიდ ფინალში 20 წუთის შემდეგ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩემპიონი ტიტულს შეინარჩუნებდა. "ლელომ" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" 30:21 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონისთვის დამზადებულ ახალ თასს ღირსეულად დაეუფლა.

არადა, მატჩის საწყისი 10 წუთი "ლელოს" კარგს არაფერს უქადდა. ბურთს მთელი ამ დროის განმავლობაში რკინიგზელები აკონტროლებდნენ და ორჯერ საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღეს. თუმცა "ლოკომოტივის" კაპიტანმა და ლიდერმა, ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.

მე-10 წუთიდან მოყოლებული, "ლელომ" მეტოქის აღტყინება ნელ-ნელა ჩააცხრო და თავისი პირველივე იერიში ლელოთი დაასრულა. მოქმედმა ჩემპიონებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება ზედ მოედნის ცენტრალურ ხაზთან მიიღეს. მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ბურთი კიდეზე გადაიტანა. დარტყმა, ისევე, როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, შესანიშნავი გამოუვიდა.

"ლელომ" მოკლე დერეფანი დააყენა. აუტი იოლად მოიგო, მოლი შეკრა, მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან დაახევინა. მერე მოლს მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე მოწყდა, წინ წაიწია, მაგრამ მალევე შებოჭეს. რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ გამოიტანა, რომელმაც მოკლე დარტყმა მეორეხაზელებს - სანდრო ქოიავასა და ზურაბ ხორბალაძეს განახორციელებინა.

ისევ რაკი და ამჯერად კაჭარავამ იერიშში შერკინების კვაჭი გიორგი ლომთაძე ჩართო. რკინიგზელებმა ისიც შეაჩერეს და კაჭარავამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გაუტანა. ამან შუამარბ თორნიკე ცერცვაძეს გადააწოდა, რომელმაც შეტევა კიდევ უფრო მარცხნივ განაგრძო. იქ მან ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი მოძებნა, რომელმაც გარღვევაზე გარემარბი სანდრო თოდუა გაიყვანა. მისი შეჩერება კი ლოკომოტიველებმა ვეღარ შეძლეს. ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

"ლელომ" ინიციატივა ხელთ იგდო. რკინიგზელები მის დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. რამდენჯერმე ბურთი რაკში თამაშისას დაკარგეს, რაც უდავოდ ლელოელთა დამსახურებაა. ამასთან ერთად, "ლოკომოტივმა" მეტოქეს ვერც შერკინებაში დააკლო რამე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არ იცოდნენ, მოწინააღმდეგისთვის რა დაეპირისპირებინათ. ლოგიკური იყო, რომ ოთხ წუთში ჩემპიონებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს.

ხმალაძემ ბურთი კიდეზე ისევ საჯარიმოდან გადაიტანა. "ლელომ" ამჯერად მარცხენა ფრთაზე, მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მოიგო დერეფანი, ისევ მოლი შეკრა და მძლავრი ბიძგებით ჩათვლის მოედანში შეაღწია. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების ბურჯი გიორგი სანიკიძე იყო. ყიასაშვილმა ისევ გარდასახა - 14:0.

ტაიმის ბოლომდე "ლელოს" ფულბეკმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და თავისიანები 20 ქულით დააწინაურა - 20:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელომ" საწყის ათ წუთში "ლოკომოტივი" მოედნის საკუთარ ნახევარში ჩაკეტა. ორჯერ ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა. ბოლოს ყიასაშვილმა ახლო მანძილიდან არეკნი დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.

სამაგიეროდ, 53-ე წუთზე შესანიშნავი იერიში გამოუვიდა "ლოკომოტივს". რკინიგზელებმა მეტოქის ნახევარზე დერეფანი სუფთად მოიგეს და ბურთი მარცხნივ მგეზავ გიორგი შკინინს გადააწოდეს. მან "ლელოს" ხაზში წარმოქმნილი დაუცველი სივრცე უმალ შენიშნა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. წიკლაურმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 7:20.

ვითარება ოდნავ დაიძაბა. "ლოკომოტივს" შანსი გაუჩნდა, მეტოქეს დაწეოდა, მაგრამ "ლელომ" ხუთ წუთში მეტოქეს ლელოზე ლელოთივე უპასუხა.

შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა. საპირისპირო, მარცხენა ფრთაზე ლელოელებმა რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და კაჭარავამ ბურთი სწრაფად სწორედ იქით გაათამაშა. პირველი ლელოს მსგავსად, ამჯერადაც იერიშში უკნიდან ფულბეკი ყიასაშვილი ჩაერთო, რომელმაც სალელოვე გარღვევაზე თოდუა გაიყვანა. საქართველოს ნაკრების გარემარბმა მატჩში მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა ეს ლელოც გარდასახა - 27:7.

70-ე წუთზე მანვე საჯარიმოც გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 23 ქულამდე გაზარდა - 30:7.

ცხადი გახდა, რომ "ლელო" გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდი დასკვნით ათ წუთში მაინც მოდუნდა და რკინიგზელებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე ჯერ თავი შერკინების ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა გამოიჩინა; მერე, როცა თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, გარემარბ დიტო კალანდაძის ჯერი დადგა. ორივე ლელო წიკლაურმა გარდასახა - 21:30.

საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი თასი "ლელოს" კაპიტანს, გიორგი კაჭარავას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გადასცა.

მატჩის შემდეგ

თემურ ბენდიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:

"გვინდოდა, ორივე ტაიმში ერთნაირად კარგად გვეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. "ლელომ" რაც შანსი მიიღო, ყველა გამოიყენა.

დღეს ვერ ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, დანაკლისის შევსებაც ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში მეტოქე 20 ქულით რომ დაწინაურდა, ჩვენი მორაგბეების უყურადღებობის ბრალია. მათი მოლი ვერ შევაჩერეთ, ორი ლელო ვაჩუქეთ. არც ამ თამაშით და არც განვლილი სეზონით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც შეგვიძლია, რისი პოტენციალიც გაგვაჩნია".

ბექა წიკლაური, თბილისის "ლოკომოტივის" კაპიტანი:

"ზედმეტად ინდივიდუალურად მოვინდომეთ თამაში და ამისთვის დავისაჯეთ. რაკში გადაყრაზე "ლელო" უკეთესად ირჯებოდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ გვაჯობა.

თავიდან ორი საჯარიმო ვერ გავიტანე. "ლელომ" კი პირველივე შეტევისას ლელო გაგვიტანა და ამის შემდეგ ვეღარ დავლაგდით. პირველ ტაიმში დიდი სხვაობით დავმარცხდით და მეორეში სიტუაციის შემობრუნება ვეღარ შევძელით. მიმაჩნია, რომ მეტოქე ღირსეული ჩემპიონია".

ლევან მაისაშვილი, თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:

"ის, რომ მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეცვლებზე ის მოთამაშეები შევიყვანე, ვისაც მანამდე ფინალში ნათამაშები არ ჰქონდა.

როდესაც 20 ქულას იგებ, გასაგებია, რომ რაღაც მომენტში ყურადღებას ადუნებ. თუმცა, თამაშის პულსზე ხელი სულ გვეჭირა. მოვინდომებდით, ავაჩქარებდით, მოვინდომებდით, შევანელებდით. თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. ამასთან ერთად, "ლოკომოტივიც" კარგი გუნდია, ბოლომდე იბრძოლა და როდესაც შანსი მიეცა, გამოიყენა კიდეც.

ამ მატჩში გადამწყვეტი გამოცდილება და სათამაშო დისციპლინა აღმოჩნდა. დაახლოებით 20 წუთი უშეცდომოდ ვითამაშეთ. ზუსტად ამ პერიოდში მოვიპოვეთ გადამწყვეტი უპირატესობა. რამდენადაც აქტიურები ვიყავით შეტევაში, იმდენად აგრესიულად ვირჯებოდით დაცვაში. ვფიქრობ, ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა.

ევროტურნირებში მონაწილეობა ფინანსებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონობას ჩვენთვის დამატებითი ფინანსები არ მოაქვს. უკვე მესამედ გავხდით ჩემპიონები, წინა ორ ჯერზე ასე იყო და არც ახლა მგონია, სპონსორები დაგვესიონ. არსებული დაფინანსებით კი შიდა ჩემპიონატშიც გაჭირვებით გაგვაქვს თავი".

ლაშა ხმალაძე, თბილისის "ლელოს" ვიცე-კაპიტანი:

"ფინალისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, სისუსტეები გამოვასწორეთ, განვიხილეთ მეტოქის თამაში, გავაანალიზეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ამ მატჩს გეგმაზომიერად მივყევით და ყველაფერი კარგად გამოვიდა. იყო პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ჩემპიონობა სამივე ჯერზე რთული იყო. 2013 წელს ჩვენს პირველობას არავინ ელოდა. შარშან ტიტულის დაცვისთვის მოგვიწია ბრძოლა, წელს კი ზედიზედ მესამედ გავხდით საუკეთესოები, რაც საქართველოში აქამდე არავის მოუხერხებია".

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი. დიდი ფინალი

ლელო-ლოკომოტივი 30:21

ლელო (15-9): ყიასაშვილი, თოდუა, ტალახაძე (ბარკალაია 80), ცერცვაძე, გუგავა (ხეცოიძე 35), ხმალაძე, კაჭარავა (მინდიაშვილი 71). (1-8) სანიკიძე (ჯულაყიძე 62), ლომთაძე (მამისაშვილი 77), მელიქიძე, ხორბალაძე (ჭყოიძე 59), ქოიავა, კოლელიშვილი (მძინარიშვილი 77), კოპაძე, მაისურაძე (კერვალიშვილი 69).

3ლ: თოდუა (2), სანიკიძე. 3ს,3გ: ყიასაშვილი.

ლოკომოტივი (15-9): წიკლაური, გ. ბიწაძე (ჟამუტაშვილი 69), ძნელაძე (კავთიძე 69), კალანდაძე, შკინინი, დავითაშვილი. (1-8) ბეჟიაშვილი (გასვიანი 62), კვანტიძე, ბეკოშვილი (ბურდული 47), ცუხიშვილი (ელოშვილი 66), ღუდუშაური, ფოფხაძე, ბერიშვილი, ბ. ბიწაძე.

3ლ: შკინინი, ბეკოშვილი, კალანდაძე. 3გ: წიკლაური.

სინბინი: ბერიშვილი.

მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია).

საბოლოო ცხრილი:

1. ლელო, 2. ლოკომოტივი, 3. ყოჩები, 4. ბათუმი, 5. ხარები, 6. აია, 7. არმაზი, 8. ჯიქი, 9. არმია, 10. თიბიესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ლელოს სტუმარი თემურ ბენდიაშვილი: ტონგამ სათამაშო კლასით გვაჯობა
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" თავიდან შენდება
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
ᕗᕑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓚᕔᓚᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᕝᕡ ᕩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᕛᓔᓝᓠᓔᓓ ᓒᕐᕮᓓᓐ!
აია-ლოკომოტივი 12:15 - სინაურიძე-წიკლაურის დუელი
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლელო VS ლოკომოტივი - დღეს ვაკეში დიდი ფინალია!
საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
ლელო-ლოკომოტივი 17:15 - "ლელო" ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონდა! [VIDEO]
გიორგი შკინინი - ეს ტურნირი რეგულარული უნდა გახდეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
არმაზი-ლოკომოტივი 17:31 - რკინიგზული რევანში "არმაზს"
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
ლოკომოტივი-აია 14:8 - პირველი მარცხი ძველი მეტოქისგან
დიდი 10. XII ტური: "ლელო"-ურჯუკაშვილი 27:26
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
არმია-ლელო 13:15 - დებიუტანტმა მოაგებინა
დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"
მეოთხე ცენტურიონი "ბორჯღალოსნებში" - სანდრო თოდუა
ოთხი "ბორჯღალოსანი", რომელთა ხილვაც უელსელებს კელტთა ლიგაში სურთ
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
არმია-ლოკომოტივი 16:21 - საოცარი, თუმცა დამსახურებული გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "ლოკომოტივი"
მიიღე პოზიტივი: "ბორჯღალოსნები" სამოაში სტუდენტებს შეხვდნენ [PHOTO]