ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]

სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა "დილამ", "სამტრედიის" დამარცხებით, ორი ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონობა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

გორელების ვადაზე ადრე გაჩემპიონებას ბოლნისის "სიონმაც" შეუწყო ხელი, რომელმაც პარალელურ მატჩში გორელთა მთავარი მდევარი, ბათუმის "დინამო" დაამარცხა და საჩემპიონო რბოლას ჩამოაცილა.

გორელებმა სამტრედიაშივე იზეიმეს ჩემპიონობა. მატჩის შემდეგ მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. "დილას" იმერეთში 50-მდე გულშემატკივარი ახლდა, რომლებმაც სიმღერებითა და შეძახილებით აღნიშნეს საყვარელი გუნდის დიდი გამარჯვება...

"ძალიან გახარებულები ვართ! გორის "დილამ" პირველად შეძლო ქვეყნის ჩემპიონატის მოგება, ფეხბურთელების უმრავლესობამაც პირველად იზეიმა ჩემპიონობა!

ვულოცავ "დილას" გულშემატკივრებს ამ წარმატებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს, რომლებიც სეზონის განმავლობაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ ჩვენს გუნდს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ გორელებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ, რომ მათ საყვარელ გუნდს ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ებრძოლოს", - თქვა მატჩის შემდეგ გორელთა გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა უჩა სოსიაშვილმა.

"ისეთი შემართებით ჩამოვედით, რომ გვინდოდა, აქვე გადაგვეწყვიტა ჩემპიონობის ბედი. ბოლომდე ვიბრძოლეთ, გულშემატკივრებიც გვერდში გვედგნენ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვულოცავ გორელ ქომაგებს ამ დიდ გამარჯვებას!" - გახარებული იყო მატჩის შემდეგ ალექსანდრე კვახაძე, რომლის ზუსტმა თავურმა გორელებს სანუკვარი 3 ქულა და ჩემპიონობა მოუტანა.

საერთოდაც, სოსიაშვილის შეგირდებმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარეს და "სამტრედიასთან" შეხვედრაშიც გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს. უშუალოდ ამ მატჩს რაც შეეხება, ის ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, შემდეგ გორელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი გაცილებით სწრაფად და სახიფათოდ უტევდნენ.

კარგად ერთვებოდნენ შეტევებში განაპირა მცველები - დავით ხურცილავა და ლაშა ჯაფარიძე. ამ უკანასკნელის მიერ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურს მოჰყვა ირაკლი მოდებაძის გოლი, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შემდეგ იყო ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდება და მახვილი კუთხიდან ლუკა რაზმაძის დარტყმა, რასაც თევდორაძე დამაჯერებლად დაუხვდა და ბურთი კვლავ კუთხურზე გადაუშვა.

უქმად არც სამტრედიელები ყოფილან. ზურაბ ხიზანიშვილმა მცველებს თავბრუ დაახვია და შეტევაში ჩართო გრიგოლ დოლიძე, რომელმაც გიორგი გაბედავას მისამართით ჩაჰკიდა ბურთი, ამან კი ნახტომში თავური დარტყმით სცადა სტუმართა დამწუხრება, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილს ვერ აჯობა.

სტუმართა რიგებში ძალზე აქტიური იყო კვეკვესკირი. მწვავე "სტანდარტულების" გარდა, ის კარშიც სახიფათოდ ურტყამდა. სწორედ მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ მართებდა მოდებაძეს გოლის გატანა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბურთს ვერ დაეწია.

კვეკვესკირის მიერ შესრულებული მორიგი "სტანდარტულის" შემდეგ ალან ბაგაევი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა კარში, მაგრამ მასპინძლები გოლისგან მეკარემ იხსნა. ამ ეპიზოდამდე სამტრედიელებსაც ჰქონდათ შესანიშნავი საგოლე შანსი, მაგრამ გეწაძის ჩაწოდებისა და გაბედავას თავურის შემდეგ სტუმრები ძელმა იხსნა.

პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, როცა კვეკვესკირმა ბურთი მეკარის საჯარიმოსთან "დაატრიალა", სადაც ყველაზე მაღლა კვახაძე ახტა და თავური დარტყმით გორელები წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში სტუმრები საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრდნენ და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. სამტრედიელები ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, მაგრამ მატჩის მიწურულამდე რეალური მომენტი არ შეუქმნიათ. გორელები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.

ეგ კი არა, მატჩის ბოლო წუთზე "დილამ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლაშა გვალიას სახიფათო დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია.

სამტრედიელებს მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეეძლოთ სტუმართა ჩემპიონობის გადავადება, თუმცა დავით კვირკველიას ძლიერი დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია და გორელთა გასახარად, არბიტრმაც მალევე მისცა საფინალო სასტვენი.

"სამტრედიის" მორიგი წარუმატებლობა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა მტკივნეულად განიცადეს. ამ მარცხის შემდეგ ზაზა ზამთარაძის კრებულს ევროთასებზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი გზა დარჩა - თასის მოგება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური

13.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-დილა 0:1

გოლი: 0:1 კვახაძე (45. კვეკვესკირის პასით)

სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - თორნ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, კვირკველია - ხიზანიშვილი (66. გორგიაშვილი), შარიქაძე - დოლიძე, დათუნაიშვილი, გეწაძე (78. გურული) - გაბედავა (56. კაპანაძე).

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბეჭვაია, კერძევაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

დილა (4-1-3-2): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე - რაზმაძე - ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი (77. თექთურმანიძე), წიქარიძე (73. გვალია) - ერისთავი, მოდებაძე (50. სეთურიძე).

სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, ძარია, გორელიშვილი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: გაბედავა (27), დათუნაიშვილი (44) თორნ. გრიგალაშვილი (76)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

საქართველოს ჩემპიონები 1990 წლიდან

1990 იბერია*

1991 იბერია

1991/92 დინამო თბ

1992/93 დინამო თბ

1993/94 დინამო თბ

1994/95 დინამო თბ

1995/96 დინამო თბ

1996/97 დინამო თბ

1997/98 დინამო თბ

1998/99 დინამო თბ

1999/2000 ტორპედო

2000/01 ტორპედო

2001/02 ტორპედო

2002/03 დინამო თბ

2003/04 ვიტ ჯორჯია

2004/05 დინამო თბ

2005/06 სიონი

2006/07 ოლიმპი

2007/08 დინამო თბ

2008/09 ვიტ ჯორჯია

2009/10 ოლიმპი

2010/11 ზესტაფონი

2011/12 ზესტაფონი

2012/13 დინამო თბ

2013/14 დინამო თბ

2014/15 დილა

* - პირველ ორ ჩემპიონატში თბილისის "დინამო" გამოდიოდა "იბერიას" სახელით.

სულ: დინამო თბ - 15; ტორპედო - 3; ოლიმპი, ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი - 2-2; სიონი, დილა - 1-1.

ბომბარდირები

ი. მოდებაძე (დილა) 14

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

ო. კვერნაძე (ტორპედო) 9

შ. ლომია (ზუგდიდი) 9

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ორი ტური

(XXIX)

17 მაისი, კვირა

ჩიხურა-სამტრედია

დინამო (ბთ)-ზესტაფონი

გურია-დინამო (თბ)

მერანი-დილა

ტორპედო-შუქურა

ცხინვალი-მეტალურგი

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი

ზუგდიდი-სიონი

XXX ტური

22 მაისი, პარასკევი

სიონი-გურია

დილა-ვიტ ჯორჯია

დინამო (თბ)-ჩიხურა

კოლხეთი-ცხინვალი

მეტალურგი-ტორპედო

სამტრედია-მერანი

შუქურა-დინამო (ბთ)

ზესტაფონი-ზუგდიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• შაკო

2014-2015 წლების სეზონის ჩათვლით, თასის ფინალისტი გადიოდა ევროპა ლიგაზე იმ შემთხვევაში, თუ თასის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებდა. უეფას ახალი რეგულაციით, რომელიც 2015-2016 წლების სეზონიდან შედის ძალაში, ევროპალიგაზე გადის მხოლოდ თასის მომგები, ხოლო ფინალისტი აცერთ შემთხვევაში არ გადის. ასე, რომ დინამო რომც გამხდარიყო ჩემპიონი სამტრედია მაინც ვერ გავიდოდა უეფაზე თუ თასს ვერ მოიგებდა. ამ შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გასული გავიდოდა ევროპალიგაზე. სამტრედიას ერთადერთი შანსი აქვს თასის მოგება, რის შემთხვევაშიც მეორე ეტაპიდან დაიწყებს ევროპალიგას.

• დიტო

იმედია მოვიგებთ ფინალს მე მჯერა ჩემი ბიჭების

• კახა

კახას 08:52 15-05-2015 ევროთასებზე სამტრედია უკვე მოხვედრილია თასის ფინალში რომ თამაშობს რადგან თბილისის დინამოს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ისედაც ეკუთვნის ევროთასებზე თამაში და ასეთ შემთხვევაში თასის ფინალისტი გადის ევროთასებზე აი შენისთანა "ბალეშიკები" რომ ჰყავს სამტერდიას იმიტომაც ექცევა კლუბის მესვეურები ასე ქალაქს და ნამდვილ "გულშემატკივრებს". ცოტა ცოდნა-განათლებაც უნდა გქონდეს და წესებს უნა კითხულობდე. თასის ფინალისტი ვერ გადის ევროპალიგაზე თუკი მას როგორც მინიმუმ მეოთხე ადგილი არ ექნება. სამტრედია თუ წაგებს ფინალში ( რაც ჩვენდა სამწუხაროდ ასეც იქნება დიდი ალბათობით) მაშინ ევროპალიგაზე გავა ბათუმი, თბილისი, და მეოთხეადგილოსანი(წაიკითხე სტატია "ბრძოლა მეოთხე ადგილისათვის") ცხინვალი, რადგან ცხინვალმა 2 თამაში რომც წააგოს და ჩიხურამ ორივე რომ მოიგოს, ცხინვალს მოგება ექნება მეტი. ისწავლე და მერე წერე!

• კახას

ევროთასებზე სამტრედია უკვე მოხვედრილია თასის ფინალში რომ თამაშობს რადგან თბილისის დინამოს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ისედაც ეკუთვნის ევროთასებზე თამაში და ასეთ შემთხვევაში თასის ფინალისტი გადის ევროთასებზე

• კახა

"სამტრედიის" მორიგი წარუმატებლობა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა მტკივნეულად განიცადეს. ამ მარცხის შემდეგ ზაზა ზამთარაძის კრებულს ევროთასებზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი გზა დარჩა - თასის მოგება. :) რა კაი რაიმე დაწერა ბიო ამან ა? თაისის მოგებაო :) ისე მეიგო ბიძია შენმა ხბომ ძროხა,ვინემ სამტრედიამ დინამოს თასზე არ მოუგოს, თუ დინამომ თითონ არ უთხრა, ე ბიო წეიღე აი თასი იქნება ევროპა მაინც ნახოთ რავა გემეიყურებაო :) რაც შეეხება ქვემოთ ოპტიმისტის განცხადებას, მეექვსე ადგილიო, შენ ძამია მასე ხუმრობ?მეექვსე კი არა მერვეს ქვევით არ დარჩეს და ის ნაჩუქარი მერვე-მეშვიდე იმყოფინოს, ი აჯობებს. წევიდა დრო ოცნებების. რეალობის დროა სიმონ. და ბოლოს,ვისაც 16 გუნდიანი ჩემპიონატი არ მოგწონთ,ცალკე პროფლიგა ჩამოაყალიბეთ ან ინგლისის ჩემპიონშიპივით და ირბინეთ იქიეთ- აქეთ 8 კლუბმა ან 10-მა.

• bs

უუფ როგორ გამიკვირდა! რას ამბობთ რა ტამაშის ჩაწყობა! ))) ტფუ ტქვენი ჩემპიონატის ...

• giorgi

თვითმხილვეთა აზრით ეგ თამაში ჩაწყობილი იყო

• gizog

გორის დილას ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, კლუბის ყველა მუშაკს და ყველა გორელ გულშემტკივარს ვულოცავ საქართველოს 2014-2015 წლის სეზონის ღირსეულ ჩემპიონობას ფეხბურთში. ვუსურვებ ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებს ასევე ღირსეულად დაეცვათ და აემაღლებინოთ საქართველოს ფეხბურთის პრესტიჟი ევროპაში. ვფიქრობ ''დილა''-ს და მის გულშემატკივარსაც დაუგროვდა საკმაო გამოცდილება ევროტურნირზე გარკვეული წარმატებით გამოსასვლელად. გაიხარეთ გორელებო და სულ გამარჯვებით გევლოთ.

• giigi

ისე მოხერხება არ გინდა სამტრედიის ამ შემადგენლობით ამ უსუსტესი გუნდების გვერდით საპატიო მე_6 ადგილი დაიკავო?!

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]

თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

დილა VS დინამო (თბ) - ვინ არის სუპერი?

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა

გორის "დილამ" სპარინგში თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ