ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სადისციპლინო კომისიამ იოსებ კიკვაძე და ბადრი ალხაზაშვილი დასაჯა
13 მაისს, გვიან ღამით ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სადისციპლინო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოსა და ურუგვაის შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ჩხუბს განიხილავდნენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" ჩხუბი ურუგვაელებთან [VIDEO]

U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]

"ურუგვაი მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა ჩვენ პროვოცირებას და ბოლოს მოახერხა"

კომისიამ სხდომაზე დაიბარა ჩვენი გუნდის გარემარბი იოსებ კიკვაძე და ნაკრების კაპიტანი ბადრი ალხაზაშვილი, რომელმაც ამ ინციდენტის შედეგად წითელი ბარათი მიიღო.

გამოკითხვა და მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სადისციპლინო კომისიის წევრებმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს: ჩხუბის დროს იოსებ კიკვაძემ ურუგვაელთა 12 ნომერს სახის არეში დარტყმა მიაყენა. მართალია, მან ამ ქმედებით ჩვენი 10 ნომერი მოწინააღმდეგის გამიზნული წიხლისგან იხსნა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დარტყმით ურუგვაელ მოთამაშეს სახის არეში აშკარა ზიანი მიადგა, კომისიამ კიკვაძის დასჯა გადაწყვიტა, რაც ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაციას გულისხმობს;

ბადრი ალხაზაშვილის ეპიზოდის ვიდეოანალიზისას გაირკვა, რომ მას ურუგვაელთა 10 ნომერი კისრის არეში სახიფათოდ ბოჭავდა, რაც ლამის ჭიდაობის მოგუდვის ილეთში გადაიზარდა. ამ ქმედებას ალხაზაშვილისგან, თავის დაცვის მიზნით, საპასუხო დარტყმა მოჰყვა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩხუბის დასრულების შემდეგ მატჩის არბიტრმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. კომისიამ კი გადაწყვიტა, რომ ეპიზოდში მონაწილე ორივე მოთამაშე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯა.

ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩხუბში მონაწილე არც დანარჩენი ურუგვაელები დარჩნენ დაუსჯელნი - 18 ნომერს - 2-კვირიანი, ხოლო 6 ნომერს - 3-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მატჩისას დაჟეჟილობა და მიკროტრავმები ბევრმა "უმცროსმა ბორჯღალოსანმა" მიიღო. 13 მაისს გაირკვა, რომ ლაშა საჯაიას - მუხლი, ხოლო გიორგი კოშაძეს მხარი აქვს დაზიანებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბე შეძლებს შემდეგ შეხვედრაში თამაშს, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თბილისიდან ორ მოთამაშეს უხმეს: გიორგი თედორაძეს (შერკინების კვაჭი / თი ბი ეს) და სანდრო ილურიძეს (შუამარბი / აკადემია).

მომზადებულია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის მიხედვით

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და კარლენ ასეიშვილი გაასინბინეს
ბურჯელალის ბოლო გაბრძოლება - რა ელის გორგოძის, ჩილაჩავას და ალხაზაშვილის "ტულონს"?
აია-აკადიამია 13:0 - ლიდერებთან უფრო ახლოს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
U20. საქართველო VS ფიჯი - აბა, ვინაა პირველი?!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
მზ.საქართველო-ქროშეიზი 17:24 - უხვლელოიანი, ტრავმიანი, საინტერესო
იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"ჩვენი მორაგბეები მოედანზე გასვლისას თასს ისე უყურებდნენ, როგორც ზვიგენი სისხლს"
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
გორგოძემ ჩემპიონს გაუტანა, კაჭარავამ - რუსეთის თასის ფინალში
დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
დიდი 10. XV ტური: დიდი ბრძოლა, ნაკლები სანახაობა
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში