დუნგას გუნდმა გზიდან მექსიკა ჩამოიცილა
სან პაულუს "ალიანს პარკზე" ბრაზილიამ მექსიკის გადახალისებულ შემადგენლობას უმასპინძლა და ადვილად მოუგო. კარლოს დუნგას ფეხბურთელებმა ყველაფერი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. თანაც, ბრაზილიას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდა, მაგალითად, ტრავმირებულები - ლუის გუსტავო და ოსკარი. გარდა ამისა, რაც მთავარია, არ გახლდათ ნეიმარი, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგით გახლდათ დაკავებული.

დუნგამ ბევრი სიახლე შემოგვთავაზა. ძირითადში ითამაშა დონეცკის "შახტარის" 22 წლის შემტევმა ფრედმა. იგი თავდასხმაში ჩინეთის ჩემპიონატში გადაბარგებულ დიეგო ტარდელის შეუწყვილდა. რობერტო ფირმინო კი შეცვლაზე შევიდა, ისევე, როგორც "შახტარის" კიდევ ერთი ფეხბურთელი და "ჩელსის" სამიზნე დუგლას კოშტა. შეცვლაზე ითამაშა ფელიპე ანდერსონმაც, რომელსაც "ლაციოში" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. შედგა "მონაკოს" ფაბინიოს დებიუტი... მოკლედ, გამოსაცდელი დუნგას მართლაც ბევრი ჰყავს და საფიქრალიც ბევრი აქვს.

"სელესაოს" მწვრთნელი, პირველ რიგში, სწორედ ამას განიცდის, რა მოახერხოს შემადგენლობის კუთხით.

გოლებს რაც შეეხება, კარგი ბრაზილიელთა თავკაცისთვის და ზოგადად, ნაკრებისთვის ისაა, რომ თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა ფილიპე კოუტინიომ, რომელმაც "ლივერპულში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა და გოლიც ასეთი გამოუვიდა - მან მახვილი კუთხიდან ძალიან ოსტატურად ჩასვა ბურთი შორეულ კუთხეში. მეორე ბურთი კი ტარდელიმ შეაგდო ელიაშის მორიგი გონივრული პასის მერე.

"დანაკლისი გვქონდა, მაგრამ კარგად თამაში შევძელით, რადგან შემადგენლობაში ჩინებული ფეხბურთელები არიან და ყველა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბიჭებმა ბევრი საფიქრალი გამიჩინეს. არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კარგია, რადგან იცი, რომ დასაყრდენი გაქვს და ყველანი მზად არიან.

ინდივიდუალური სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ აქედან მოდის გუნდური. კონკურენციაც უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა. მახარებს ტარდელის გოლი. მას ბევრი აღარ ენდობოდა ჩინეთში გადასვლის მერე, მაგრამ კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ფეხბურთელების შეფასებებისას მხოლოდ ბურთს არ უნდა ვუყუროთ, უნდა დავაკვირდეთ, რა სამუშაოს ასრულებენ ისინი მინდორზე. ვინც მხოლოდ ბურთს უყურებს და სხვას ვერაფერს ხედავს, მას ფეხბურთი კარგად არ ესმის. ყველანი მოტივირებულნი არიან და ფანებთან კონტაქტიც შედგა. პოზიტიური მუხტი მივიღეთ, ეს თავდაჯერებისთვის ჩვენც გვჭირდებოდა და გულშემატკივრებსაც" - აღნიშნა ბრაზილიელთა დამრიგებელმა.

საშინაო მუნდიალზე ფიასკოს მერე ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული დუნგას ხელში "სელესაომ" უკვე 9 მატჩი ჩაატარა და ცხრავე მოიგო, აქედან 7-ში კი გოლიც არ გაუშვია. დღეს, გვიან ღამით ან ოფიციალურ ენაზე თუ ვიტყვით, ხვალ გამთენიისას ბრაზილია ჰონდურასს გაეჯიბრება ამხანაგურად, ხოლო აქედან 4 დღეში კოპა ამერიკაზეც ჩაებმება. ჯგუფურ ეტაპზე "სელესაოს" მეტოქეები პერუ, ვენესუელა და კოლუმბია არიან.

"კოპა ამერიკა სხვა ტურნირებისგან განსხვავებულია. ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომლის ფეხბურთელებიც პორტუგალიურად საუბრობენ და ეს მსაჯებთან კონტაქტს ცოტა გვირთულებს ხოლმე. ვფიქრობ, ახლა გუნდი უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2011-ში და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა ჩემი უდიდესი და უმთავრესი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობაა და მინდა 2018 წელს რუსეთში ჩავიდე და ეს ოცნება ავიხდინო, ქვეყანაში, სადაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი გავატარე" - განაცხადა ტიაგო სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა მოსკოვის "დინამოში" 2005 წელს გადავიდა, მაგრამ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ტუბერკულოზის მკურნალობა მოუხდა.

რადგან რუსეთი ვახსენეთ, აღვნიშნოთ ისიც, რომ "ზენიტის" ლიდერმა ჰალკმა განაცხადა, მჯერა, მოვა დრო და მომენტი, ნაკრებში ისევ გამომიძახებენო, მაგრამ დუნგას გეგმებში რომ ის არ შედის, ეს ფაქტია.

ბრაზილია-მექსიკა 2:0

გოლები: 1:0 კოუტინიო (28), 2:0 დიეგო ტარდელი (37)

ბრაზილია (4-4-2): ჟეფერსონი - დანილო (46. ფაბინიო), მირანდა, დავიდ ლუისი, ფილიპე ლუისი - ფერნანდინიო, ელიაში (78. კაზემირო), ვილიანი (74. დუგლას კოშტა), კოუტინიო (70. ევერტონ რიბეირო) - ფრედი (83. ფელიპე ანდერსონი), დიეგო ტარდელი (59. რობერტო ფირმინო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
კოპა ამერიკა. B ჯგუფი: სენსაცია - ბრაზილია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]
კოპა ამერიკა სენტენარიო. B ჯგუფი: დუნგას ბრაზილია ჩარჩა [VIDEO]
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
მარსელო და რობინიო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობას უბრუნდებიან
კოპა ამერიკა. B ჯგუფი: ბრაზილიამ ჰაიტი დაბომბა, ეკვადორი და პერუ დაზავდნენ [VIDEO]
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში საკუთარი ვერტმფრენით მივიდა
ვინისიუსის წინაპრები ტიკარის ტომის წარმომადგენლები ყოფილან
ბრაზილია-პერუ 3:0 - დუნგას გუნდი მაღლა მიიწევს
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლოს დუნგა მოხსნეს