ახლახან "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "ბორჯღალოსნებთან" ერთად შეკრებაზე მეთიუ ჯენი, ქართული წარმოშობის ინგლისელი შუამარბი შევიდა
მომავალ უქმეებზე 7-კაცა ლიონში, ევროპის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე იბურთავებს. ვიდრე უშუალოდ სატურნირო მდგომარეობაზე და გრან-პრის პირველი ეტაპის შედეგებზე გეტყოდეთ, თქვენი ყურადღება შემდეგზე გვინდა გავამახვილოთ.

ახლახან "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" "ბორჯღალოსნებთან" ერთად შეკრებაზე მეთიუ ჯენი (Matthew Janney), ქართული წარმოშობის ინგლისელი შუამარბი შევიდა, რომელიც რაგბის ოქსფორდის უნივერსიტეტში თამაშობს.

ქართველი ბაბუა

მეთიუ ინგლისში დაიბადა და გაიზარდა. რაგბის 6 წლიდან "რიჩმონდ რაგბი ქლაბში" თამაშობდა. იმდროიდანვე 9 ნომერს თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი ოჯახის ისტორია კი 1921 წელს, მეთიუს წინაპრის ინგლისში წასვლით იწყება.

"ბავშვობაში ბებიისგან ვიცოდით, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ვიყავით წარმოშობით. ზუსტად ვერ მეუბნებოდა. ბაბუაჩემიც ცოცხალი აღარ იყო. ამით არ დავკმაყოფილდი და რაც წლები მემატებოდა, უფრო მეტად ვცდილობდი, გამერკვია ჩემი წარმოშობის ამბავი. მე და ბიძაჩემმა დიდი ხნის განმავლობაში ვეძიეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა არქივში და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ბაბუაჩემი წარმოშობით თბილისიდან იყო და მისი ნამდვილი გვარი ჯანაშვილი ყოფილა".

მეთიუ ჯენი

დაბ: 23/07/1992

პოზიცია: 12/13

კლუბი: ოქსფორდის უნივ. რაგბის კლუბი

რამდენიმე ხნის წინ მეთიუმ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს. მან გამოთქვა მისი დიდი ხნის სურვილი, საქართველოში ჩამოსულიყო და წარმოშობის ქვეყნის სახელით ეთამაშა. რაგბის კავშირის დახმარებითა და მხარდაჭერით, მან მიმართა "მსოფლიო რაგბის".

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე მეთიუს არასრული დოკუმენტაციის გამო უარი უთხრეს, იგი არ დანებდა, აიყვანა იურისტი - მისი და საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით, ერთი წლისა და სათანადო დოკუმენტების შეგროვების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მეთიუს ქართული წარმოშობისა ირწმუნა და მას ეს ნებართვა მიეცა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდე მეთიუს სათამაშოდ რუსეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ.

"ოქსფორდში თამაშისას ერთ-ერთი სეზონის დროს გუნდი რუსეთის ნაკრებს ვეთამაშეთ. ის შეხვედრა დავთმეთ, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს დავეუფლე. ნამატჩევს ჩემს მწვრთნელს თავისი რუსი კოლეგისთვის უთქვამს, რომ მეთიუს ბაბუა წარმოშობით რუსეთიდან არისო (მაშინ მე კიდევ დარწმუნებით არ ვიცოდი, რომ ქართული ფესვები მქონდა). რუსებმა სცადეს, ჩემი წარმოშობის საბუთები მოეძიათ და ამ დროს უკვე დაზუსტებით დადგინდა, რომ ქართული წარმოშობა მქონია. ამ მომენტიდან, რა თქმა უნდა, მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორმე საქართველოს, ჩემი წინაპრების ქვეყნის სახელით მეთამაშა".

"ბორჯღალიანი" კვართით დებიუტი ლიონში შედგება

მეთიუ ერთი კვირაა, რაც საქართველოში იმყოფება და ვარჯიშობს. მართალია, იგი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება თბილისის თასის შეკრებაზე, მაგრამ იგი ლიონში 7-კაცას შემადგენლობაში სათამაშოდ ემზადება. მისი მომზადების დონით, უნარებითა და შესაძლებლობებით, როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე 7-კაცას სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია. იგი საკმაოდ სწრაფი, ძლიერი და ტექნიკური მორაგბეა.

"კარგია, რომ მეთს 7-კაცას შემადგენლობაში ვიხილავთ ლიონში. ამით მის შესაძლებლობებს ბევრად უკეთესად შევაფასებთ. იგი ერთი კვირაა, რაც "შევარდენზე" "ბორჯღალოსნებთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება და მან ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩვენი წესებით ეროვნული გუნდის კანდიდატად რომ განვიხილოთ ვინმე, მან ჯერ სხვა ფორმაციის ნაკრებებში მაინც უნდა ითამაშოს. მეთის 7-კაცაში ასპარეზობაც ამ მიზანს ემსახურება, მანამ მასზე, როგორც ეროვნულის კანდიდატზე დავიწყებდეთ ფიქრს, ვნახოთ, 7-კაცაში როგორ ითამაშებს", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა.

თავად მეთისთვის კი ბორჯღალიანი კვართის მორგება დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ხნის ოცნების ასრულებაა.

"მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა. უზომოდ ვაფასებ და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ქართული კვართის მორგების შესაძლებლობას. საქართველოს 7-კაცა თუ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მინდორზე გასვლა არა მარტო ჩემი სარაგბო კარიერის შემდეგ, ბევრად უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, არამედ ჩემს ფესვებთან და წინაპრებთან კავშირის აღდგენას", - განაცხადა მეთიუ ჯენიმ.

ლიონში კი ხუთი ცვლილებით

ევროპის გრან-პრის სტარტზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ საქართველოს "შვიდკაცამ" ლიონში საბურთაოდ ერთბაშად 5 მოთამაშე შეცვალა.

სამიდან პირველ ეტაპზე მოსკოვში პულში ჩავრჩით და მეცხრე ადგილიღა დავიკავეთ.

ამის გამო ნაკრების შტაბმა დამდეგ უქმეებზე ლიონში საბურთაოდ გადაახალისა 12-კაცა რაზმი:

გიორგი შკინინი ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე და იოსებ კიკვაძე 20-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან; როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველი წინაპრის მყოლი ოქსფორდელი მეთ ჯენი (ჯანაშვილი) კი ახალბედაა.

საქართველოს შვიდკაცა - ლიონი 2015

1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი)

2. ბახვა კობახიძე (ბათუმი)

3. ანზორ სიჭინავა (აკადემია)

4. ბიძინა სამხარაძე (რუმინეთი)

5. შალვა მახარაშვილი (ყოჩები)

6. ირაკლი სვანიძე (ჯიქი)

7. იოსებ კიკვაძე (აია)

8. ნიკო აფციაური (ყოჩები)

9. მეთ ჯენი (ინგლისი)

10. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები)

11. ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

12. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი)

ნოდარ ანდღულაძე (მენეჯერი)

კახაბერ ალანია (მთავარი მწვრთნელი)

ზაალ ლეჟავა (მწვრთნელი)

პავლე ჯიმშელაძე (მწვრთნელი)

სანდრო ჭეიშვილი (ვიდეო-ანალიტიკოსი)

ვახტანგ წიკლაური (ექიმი)

კამილ ზასლავსკი (ფიზიო)

ივანე ერგემლიძე (მაწრთობი)

პულებად წილისყრით

მოსკოვის ტურნირის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიურპრიზი შესთავაზეს:

მათემატიკური განთესვის ნაცვლად, დასი დაყვეს დონეებად, წილი იქვე უყარეს და პულებად ასე გაანაწილეს. ჩვენ კი ისევ არასახარბიელო კომპანიაში მოვხვდით:

თუ ადრინდელი წესით, ესპანეთი, ინგლისი და ბელგია გვერგებოდნენ მეტოქეებად, ზედიზედ მეორედ გადავეყარეთ საფრანგეთს და ევროპის 8-გზის ფალავანი პორტუგალიაც ჩვენთანაა.

ფორმულა უცვლელია: თასის რვეულში ყველა პირველ-მეორე და ორიც უკეთესი მესამე ხვდება.

წყარო: rugby.ge

ssadasw
ემა უოტსონის ბოიფრენდი იყო :))))))
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებს მეთიუ ჯენი შეუერთდა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მეთიუ ჯენი: ბიჭები ცდილობენ, მეგრული მასწავლონ [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
7-კაცა: ორი მოგება დუბაიში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს