საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები ექსეთერში ევროპის "გრან პრის" ბოლო ეტაპის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება
საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები ექსეთერში ევროპის "გრან პრის" ბოლო ეტაპის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.

ასპარეზობა საგრაფოს მთავარ სტადიონზე, "სენდი პარქზე" (ქვიშრობი) მოეწყობა.

საქართველოს შვიდკაცამ ივნისში, მოსკოვსა და ლიონშიც, ფიალა მოიპოვა - 12 გუნდში მეცხრე ადგილი დაიკავა, რაც ვერაფერი შედეგია. ამით რიოში, 2016 წლის ოლიმპიადაზე პირდაპირ გასვლის შანსი დავკარგეთ, მაგრამ საგაისო 16-გუნდა მსოფლიო რეპეშაჟში მოხვედრა ჯერ კიდევ შეგვიძლია.

საამისოდ ექსეთერის ტურნირიც მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ, აქედან ერთი კვირის თავზე კი, ლისაბონში, გამსვლელ სამეულში მოსახვედრად ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი ან რუსეთი, გერმანია, მასპინძელი პორტუგალია, ბელგია, ლიტვა და მეორე ჯგუფის გამარჯვებული ირლანდია, რომელმაც შვიდკაცას ისევ შეხედა მოწყალე თვალით და შერჩევაში სულ ბოლო დონიდან ჩაება.

ლიონის აქეთ ჩვენს 12-ეულში (თუკი ნომერთა ცვლას არად ჩავაგდებთ) სამად სამი სიახლეა:

მოკეთდა შვიდკაცას დიდოსტატი გიორგი "გოშა" შკინინი; დაგვემატნენ დავით "ლუი" ლოსაბერიძე და მეთიუ ჯენიც.

მეთიუს დებიუტი წინა ეტაპზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ "მსოფლიო რაგბიმ" სულ ბოლო მომენტში უეცრად პასპორტი მოგვთხოვა. მას აქეთ ჯენიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამით ოლიმპიურ ქარტიაში ჩაწერილი ბოლო პირობაც დააკმაყოფილა.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა