უკრაინელი ჩოგბურთელი სერიოზულ სკანდალში გაეხვა
უკრაინული ჩოგბურთის ლიდერი სერგეი სტახოვსკი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რისი მიზეზიც მისი განცხადება აღმოჩნდა. ჩოგბურთელის თქმით, ის არ გაუშვებს თავის ქალიშვილს ამ სპორტში, რადგან მას მოუწევს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გოგონებთან თამაში.

"ჩვენთან ATP-ში ნორმალური ატმოსფეროა. რაიმე წესრიგში რომ არ იყოს, ამის შესახებ გვეცოდინებოდა. ადრე ჭორები ვრცელდებოდა გასკეზე, ნადალზე, ფედერერზეც კი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კლასიფიკაციის ტოპ-ასეულში გეები არ არიან.

მარტინა ნავრატილოვა სხვანაირად ფიქრობს? მას წარმოდგენა არ აქვს - რა არის მამაკაცთა ჩოგბურთი. მასთან საერთოდ არ აქვს შეხება. WTA-ის ტურში თითქმის ყოველი მეორე - ლესბოსელია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - ნახევარი! ასე რომ, საკუთარ ქალიშვილს ჩოგბურთში ნამდვილად არ გავუშვებ", - განაცხადა სტახოვსკიმ.

ამ განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საჩოგბურთო წრეებში. ATP-ის ხელმძღვანელობა გარკვეულ სანქციებს გამოუტანს უკრაინელს. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ფრანგმა ჟურნალისტმა კეროლ ბუშარმა.

"ის, რაც სტახოვსკიმ თქვა, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ასეთი რამ სპორტში არ უნდა ხდებოდეს", - ხაზი გაუსვა ATP-ის გენერალურმა დირექტორმა კრის კერმოდმა. მისი თქმით, ასოციაციამ დაიწყო შიდა გამოძიება სტახოვსკის განცხადებასთან დაკავშირებით და მალე ჩამოყალიბდება ჩოგბურთელის მიმართ სანქციებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი 11
მაგარი კაცია!
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს