მომავლის სატრანსფერო ბაზრის კონტურები
ფორმულა 1-ში მომავალი სატრანსფერო ბაზრისას მთავარი საკითხი "ფერარიში" კიმი რაიკონენის შემცვლელის ძიება იქნება.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფინელი პილოტის კარიერა "სკუდერიაში" დასასრულს უახლოვდება. კიმი ბოლო 29 რბოლაში მხოლოდ სამჯერ მივიდა ფინიშთან თანაგუნდელზე ადრე. სამივე შემთხვევის გახსენება იოლია: 2014 წელს ბელგიაში, როცა ფერნანდო ალონსომ ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო; წელს ბაჰრეინში, როცა სებასტიან ფეტელმა შეცდომა დაუშვა და ცოტა ხნის წინ, კანადაში, როცა ფეტელმა პელოტონის ბოლოდან აიღო სტარტი და ერთი საფეხურით ჩამორჩა თანაგუნდელს. ეჭვი ფინელი პილოტის მომავლის შესახებ აღარ არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც Corriere dello Sport-ი ავრცელებს, "ფერარიში" ახალ სეზონს დაიწყებს "უილიამსის" ფინელი პილოტი ვალტერი ბოტასი. იტალიური საჯინიბო უკვე მოელაპარაკა "უილიამსს" და პილოტის მენეჯერს, დიდიე კოტონს. ბოტასის ამჟამინდელი კონტრაქტი გაწყდება და ეს "ფერარის" 12 მილიონი ევრო დაუჯდება.

თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ამასთან, იტალიელი ჟურნალისტები ელოდებიან, რომ მალე ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე "დომინოს ეფექტი" ამოქმედდება.

კერძოდ, ბოტასის "ფერარიში" გადასვლა პელოტონის ოთხ სხვადასხვა გუნდში გამოიწვევს შემადგენლობის ცვლილებას. ერთ-ერთი გარიგება იქნება ბოტასის ნაცვლად "უილიამსში" ბრაზილიელი ფელიპე ნასრის მისვლა, რომელიც ამჟამად "ზაუბერში" გამოდის.

ერთ-ერთი პილოტი, რომელსაც ცვლილებები არ შეეხება, ბრაზილიელი ვეტერანი ფელიპე მასაა. როგორც გამოცემა Diario Motorsport-ი წერს, "უილიამსი" გამოიყენებს მასას კონტრაქტში არსებულ პუნქტს ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ.

სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგან 2013 წელს სწორედ ამ გამოცემამ იწინასწარმეტყველა ფელიპეს გადასვლა "ფერარიდან" "უილიამსში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1. ავსტრიის გრანპრი: ვალტერი და დანარჩენები
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
ფორმულა 1. ოფიციალურად: ბოტასი "მერსედესშია"!
ფორმულა 1. ტესტები: მესამე დღე "მერსედესისაა"
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
ბოტასი მერსედესში რჩება
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
ავარია ფორმულა 1-ში: ფეტელმა ბოდიში მოიხადა [VIDEO]
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს