თბილისის "დინამოს" კაპიტანი დეკემბრამდე იჯარით "საბურთალოში" ითამაშებს
"საბურთალომ" თბილისის "დინამოს" კაპიტანი ლაშა თოთაძე დაიმატა. სეზონის განახლებამდე მცირე დროა დარჩენილი და გუნდების უმრავლესობა დაკომპლექტებულია. ასეთ დროს ტრანსფერი მართლაც მოულოდნელია და კითხვებსაც აჩენს.

ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვლაზე თავად მინისტრმა დაითანხმა

"ლელო" ლაშა თოთაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" თქვენი გადასვლა ძალიან მოულოდნელი იყო. ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" კაპიტანი იყავით და რატომ დატოვეთ გუნდი?

- ეს მე კი არა, გია გეგუჩაძეს უნდა ჰკითხოთ...

- ასეთი რა მოხდა?

- გაბრაზებული ნამდვილად არ ვლაპარაკობ, მწვრთნელია და თავისი შეხედულება აქვს. მითხრა - ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდები და თუ თამაში გინდა, სხვაგან უნდა გადახვიდეო. სასიამოვნო მოსასმენი არ ყოფილა. მაგრამ პრობლემაც არაა, პირიქით, "დინამოს" წარმატებას ვუსურვებ. მე კი ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი.

- თქვენი პოზიცია სულ გაურკვევლობას იწვევდა. ვიცით, რომ მარცხენა მცველად თამაში არ გხიბლავდათ...

- მარცხენა მცველი არც ვარ, ცენტრშია ჩემი ადგილი. მარცხნივ თამაში არც მიყვარს და არც მეხერხება, მაგრამ რომ დამავალეს, უარს ხომ ვერ ვიტყოდი?

- "საბურთალოში" როდემდე დარჩებით?

- აქ დეკემბრამდე ვითამაშებ, იჯარით...

- ვიცით, რომ ზაფხულში ბაქოს "ინტერი" გიწვევდათ. "დინამომ" არ გაგიშვათ?

- შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ ჯერ ერთი, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი მაკავშირებს; მეორეც - ევროპის ლიგისთვის ვემზადებოდით და წასვლა არ გამოდიოდა. შესაძლოა, აზერბაიჯანელები "დინამოს" თანხაზე ვერ შეუთანხმდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- ერთი წლის შემდეგ და კლუბს მისი გახანგრძლივების უპირატესი უფლება გააჩნია. გულწრფელად ვამბობ - "დინამოზე" ნაწყენი არ ვარ. ახლა ასე მოხდა, მაგრამ გამორიცხული არ არის, ხვალ მივბრუნდე. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს", მის ხელმძღვანელობასა და "გლადიატორებს" მინდა მადლობა გადავუხადო. მათგან ყოველთვის გამორჩეულ სითბოს ვგრძნობდი...

მაგრამ ახლა მოვხვდი გუნდში, რომელზეც სულ კარგი მესმოდა, მაგრამ რეალურად რაც ვნახე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სიმართლე გითხრათ, "საბურთალოში" გადასვლა რომ შემომთავაზეს, ბევრი არც მიფიქრია.

არ მეგონა, რომ ახალგაზრდულ კლუბში ასეთი კარგი, პროფესიული გარემო დამხვდებოდა. საინტერესო ხალხია, თავიანთი ხედვა გააჩნიათ და ფაქტია, კლუბს ამ გეგმის მიხედვით ავითარებენ. დაარსებიდან მესამე წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ - ეს ნამდვილად არ არის პატარა ამბავი!

- გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეთ?

- დიახ, უკვე დუშეთში ვარ. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და დიდი მონდომებითაც ვარჯიშობენ, ამ დროს მათ ხმას ვერ გაიგებ. უცხოეთშიც მითამაშია და თბილისის "დინამოშიც", მაგრამ აქ ისეთი გარემოა, დარწმუნებული ვარ, ბევრ ნაკლს გამოვასწორებ და პროფესიულადაც დავიხვეწები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1
ლაშა წარმატებებს გისურვებ, არ ხარ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ცუდი მცველი, მაგრამ ფაქტია ევროპის ლიგის თამაშებზე ვერ იყავი მოწოდების სიმაღლეზე. სისწრაფეშიც იჩაგრებოდი და პოზიციური შეცდომებიც ბევრი იყო. მესმის ევრო მატჩებს თავის ნერვიულობა ახლავს მაგრამ სწორედ ესეთ დროს ვლინდება კარგი და დიდი ფეხბურთელობა
ნუკრი
რაც თავისი საქციელით დინამოს დაუშავა,სამართლიანად მიიღო.ყოჩაღ გეგუჩაძე. ეს კაცი მართლა დააყენებს გუნდს. საინტერესოა კაჭარავას როგორ დასჯის მამამისი?
Unknown
გეგუჩაძემ თავის საკმე კარგად იცის, და რაგაც პერიოდში კარგ გუნდს დააკენებს
თბილისი
ძააააააააააააააააან გამიხარდააააააააააააა, გეგუჩა მაგარი ხარ
კლიმენტი
მართალია გეგუჩაძე. "დინამოს" დაცვაში თოთაძე მართლა სუსტი რგოლი იყო. მართალია ფეხბურთელიც - მას დასახვეწი მართლაც რომ ძალიან ბევრი აქვს.
giosvani
სწორი გადაწყვეტილებაა ასე ჯობია ორივესთვის ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც სბურთალოში მეტი დატვირთვა ექნება თოთაძეს და მეტ გამოცდილებას მიიღებს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ნიკა კაჭარავა პოლონური "კორონას" ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს