უახლოეს პერიოდში შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღონ იმ ქვეყნებმა, რომელთა სპორტსმენებიც ყველაზე ხშირად არღვევენ ანტისადოპინგო წესებს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიიღონ იმ ქვეყნებმა, რომელთა სპორტსმენებიც ყველაზე ხშირად არღვევენ ანტისადოპინგო წესებს.

"დადგა თუ არა დრო, პასუხი აგონ ქვეყნებმა? ვფიქრობ, ჩვენ უკვე მივაღწიეთ ამ წერტილს, - მოჰყავს რიდის სიტყვები CNN-ს. - მაგრამ მინდა დაველოდო ჩვენი ორგანიზაციის საექსპერტო კომისიის დასკვნას. სწორედ ეს კომისია ატარებს შესაბამის გამოძიებას".

22 აგვისტოს, პეკინში იწყება მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ მნიშვნელოვანი სტარტის წინ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ჩაატარებენ სხდომას, სადაც დოპინგთან დაკავშირებულ კრიტიკულ სიტუაციას განიხილავენ.

სხვათა შორის, გამოცხადდა, რომ მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა საერთო რიცხვიდან მესამედს შეამოწმებენ დოპინგზე. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

სულ დოპინგ-ტესტს გაივლის დაახლოებით 600-700 ათლეტი. ცნობისთვის, წინ ორ ჩემპიონატზე ყველა სპორტსმენი მოწმდებოდა.

პეკინში მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 22-30 აგვისტოს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დოპინგს ლეგალურად 25 ფეხბურთელი მოიხმარდა
დოპინგი: ასთმიანებს შეუძლიათ დამშვიდნენ
დენის ჩერიშევის წინააღმდეგ ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
იტალიის საუკეთესო მოცურავეს დოპინგის გამოყენების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
დოპინგი: რუსებს შანსი არ აქვთ
დოპინგში აშშ პირველია, რუსეთი - მეორე
20 ქვეყანა რუსეთისთვის სპორტული შეჯიბრებების ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ფეხბურთში დოპინგის მოხმარების ფაქტები მატულობს