ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]

ისევ აქტუალურია კითხვა: ვინ უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე, ვალერი ლიპარტელიანი თუ ბექა ღვინიაშვილი?

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ძნელად თუ წარმოვიდგენდით, ეს ტურნირი ამდენ გაწბილებას, ამდენ საფიქრალს თუ მოგვიტანდა, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ამდენად მძიმე რეალობას თუ დავინახავდით და ამდენი სადარდელი გაგვიჩნდებოდა. დიდმა და სრულიად რეალური ამბიციების მქონე გუნდმა ასტანაში მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვა (90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანმა და მძიმეში - ადამ ოქრუაშვილმა), რასაც გუნდურში ჩაროზად ამავე სინჯის კიდევ ერთი ჯილდო დაუმატეს.

ოღონდ ეს ბევრს არაფერს ცვლის, პირადში იმდენად ცუდი ჭიდაობის ხარისხი იყო, იმდენი რეგრესი და სიმპტომური შეცდომა ვიხილეთ...

დასასრული. იხილეთ დასაწყისი

პროგრესი თუ რეგრესი?

პროგრესი ვერც ცალკეულ სპორტსმენებს შევატყვეთ ადამ ოქრუაშვილის (+100) გარდა, რომელმაც წონა დაიკლო, მოძრაობაში უფრო თავისუფალი გახდა და ბრინჯაოსაც შესწვდა. ავთანდილ ჭრიკიშვილს ფეხიც სტკიოდა, მაგრამ მაინც არ გვგონია, მხოლოდ ამის ბრალი იყოს მისი ისეთი გამოსვლა.

დანარჩენებზე პროგრესს ვერ ვიტყვით: ამირან პაპინაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73) შორს იყვნენ ბაქოს ფორმისგან; ლაშა შავდათუაშვილი (73) ისევ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა; ახალი თაობის წარმომადგენლები - მარგიანი და მატიაშვილი საშუალო დონის ფალავნებად მოგვევლინნენ; ჭრიკიშვილი ზედიზედ მესამედ დამარცხდა იაპონელ ტაკენორი ნაგასესთან და თან ის ასეთ ცუდ ფორმაში წლებია, აღარ გვინახავს; ლიპარტელიანიც ვერ იყო კარგ ფორმაში, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ამის კომპენსირებას ჭკუით და ინტელექტუალური ჭიდაობით მაინც ახერხებდა...

ფიზიკურად მთლად კარგად ვერც ბექა ღვინიაშვილი (90) გამოიყურებოდა, ოღონდ მასზე რეგრესის დასაბრალებლად ენა მაინც არ გვიბრუნდება, თუმცა არც პროგრესია, როგორღაც ერთ ადგილზე გაჩერდა - არა ახალი ილეთები, არა ახლებური ტაქტიკა, ახალი მიდგომა ლიდერებთან საჭიდაოდ...

გუნდის რამდენიმე წევრი სისტემატურად ავლენს ერთსა და იმავე შეცდომას, რაც ინდივიდუალური მუშაობის ნაკლებობის ბრალი გვგონია. საუბედუროდ, ინდივიდუალური მუშაობა გუნდში თითქმის არ იგრძნობა - ვერც ჩვენს ფალავნებს შევამჩნიე, რომ რაღაც ახალი ჰქონდათ ნასწავლი და ვერც ის, რომ მეტოქეები ჰყავდათ საგანგებოდ შესწავლილი და საწინააღმდეგოს უპირისპირებდნენ რამეს.

არადა, ვნახოთ, როგორ იჭიდავეს ჩვენ წინააღმდეგ სხვებმა! ნაგასე ჩემპიონატის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საგანგებოდ მოემზადა ჭრიკიშვილთან საჭიდაოდ და კარგად გამოჩნდა, როგორც მომზადებულა - ჩავლება არ ააღებინა, ხელი არ გაატოკებინა ჩვენებურს.

რუსმა კირილ დენისოვმაც (90) ტრადიციული გაშლილი ხელით აღებული ჩავლების, შორ დისტანციაზე დაჭერისა და გამოცერვების ნაცვლად შტურმი მოუწყო ღვინიაშვილს და ახალი ილეთებიც "გამოამზეურა" (ცოტა უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეციო გამბა მას კუბელი ეშლი გონსალესის წინააღმდეგ ამუშავებინებდა გარკვეულ ილეთებს). უკვე მერამდენე წელიწადია, ეს ერთი დენისოვი გვინადგურებს ნაკრების რჩეულ ფალავნებს, ჩვენ კი ვერა და ვერ მოვუძებნეთ გასაღები. ერთი პერიოდი თითქოს გადავჭერით ეს პრობლემა, როცა ლიპარტელიანმაც მოუგო და - ზვიად გოგოჭურმაც, მერე კი რუსებმა სიახლეებზე იმუშავეს და, ჩვენდა საუბედუროდ, ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში ჩააყენეს...

არადა, როგორ იოლად დაამარცხა ის ფინალში კორეელმა გვაკმა... კორეელებსაც ბევრი აქვთ ნაშრომი ინდივიდუალურად და სხვებს თავი დავანებოთ, იმავე გვაკმა წონის ორი ლიდერი დაამარცხა - ლიპარტელიანი და დენისოვი...

საკითხავია, რატომ არ იგრძნობა ჩვენს ნაკრებში მწვრთნელთა ასეთი მიდგომა, როცა სამწვრთნელო შტაბი კიდევ უფრო გაიზარდა? ვფიქრობ, პრობლემას გადაჭრიდა კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტი, რასაც ფედერაცია ითხოვდა, მაგრამ მწვრთნელთა კორპუსის დიდი წინააღმდეგობით, ეს იდეა ჩავარდა. საინტერესოა, რა იყო მათთვის მიუღებელი შეთავაზებულ ვარიანტში - ცალკეული პერსონები თუ თავად სისტემა?

მიკერძოებული მსაჯობა?

ნაკრების წარუმატებლობაზე საუბრისას ოპონენტები აუცილებლად შემახსენებენ ორ ფაქტორს: ევროპის ჩაშლილ ჩემპიონატს, რამაც ევროპელებს გეგმები აგვირია, და მიკერძოებულ მსაჯობას.

აპრილში ევროპის ჩემპიონატის ჩაშლა მართლაც სერიოზული დარტყმა იყო, რადგან ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა, მსოფლიოსთვის მზადების ადრიანად გაწერილი გეგმა თავიდან დაეწერა. სწორედ ასე გაჩნდა მეორე იაპონური ერთობლივი შეკრება, რათა აპრილში გაჩენილი ერთთვიანი იძულებითი პაუზა როგორმე შეევსოთ.

გეგმები ყველა ევროპულ ქვეყანას აერია და ამან მართლაც იქონია გავლენა დანარჩენებზე. ისიც მართალია, რომ ამ მსოფლიოზე ევროპელები წარუმატებლად გამოვიდნენ, აზიელებმა გაიჯეჯილეს - ევროპამ მხოლოდ ერთი ოქრო ირგუნა 7-დან, მთლიანობაში კი 11 მედალი მოიპოვა, მაგრამ ვიმეორებთ - გუნდი ევროპულ თამაშებზე ბევრად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე - ახლა. ეს კიდევ ერთხელ მიჩენს ეჭვს, რომ ხანმოკლე მოსამზადებელ პერიოდს უკეთ ვგეგმავთ, ვიდრე - ხანგრძლივს.

მსაჯთა ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების მხრივ ეს ჩემპიონატი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. ვფიქრობ, არბიტრებმა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა მართლაც დაუშვეს ჩვენი მისამართით, თუმცა ყველაზე საწყენად ოქრუაშვილის ნახევარფინალური პაექრობა მიაჩნია იაპონელ რიუ სიჩინოესთან, როცა ჩვენებური ზედმეტად გააფრთხილეს.

ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გაცილებით უკეთესი ხარისხის მედლის მოპოვების შანსი დავთმეთ, თორემ სხვა შეხვედრებში ასე გარანტირებულად არაფერი დაგვიკარგავს - ჩვენები იმდენად ცუდად ჭიდაობდნენ, კაცმა არ იცის, მოიგებდნენ თუ ვერა იმ პაექრობებს.

ოღონდ ოქრუაშვილის შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ჩვენებურს ცოტა მეტი ჟინი მოეთხოვებოდა.

დანარჩენი პაექრობებიდან საკამათო იყო, ვთქვათ, მატიაშვილის გაფრთხილებები კუბელთან, როცა ის ერთ ეპიზოდში 6-ჯერ ჩაწვა. ასევე გუნდურში ჭრიკიშვილის მოხსნა მონღოლთან - ვფიქრობთ, იქ არ იყო მტკივნეული შეტევა ხელზე...

სამწუხაროდ, სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება, როცა ესენი უტევდნენ, მაგრამ მაინც ამათ აფრთხილებდნენ, თუმცა, ვიმეორებთ - ჩვენების ჭიდაობის ხარისხი ისეთი იყო, გარანტირებული არაფერი გვქონდა. მაგალითად, იმავე ჭრიკიშვილს რომ მოეგო, მონღოლეთს ვუგებდით, მაგრამ მოიგებდა კი? ან ამ ჭიდაობით ნახევარფინალში გავცდებოდით სამხრეთ კორეას? გამოდის, იქნებ ბრინჯაოზე მეტი მაინც ვერ მოგვეპოვებინა... ან იგივე მატიაშვილი მომდევნო შეხვედრებში მიაღწევდა წარმატებას?

ამიტომ ვამბობ, რომ მსაჯთა შეცდომების მიუხედავად, ბევრი არაფერი დაგვიკარგავს, რადგან ამ ტურნირზე დიდი შედეგებისთვის საჭიდაოდ მზად არ ვიყავით.

წესებზე საუბრისას ერთიც უნდა ვთქვა - ჩვენები იმდენად ხშირად ცდებოდნენ ერთსა და იმავე მარტივ სიტუაციებში, მომეჩვენა, რომ კარგად არ იცნობენ წესებს. 1-2 შემთხვევაში ასევე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენში სათანადოდ არაა შესწავლილ-გაანალიზებული მალაგაში მსაჯთა სემინარზე მიღებული შესწორებები.

სხვათა შორის, ამაზე ჩვენებს მასტერსზეც ედავებოდნენ უცხოელი მსაჯები...

ისევ დამოკიდებულება მედიასთან

კიდევ ვიმეორებ - ჩემი აზრით, გუნდი ასტანაში არ იყო ფორმის პიკში, ამ დროს კი, ბუნებრივია, არაფერი გამოგდის. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ზოგს "ვარსკვლავური ავადმყოფობაც" შეეყარა და ვარჯიშს ცოტა ზერელედაც ეკიდება; ზოგმა ირწმუნა, რომ წარმატება თავისთავად, იოლად და უვარჯიშებლადაც კი მოვა...

ამის თქმის საფუძველს ჟურნალისტებთან მათი დამოკიდებულება მაძლევს. ამ მხრივ ბაქოში რა ხდებოდა, უკვე ვწერდი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობა არც აქაა, როცა საქართველოში ემზადებიან - გვარ-სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ბევრთან ინტერვიუს ჩაწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები

თან ეს ეხებათ არა მარტო ლიდერებს, არამედ - ახალგაზრდებსაც. ისე იქცევიან, თითქოს ეს ინტერვიუები ჩვენ, ჟურნალისტებს გვჭირდებოდეს რაიმეში. არადა, თავისუფლად შეგვიძლია, მათი ინტერვიუს ნაცვლად სხვა საქმე ვნახოთ. მით უფრო, ბევრის ნალაპარაკევს იმდენად ბევრი შრომა სჭირდება გრამატიკულად გასამართავად, ვიდრე საგაზეთო სტატიად ვაქცევთ, აშკარად ჯობია, სხვა საქმე გამოვძებნოთ.

მათ არ აქვთ შეგნებული, რომ ეს ინტერვიუები ჩვენ კი არა, იმ ხალხს სჭირდება, ვინც მათ გადასახდის გადახდით ხელფას-პრემიას უხდის, ჩვენ მხოლოდ მათი შუამავალი ვართ. აი, როცა ეს გაუჯდებათ გონებაში, მაშინ პასუხიმგებლობასაც იგრძნობენ, უპირველესად, იმ ხალხის წინაშე, და ვარჯიშსაც სხვანაირად მიუდგებიან...

გამონაკლისია ლიპარტელიანი (არც ოქრუაშვილს დაუმადლებია საუბარი), რომელიც ბაქოში ერთადერთი წაგებული იყო, ვინც ინტერვიუზე ამოვიდა - ეს უკვე მისი ინტელექტის მანიშნებელია და ვერავინ უარყოფს, რომ ის მართლაც გამოირჩევა გუნდში. იქნება, ამიტომაცაა ყველაზე სტაბილური ძიუდოისტი - ზედიზედ მეშვიდე ევროპირველობაზე და ზედიზედ მესამე მსოფლიოზე მოიპოვა მედალი!

ლიპარტელიანი თუ ღვინიაშვილი?

ამ მსოფლიოს ჩემპიონატმა ისევ აქტუალური გახადა კითხვა: ვინ უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე 90 კილოგრამში? არადა, ვფიქრობ, საკითხი მეტად მარტივია - ყველაფერს გადაწყვეტს რეიტინგი და ისიც, გაისად ვინ იქნება უკეთეს ფორმაში.

90-ში ჩვენი ფალავნები ახლოსაც არიან ერთმანეთთან, ხოლო გაისად თუ რომელიმე კონკურენტზე უფრო უკეთ იჭიდვებს, ეს რეიტინგშიც აისახება. ამასთან, შეჯიბრებებზე მათი გზებიც გადაიკვეთება, რაც კონკურენციის გარკვევას კიდევ უფრო გააიოლებს.

იგივე ითქმის 73 კილოგრამზეც, სადაც ტატალაშვილი და შავდათუაშვილი ასევე მძაფრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, თუმცა რეიტინგში ტატალაშვილია დაწინაურებული.

ჯერჯერობით კი სწორედ პირადი შეხვედრებიდან გამომდინარე, უპირატესობა მაინც ლიპარტელიანის მხარესაა - ღვინიაშვილმა თბილისის "დიდ პრიზზე" კი მოუგო, მაგრამ ლიპარტელიანმა აჯობა ევროთამაშებზეც და ახლაც. თან, გამოჩნდა, რომ ღვინიაშვილი ჯერ წონის ლიდერებთან საჭიდაოდ მზად არაა, ისე წააგო დენისოვთან, ილიას ილიადისთან...

ღვინიაშვილი რომ ზენიჭიერია, საკამათო არავისთვისაა, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია ლიდერებამდე. ისე, საკითხავია, რატომ არ ჩანს სიახლეები მის ჭიდაობაში, რატომ ვერაფერს უპირისპირებს ფავორიტებს? ცხადია, მას ჯერ აკლია გამოცდილება, რაც დრომ და ხშირმა სატურნირო პრაქტიკამ უნდა მოიტანოს, თუმცა სიახლეების გარეშე დიდი პროგრესი არ მოვა.

ვფიქრობ, კარგი იქნება, ღვინიაშვილს ახლა ცოტას თუ დაასვენებენ და ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ დატვირთავენ. ან, პირიქითაც შეიძლება - ახალგაზრდულში დააყენონ და ეროვნულისგან დაასვენონ, მაგრამ ჯერ ერთი, რომ გადაღლილია და დასვენება სჭირდება, თანაც, თანატოლებში ჭიდაობა მას ვერაფერს შემატებს, იმდენად წინაა მათზე. სამაგიეროდ, უფროსებთან პაექრობაში უნდა გამოიწრთოს, უნდა აიმაღლოს კლასი.

როგორც ვთქვით, იგივე ითქმის 73-ზეც და მძიმე წონაზეც, იქაც თუ ასე დაიძაბება ოლიმპიადაზე წამსვლელის საკითხის გარკვევა (ჯერჯერობით მატიაშვილი ჩამორჩა ოქრუაშვილს).

ვიმეორებთ - ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან წინ მთელი სეზონია. არადა, ყველაფერი სწორედ ამ ერთ წელიწადში უნდა გადაწყდეს, თამაშებზე კი უნდა წავიდეს ის, ვინც იმ მომენტისთვის უკეთეს ფორმაში იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• იმედა გიგაური

ძალიან დროული და სასარგებლო სტატიაა. იქნებ ნაკრების და ფედერაციის ხელმძღვანელობის აზრიც გაგვაგებინოთ როგორ აპირებენ კრიზისიდან გამოსვლას.

• fraternity

ვეთანმხები ავტორს ყველაფერში. ერთი რამე მინდა ვთქვა. კი, მსაჯობა ყველას თვალში მოგვხვდა და აღშფოთებულიც ვიყავით ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თუმცა გუნდურში ჭრიკიშვილი რომც არ მოეხსნათ და გაგვევლო მონღოლების ბარიერი, სამხრეთ კორეასთან მაინც შევრცხვებოდით. 0-5 არ აგვცდებოდა იმდენად ჩვენზე ძლიერი იყო კორეა ამ ჩემპიონატზე. პაპინა მოუგებდა ანს? რომელიც ისე გახდა ჩემპიონი გდება არ გაუშვია, თუ ტატალა მეორე ანს, რომელმაც ასევე თითქმის უზადო ჭიდაობა აჩვენა? მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ასეთი მომზადებით ბრინჯაოც მშვენიერი შედეგია

• murtalo

სასიამუვნოდ გაკვირვებული ვარ კომენტარებით!...სპორტის სხვადასხვა სახეობისადმი მიძღვნილი სტატიებისა თუ კომენტარების კითხვისას მუდამ ბოღმა და ღვარძლი იგრძნობა, აქ კი ერთი ორის გარდა დანარჩენი კომენტარებში ნეგატივის ნატამალი არ იგრძნობა და სრულიად შეესაბამება სტატიის ავტორის მიერ ჩადებულ აზრსს...ნამდვილად არ მეგონა, თუ ძიუდოს ბევრად უფრო ინტელექტუალლური და ობიექტური გულშემატკივარი ყავდა...გმადლობთ!...გამარჯვებები კი კიდევ ბევრი გვექნება ამ თითქმის ეროვნულ სახეობაში:)

• ლევანი

ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა თუ ვის გულისხმობს ავტორი "ცხვირაწეულთა" და გრამატიკულად გამართულად ვერ მოსაუბრეთა შორის. მე მჯერა ავტორის და ძალიან სამწუხაროა, თუ ესე ხდება. ძიუდოს მთავარ საიტზე შენი ფოტოს განთავსებამ და ოლიმპიურმა მედალმა, რას სინჯისაც არ უნდა იყოს ის, შენს მთავარ და ზოგადად, ადამიანის უპირველეს ღირსებაზე – თავმდაბლობაზე არ უნდა იმოქმედოს. ვისაც ეს ემართება, რა სფერაოშიც არ უნდა მოღვაწეობდეს, კრახისთვისაა განწირული. იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭები დროზე მოეგებიან გონს და მომავალ ოლიმპიადაზე საკადრისი ჭიდაობით გაახარებენ გულშემატკივართა გულებს. იმისიც მჯერა, რომ ავტორი კვლავინდებურად გააგრძელებს "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით წერას, რათა დროულად გამოაფხიზლოს ჩვენი ფალავნები. წარმატებები და გამარჯვებები საქართველოს!!!

• გიორგი მეზვრიშვილი

რა ზაიზენბახერი...ეს კაცი იყო ერთი დიდი შეცდომა ქართულ ძიუდოში...შავდათუაშვილმა იმიტომ მოახერხა ოქროს აღება რომ ზაიზენბახერთან ყველაზე მცირე შეხება ჰქონდა,ფაქტიურად ლონდონისკენ უკვე დაძრულ მატარებელს გზაში შეახტა...

• გიორგი მეზვრიშვილი

ზედიზედ 2 წლის განმავლობაში კარგი შედეგის ჩვენება საკმაოდ ძნელია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის...ამ ლოგიკით კი ოლიმპიური თამაშები შედეგიანი უნდა გვქონდეს...ვფიქრობ სამ მედალს ავიღებთ და აქედან მინიმუმ ერთი ოქრო იქნება.

• თენგაბი

კვალიფიციური სტატია და სრულყოფილი ანალიზია. ნაკრების მწვრთნელებს და სპორცმენებს დაუდეთ წინ და დაიზეპირონ. ყველა ძალიან გვიყვარს და გვეიმედება, მაგრამ თუ განვითარებაზე არ იმუშავენ, კაპიკი შეიძლება გახდეს მაგათი ფასი.

• ishtari

asurbanifali 3 წლიანი ინერცია აღარ გამიგია მე, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე ქვეყნები გულხელდაკრეფილი არ სხედან. მერე კიდევ, ზაიზენბახერის დროს იყო ზუსტად ოლიმპიადა და სრულიად უცნობ და ბანძ სპორტსმენებთან წააგეს დღევანდელმა ლიდერებმა..ჭრიკიშვილს ევროპის მედალიც კი არ აუღია მაგის მწვრთნელობის პერიოდში, ჩემპიონობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აი, ზაიზენბახერის დრო თუ სანატრელი იქნებოდა ვინმესათვის, მართლა ძნელი წარმოსადგენია. არც ეგეთი წარუმატებლები არ ვართ და მაინცდამაინც ნუ დავიმცირებთ თავს ასე....

• asurbanifali

ზაინზებახერის შემდეგ ინერციით იარსება ნაკრებმა....აშკარად რეგრესი აქვს თითქმის ყველას, ადამას გარდა...ისე ლიპარტელიანი-ღვინიაშვილიდან ერთ-ერთი 100კგ-ში რომ გადავიდეს ჯობია.......

• ISAK

თუ კაცსა ცოდნა არ ააქვს დასტანჯავს წუთისოფელი. ეგ მედლები ოხრად შერჩებათ თუ ხალხმა ზურგი აქცია, ჭიდაობა კარგია მაგრამ ცოტა შინაგან სამყაროზე და ინტელექტზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. ინტელექტუალი სპორცმენი ყოველთვის წინ არის ,,უგა-ჯაგებზე". ბოდიშს ვუხდი მკითხველს უარყოფით ემოციებისათვის.

• fraternity

ანუ ოლიმპიადაზე ერთ წონაში ერთი ქვეყნიდან ორი კაცი ვერ მიდის?

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]

ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?

"რომ გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"

სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან

ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]

აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]