ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან
ფოტოზე: ირაკლი უზნაძე და ავთანდილ ჭრიკიშვილი

მოლოდინისამებრ, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე არ გვეთანხმება ნაკრების გამოსვლის შეფასებაში და ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული პოზიცია აქვს.

მის შეფასებებს წინამდებარე ინტერვიუში თავად წაიკითხავთ, ჩვენ კი შევეცადეთ, რამდენადაც ამის საშუალებას საგაზეთო ფორმატი იძლევა, აზრობრივად არ შეგვეზღუდა მისი ნაამბობი, იმის მიუხედავად, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ზოგჯერ - კატეგორიულადაც.

არ შევზღუდეთ, რათა მკითხველს მივცეთ განსჯის, შეფასების, ანალიზის საშუალება.

თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასტანაში მომხდარს ღრმა ანალიზი სჭირდება, ვინძლო, რიოს ოლიმპიადაზეც იგივე შედეგი არ მივიღოთ.

ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს "ლელოს" მომდევნო ნომერში იხილავთ, იქით კვირაში კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლაზე საუბარს ისევ გავაგრძელებთ.

- რითი ხსნით ნაკრების ასეთ სუსტ გამოსვლას?

- პირველ რიგში, ვერ დაგეთანხმებით, რომ ნაკრები ფორმაში ვერ იყო და, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კატასტროფული გამოსვლა იყო, ქვეყანა დაინგრა, მძიმე გამოსვლა, ჭრიკიშვილის უსუსურობა და ასე შემდეგო. ჭრიკიშვილზე უსუსურის თქმა არ მიმაჩნია გამართლებულად. ის ორჯერაა დასახელებული საუკეთესო ძიუდოისტად და მასზე ასე თუ ვიტყვით, მაშინ სხვა სპორტსმენზე როგორ უნდა დაიწეროს...

- თქვენ მოგეწონათ ჭრიკიშვილის გამოსვლა?

- არ მომეწონა და არც ვამბობ ამას, მაგრამ უსუსურის დაწერა გადამეტებულად მიმაჩნია სპორტსმენზე, ვისაც მთელი მსოფლიო ეთაყვანება. უბრალოდ, არ შემიძლია, ამაზე არ შევეკამათო, ვინც უნდა იყოს.

ასევე, ვერ დაგეთანხმებით, რომ გუნდს ფიზიკური მომზადება აკლდა. ცოტა ხარვეზები კი იყო, მაგრამ მთლიანობაში, ნორმალურად იყვნენ მომზადებულები. ფიზიკურ მომზადებას რას ჩააცივდით, ვინ მოიტანა ეს ცნება, ესენი შტანგისტები კი არ არიან (!).

- მაშ, ფიზმომზადების მწვრთნელები არ ჰყავთ გუნდებს, ან არ არსებობს სპორტში ასეთი ცნება?

- სპორტში არსებობს ასეთი ცნება, მაგრამ მე არ ვიცი, ვის ჰყავს. შეიძლება, კიდეც ჰყავთ ან არც ჰყავთ (!).

მხოლოდ მარგიანის გამოსვლით არ ვარ კმაყოფილი. ვადასტურებ - შეკრებებზე უკეთესად იყო, კორეაში მაგაზე ლამაზ ილეთებს ვერავინ აკეთებდა, მაგრამ იქ ვერ იჭიდავა. მთელი სამწვრთნელო შტაბი ველოდით, რომ კარგად გამოვიდოდა, თუმცა ვერ იჭიდავა. მე მგონი, უფრო განწყობა გაუჭირდა, მსოფლიოს ჩემპიონატის წნეხმა იმოქმედა.

ისევ გუნდის საერთო გამოსვლას დავუბრუნდები. ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა იყო რამდენიმე სპორტსმენის ჩავარდნა, რაც საერთო სურათზეც მოქმედებდა. ამასთან, მსაჯების არაობიექტურობამაც განაპირობა ის, რომ ბევრმა ვერ აჩვენა თავისი შესაძლებლობები. ბაქოშიც და აქაც საშინელი მსაჯობა იყო. აქ - კიდევ უფრო უარესი.

2013 წელს, როცა დავბრუნდი მსოფლიოდან, ვთქვი, რომ იქ ყველაფერი იყო ჩვენს მხარეს, სადაც მსაჯებმა რამდენჯერმე ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს, წლეულს კი სულ სხვაგვარადაა საქმე. მაგალითად, ტატალაშვილი ახლა უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე - ბაქოში, მაგრამ მსაჯებმა არ დააცალეს ჭიდაობა.

იმ დონეზეც არა ვართ, ყველა შეხვედრაში მსაჯსაც აჯობონ და მოწინააღმდეგესაც...

იმავე შავდათუაშვილს მიზანმიმართულად აშკარად არ გაუკეთებია ის ილეთი. სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, მაშინ ამას ჩვეულებრივ საჭიდაო ილეთად შეაფასებდნენ. მსგავსი ქმედება კი ისჯება, მაგრამ ამას სპეციალურად არ გაუკეთებია, საჭიდაო პროცესში მოუხვდა ისე. იქ 50/50-ზე შეიძლებოდა მოხსნაც და ჩვეულებრივად გაგრძელებაც.

ასევე ჭრიკიშვილზეც მთელი მწვრთნელები იმას ამბობდნენ, რომ ის მოქმედება მოხსნით არ ისჯება. მაშინ მთელი კორეა-იაპონია მოსახსნელია. შავდათუაშვილთან 50 პროცენტი თუ კიდევ იყო, ამასთან ერთი პროცენტიც არ იყო დარღვევა.

- მაშინ რატომ ვერ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს?

- იმიტომ, რომ რაღაც კასტაა შექმნილი, რომელშიც ვერ შედიხარ და ვერ ედავები. მივედი შესადავებლად, დამიმტკიცეთ, რომ ჭრიკიშვილი მოსახსნელი იყო-მეთქი და მითხრეს, ორწლიან დისკვალიფიკაციას გაგიფორმებთო. არადა, დგომში ხელის ტკენა არ იყო და არც უნდა მოეხსნათ.

ჭრიკიშვილს შეკრებებზე რომ ვუყურებდით, ევროპულ თამაშებთან შედარებით უკეთესად იყო, მაგრამ კოჭის ტრავმა მიიღო. თან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს, რომელიც თითქოს კი მოირჩინა, მაგრამ ოდნავი დატვირთვის მერე მაინც შეახსენა თავი.

თქვენ რომ გენახათ მისი ფეხი და ისიც, რამდენად განიცადა ის წაგება, არ დაწერდით, რომ უსუსური იყო.

- თავისი ჭიდაობის ხარისხის გამო არ განიცადა ეგ წაგება? გინდ ნაგასესთან, გინდ - პენალბერთან ჭიდაობა და მარცხი?

- ნაგასეს თავიდან სჯობდა კიდეც. ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როცა ილეთზე შევიდა და დაატრიალა. ის ელოდებოდა ამას. თან მასთან რთულია ილეთის გაკეთება, პენალბერთან - პირიქით, იოლია ფანდის ჩატარება, მაგრამ მასთან საჭიდაოდ ცალი ფეხით გავიდა, ტრავმა აწუხებდა.

- ანუ ნაგასეს კარგად ჰყავდა ჭრიკიშვილი შესწავლილი, იცოდა, როდის რას გააკეთებდა და ელოდებოდა... თქვენ თუ გყავდათ ის ასე შესწავლილი, გქონდათ სიურპრიზი მისთვის?

- ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, ავთო არ უნდა შესულიყო ილეთზე, მაგრამ ისე კარგად დამიდგა, ვეღარ მოვითმინეო. ჩვენი დავალება იყო, რომ ჩავლებით უნდა ეჭიდავა, არ უნდა წასულიყო გდებაზე, გაფრთხილებებით უნდა დაწინაურებულიყო. თავიდან ჩავლებებში სჯობდა, მერე კი - ვერა, რადგან ტრავმამ შეუშალა ხელი.

- ლიპარტელიანს რამ შეუშალა ხელი უკეთესი შედეგის მიღწევაში?

- კორეელი გვაკი სუსტი სპორტსმენი არაა, მზარდი და კარგი ფალავანია. ის შესვლა ზედმეტი იყო, ეს ოდნავი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, შეიძლებოდა, ისიც არ მიეცათ. არადა, ძალიან კარგად მიჰყავდა შეხვედრა და აკონტროლებდა მის მიმდინარეობას. აქაც იმან იქონია გავლენა, რომ მსაჯებს ვერ ენდობოდა და უნდოდა, ის გაფრთხილებით მიღებული უპირატესობა ილეთით გაემყარებინა. ჩვენი შეცდომაც ეს იყო - აჯობებდა, მოპოვებული უპირატესობა შეგვენარჩუნებინა.

- თუმცა, როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, გვაკს არ მიიჩნევდით მთავარ კონკურენტად და მასზე ნამუშევარი არ გქონდათ...

- მასთან გვქონდა ნაჭიდავები და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უხერხული მეტოქე იყო. ლიპარტელიანისგან ოქროს ველოდით, მაგრამ მეშვიდე სეზონია, ამ ბიჭს შედეგები აქვს, რაც ურთულესი რამეა ძიუდოში.

- ღვინიაშვილს სერიოზულად უჭირს ლიდერებთან. რა უნდა გააკეთოს, რას უნდა მოუმატოს, რომ მათთან ამ დონის შეჯიბრებებზე აღარ წააგოს?

- რატომ ამბობთ, რომ მას უჭირს ლიდერებთან? მას მოუგია ბაკერთან, ტოტთან, ილიადისთან, ლიპარტელიანთან და სხვებთან. ბაკერი ახლაც ლიდერთა ოთხეულში შედიოდა და მაინც მოუგო. 19 წლის ბიჭი ნახევარფინალში გავიდა და რატომ ამბობთ ასე?

- თუნდაც წლეულს პირველხარისხოვანი შეჯიბრებები წააგო ლიპარტელიანთან, დენისოვთან, ილიადისთან... საერთაშორისო ტურნირი სხვაა, ოფიციალური - სხვა.

- ლიპარტელიანთან, როგორც ქართველთან, ჭიდაობას სხვა მოტივაცია სჭირდება, დენისოვს კი, თუ გახსოვთ მასთან თბილისში შეხვედრა, ამჯერად ღვინიაშვილმა უფრო შესთავაზა სიახლე, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მასთან ჩავლებებზე ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა, ისევ მოგვიგებდა, უნდა წასულიყო გდებასა და ილეთებზე. შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გააკეთა.

- სამომავლოდ რას შესთავაზებთ, რომელიც გამოგივათ და აღარ წააგებთ დენისოვთან?

- ისევ იმავე ჭიდაობას, ოღონდ - უკეთესად. ისევ ისე გახსნილ, შემტევ ჭიდაობას შევთავაზებთ, მაგრამ დამამთავრებელი ეტაპი უნდა დაასრულოს უფრო უკეთ, რაც ახლა ვერ შეძლო.

- მძიმე წონასა და ადამ ოქრუაშვილის გამოსვლას როგორ აფასებთ?

- მატიაშვილის წაგებაც მსაჯის ბრალია, ზედმეტი გაფრთხილებები მისცეს. ასევე ოქრუაშვილსაც რატომ მისცეს გაფრთხილება ნახევარფინალში სიჩინოესთან, ვინმემ ამიხსნას! გადაახვიეთ ის შეხვედრა და მერე მთელი წუთ-ნახევარი სიჩინოეს ნაბიჯი არ გადმოუდგამს წინ, მაგრამ არ გააფრთხილეს.

ამ ვითარებაში რა უნდა ექნა ოქრუაშვილს? თქვენ კი ითხოვთ, რომ მოკლას მეტოქე და მაინც მოუგოს, მაგრამ არაა ასე ძიუდო. მასეთი მხოლოდ ერთი ლიდერია მსოფლიოში - რინერი, იმანაც იცის მსაჯის განწყობა გადამწყვეტ მომენტში და ამიტომაა ასე თავისუფლად.

კიდევ ვიმეორებ - ლიპარტელიანს არბიტრების შიში რომ არ ჰქონოდა, არ გარისკავდა და არ წააგებდა. მისი მხრიდან ზედმეტი მონდომება იმან გამოიწვია, რომ არ ჰქონდა მსაჯთა ობიექტურობის გარანტია. ოქრუაშვილმაც აჯობა სიჩინოეს, მაგრამ მაინც წაგებული დარჩა.

მისი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ევროპის შემდეგ კიდევ დაიკლო წონა, კარგად გამოიყურებოდა და თუ ასე გააგრძელებს, ერთ-ერთ ლიდერად იქცევა. მან კიდევ უნდა დაიკლოს დაახლოებით 10 კილოგრამი. ამ ტემპს თუ შეინარჩუნებს, ნამდვილად მოგვევლინება მძიმე წონის გამორჩეულ ლიდერად - ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

დასასრული მომდევნო ნომერში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
ეს კაცი მემგონი მართლა ქეცბაიას ემსგავსება მემგონი. რა საჭიროა ეს აგრესია ვერ ვხვდები. ან რა მოეწონა პაპინაშვილის ჭიდაობაში, გინდა ტატალაშვილის. ჭრიკიშვილის კიდე თუ ფეხი სტკიოდა რაღას გაგყავს შე მამაცხონებულო, რა ცალი ფეხით გინდა ნაგასეს მოუგოს? დაასვენე რა, ზედმეტად რაღატო ტვირთავ. რავიცი რავიცი, მე ამ ინტერვიუში თავის მართლების გარდა ვერაფერი დავინახე და თავს ქეცბაიაც იმართლებდა მშვენივრად...
enlili
ძალიან ცუდი წასაკითხი ინტერვიუ იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რესპოდენტი და ინტერვიუერი დასანახავად ვერ იტანენ ერთმანეთს და ლამის არის, ჩხუბზე გადავიდნენ.. საგაზეთო სტატიისათვის აშკარად შეუფერებელი ტონია და ან ჟურნალისტმა დახვეწოს ხოლმე შემდეგში სტილი, სანამ გაზეთში გაუშვებდეს, ან კიდევ, სხვა ჟურნალისტი გაუშვან ინტერვიუზე, სანამ უზნაძე არის მწვრთნელი. ვერ ვიტყვი, რომ უზნაძე შეცდომებს არ აღიარებდეს, უბრალოდ, ჟურნალისტს და მას სხვადასხვაგვარად ესმით შეცდომები და ნაკლი. მსაჯებს რაც შეეხება-მაგაში მართალია, აშკარა იყო მიკერძოება. თუმცა, შემდეგისათვის ეგეც უნდა გაითვალისწინოს (ბაქოდან მოყოლებულიც უნდა გაეთვალისწინებინა ალბათ)-მაქსიმალურად უნდა აიცილონ ისეთი სიტუაციები, რაშიც მსაჯებმა წაღმა-უკუღმა ურიგეს გაფრთხილებები ჩვენებს.. ვინც ამბობთ, რომ გდებები უნდა გაკეთდესო. გაიხსენეთ გუნდურის ფინალი კორეასა და იაპონიას შორის. რამდენი გდება გაკეთდა? თუ იაპონელებმა არ იციან გდებების კეთება? არ გამოდის ყოველთვის ეგ, განსაკუთრებით, როცა სტილი და ძალა თანაბარი აქვთ სპორტსმენებს. გაფრთხილებებით მოგებაც მოგებაა. უბრალოდ, სიფრთხილეა საჭირო, რომ ამასობაში თავად არ წამოეგო და ამას თავად უზნაძეც აღიარებს-არ გამოვიდა კარგადო. ჭრიკიშვილს რაც შეეხება კიდევ-ასე მგონია, მაგ ბიჭს რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს და ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას. ჯერ კდიევ შარშანდელი ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული ხან ხმამაღლა ამბობენ-არ იყო კარგადო, ხან კიდევ-სახეზეც შეატყობს კაცი, რომ რაღაც ვერ არის. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა ნიშნავს, რომ ფაქტიურად, ენერგია არ ექნება და ჭიდაობას როგორღა მოახერხებს. იქნებ, დაასვენონ ცოტა ხანს და უმკურნალონ, ხომ არ უნდა შეიკლან ხელში. ან, ფეხის ტრავმა თუ ჰქონდა, გუნდურში რაღას აჭიდავებდნენ.. მე მგონი, უზნაძე სულაც არ არის ცუდი მწვრთნელი. სხვა თუ არაფერი, იმდენი მოახერხა, რომ ზაიზენბახერის დროის არეულ-დარეული ნაკრები შემდეგ სეზონზე მშვენიერ ფორმაში ჩააყენა..მაგის მთავარი გამოცდა მაინც ოლიმპიადა იქნება და არ ჩანს ისეთი მიუხვედრელი, რომ მაგდენი ვერ გაისიგრძეგანოს. ხაბარელს რაც შეეხება-ძალიან მაგარი იყო, თან ასაკით უფროსი რომ იყო, კარგი მიდგომაც იცოდა, მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა სპორტსმენებთან.. მაგრამ რა ვქნა და, ვერაფრით დავიჯერებ, რომ საბერძნეთში ქართველი სპორტსმენების წასვლაში მაგას წილი არ ჰქონდა. ამან ძალიან ბევრი დააკარგინა ქართულ ძიუდოს. პირველ რიგში-ზვიადაურ-ილიადისი...
judo
მოდი სარკაზმებს ყველამ თავი დაანებეთ, როცა თამაში მიგყავს იასნია არ უნდა გარისკო ამაზეა საუბარი და რაც შეეხება მსაჯობას ყველაზე მეტად ჩვენ დაგვწვეს, იაპონელებს ისე უჭერენ მხარს როგორც მოსკოვის სპარტაკს საიუზის დროს, იქ ვიყავი და საკუტარი თვალით ვნახე ყოველივე, მალე ძიუდოსაც პრობლემები შეექმნება ოლიმპიადაზე თუ დროზე არ მიხედეს ამას
Irakli
მსაჯებზე მართალია მართლა ძაან ზედმეტებში გადაუვიდათ , მაგრამ ხდება ხოლმე არაუშავს.რავი მე მაინც კარგ მწვრთნელად მიმაჩნია უძნაძე ასეთი ტიტულოვანი არ გვყოლია კარგი ხანია ნუ ხაბარელი მაგარი იყო მაგრამ ეს ჯობია მე ესე ვფიქრობ
1
ქეცბაიასავით ლაპარაკობს...
odala
მსაჯებზე ჩივილი ეროვნულ ტრადიციებში შევიდა უკვე და არაფრით უნდა დავივიწყოთ. უნდა განვავითაროთ და პატივი ვცეთ მას.
goga
LEVAN გეთანხმები მითუმეტეს ჭრიკიშვილი მაშინ არის ყველაზე საშიში როცა ჭიდაობს და ილეთებს აკეთებს, უზნაძე კი პირიქით ყველასთან უშლის ილეთის გაკეთებას,ასეთ შემთხვევაში გამართლებაზეა და მსაჯის ხასიათზე! უზნაძე რითია კმაყოფილი ვერ გავიგე?!
Levan
მე ვფიქრობ,რომ აშკარაა ჩავარდნა,ის დავალებები და ტაქტიკა რასაც უზნაძე აძლევს ყველასთვის ნათელია და გაშიფრულია,ანუ ჩავლებები და ილეთი არ გააკეთო არ გარისკო,მსაჯების იმედად უნდა იყოს,რომ გააფრთხილონ ან არა,ეს სასწორზე იდება.თვითონაც ამბობს რომ ილეთი არ უნდა გაეკეთებინა,აბა როგორ უნდა მოიგოს,ისევ მსაჯების იმედად იყოოს? ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაოო,პირიქით უნდა მოახვიო შენი ილეთები და რომ არ მისცე ფიქრის საშუალება და ამისუნთქვის.
status quo
უზნაძე ამ ინტერვიუს შემდეგ სასწრაფოდაა გასანთავისუფლებელი....
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი
უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
ალისონის და მამარდაშვილის დუბლიორი? - "ლივერპულმა" უნგრელი მეკარე შეიძინა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მძიმე დასასრული [VIDEO]
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დავით ქევხიშვილი: ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ თემას, რაც უნდა მოხდეს!
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [ნაწილი I]
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
სამწუხაროდ, ჩვენგან მომკითხავი არავინაა - ინტერვიუ ვალერი ლიპარტელიანთან
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: საფიქრალი ოლიმპიადის წინ [დასასრული]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ვითომ საშიში არაფერია? - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან [დასასრული]
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]