"ინტერს" და "მილანს" სრულყოფილებამდე ბევრი უკლიათ, მაგრამ...
* "ინტერმა" ამ ერთი მატჩით, მხოლოდ ბილეთების გაყიდვიდან 4 მილიონი ევრო მიიღო.

* "ინტერი" ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე გადავიდა, ბოლო ხუთ წელიწადში პირველად.

* "ნერაძურიმ" 61-ე მილანური დერბი მოიგო, 50 წაგებული აქვს, ხოლო 52 ფრედ დასრულდა.

* ფრედი გუარინმა სერია A-ში მე-100 მატჩი ითამაშა და მე-15 გოლი გაიტანა.

* რიკარდო მონტოლივომ სერია A-ში 197-დღიანი პაუზის მერე ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანურმა კლუბებმა დიდძალი თანხა დახარჯეს, ჯერ მაინც დიდი გზა აქვთ გასავლელი იმ სიმაღლის დასაბრუნებლად, რომლის გამოც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ.

კაპიტნის სამკლავური, რომელიც წლების განმავლობაში ხავიერ ძანეტის ეკეთა, ხოლო იქამდე ჯუზეპე ბერგომის, ამჯერად მაურო იკარდიმ მოირგო და ვგონებთ, ეს ყველაზე ნათელი დადასტურებაა, რომ რობერტო მანჩინის და მის "ინტერს" ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევთ ძველი დიდების დასაბრუნებლად.

რაც შეეხება "მილანს", კეისუკე ჰონდა იმ პოზიციაზე, სადაც სულ ახლო წარსულში რიკარდო კაკა და მანუელ რუი კოშტა ბრწყინავდნენ, იქამდე კი ზვონიმირ ბობანი ირჯებოდა, არავითარ კრიტერიუმებში არ ჯდება და ეს თემა შავ-წითლებს უდაოდ მოსაგვარებელი აქვთ. თანაც, არც იურაი კუჩკაა ჯენარო გატუზო, არც რიკარდო მონტოლივოა ანდრეა პირლო და არც ჯაკომო ბონავენტურაა კლარენს ზეედორფი. და მაინც, ეს იყო უკეთესი დერბი, უკეთესი ჯახი, ვიდრე წინა წლებში და თანაც, უკეთესი თითქმის ყველა კრიტერიუმით...

წინა წლებისგან განსხვავებით, "ინტერს" ჰყავს ძალიან ნიჭიერი მცველი ჯეისონ მურილიოს სახით; ჰყავს ნამდვილი მონსტრი ნახევარდაცვაში ჟოფრეი კონდოგბია და მისი არანაკლებ ათლეტური მეწყვილე ფელიპე მელო.

ჰყავს მეომარი გარი მედელი და თავდამსხმელები, რომლებსაც არაფრისგან შეუძლიათ გოლის გამოდნობა, უპირველესად კი ეს სტევან იოვეტიჩზე ითქმის. "ინტერს" მილანურ დერბიში არც სათადარიგოთა სკამი დაეწუნებოდა: მონტოია, რანოკია, ტელესი უკან, ბროზოვიჩი შუაში და პალასიო, ან გნებავთ ლიაიჩი წინ - მშვენიერი რეზერვია, რომლის იმედი ნებისმიერ მწვრთნელს ექნება.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ "მილანზე", სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძალიან ნიჭიერმა იტალიელმა მცველებმა მოიყარეს თავი - ალესიო რომანიოლი, როდრიგო ელი და მატია დე შილიო ძალიან ახალგაზრდები არიან და დიდი მომავალი აქვთ, მათთან ერთად კი ინაციო აბატე და ლუკა ანტონელიც უნდა მოვიაზროთ. მწვრთნელის კარგი მუშაობა და ამ დაცვისგან კედლის აშენება შეიძლება.

და თავდამსხმელები, რომლებზეც ნამდვილად შეიძლება დაყრდნობა - კარლოს ბაკა და ლუის ადრიანო რეაქტიული ფორვარდები არიან, არც ფიზიკურად მოიკოჭლებენ, არც საგოლე ალღო ღალატობთ და საჭირო მომენტში, პასის გაკეთებაც შეუძლიათ.

მარიო ბალოტელის ბევრი შეუძლია, ეს განვლილმა დერბიმ ნათლად აჩვენა - ოპტიმალური ფორმისგან შორს მყოფი მარიო ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე და იგრძნობოდა ის რესურსი, რომლის ამოქმედებაც მას შეუძლია.

"მილანს" შუა ხაზში უჭირს და თითქოს ბურთის მიმტანი არ ჩანს თავდამსხმელებამდე, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება - თანაც ჟერემი მენეზი დაბრუნდება მალე და მას კი სიღმიდან თამაში და ბურთის თრევა, ამოტანა ნამდვილად ეხერხება.

დერბიში ვერც "მილანს" დავუწუნებდით სათადარიგოთა სკამს: მექსე, ალექსი და ელი დაცვაში, დე იონგი ნახევარდაცვაში, ჩერჩი და ბალოტელი კი შეტევაში - გასულ სეზონში, ფილიპო ინძაგის ნამდვილად არ ჰქონდა ამ ფეხბურთელების სკამზე დასმის ფუფუნება.

მოკლედ, თავში მილანურ გრანდებს შემადგენლობა გავუკრიტიკეთ და შემდეგ, გვარიანად შევუქეთ, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია - დიახ, "როსონერის" და "ნერაძურის" ბევრი უკლიათ იმ გუნდებამდე, რომლებიც თავის დროზე, ყველაფერს იგებდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩანს გაცილებით მეტი რესურსი, მეტი პოტენციალი, ვიდრე ბოლო წლებში ვხედავდით.

ჩვენ გაგვახსენდა ის მადონინა, რომელიც ბოლო წლებში ასე გვაკლია - ან გნებავთ, დავინახეთ იმ დერბის კონტურები, რომელიც არა მარტო იტალიის, მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ექცეოდა...…

თამაში

ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი პირთამდე გაივსო და როგორც "გაძეტა დელო სპორტში" დაიწერა, "ინტერმა" ამ ერთი მატჩის გაყიდული ბილეთებიდან 4 მილიონი ევრო მიიღო. ტრიბუნებზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და ულტრასებმაც ტრადიციულად გამოფინეს გრანდიოზული ბანერებ?, რომლებსაც იტალიაში საფეხბურთო ქორეოგრაფიას ეძახიან.

თამაში მართლაც საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ გუნდებმა აურაცხელი რაოდენობით შექმნეს სახიფათო მომენტები. ეს იყო კლასიკური იტალიური ჯახი, საშუალოზე მაღალი ტემპით, ბევრი ბრძოლით, ტაქტიკური ჭიდილით და მაღალი საშემსრულებლო ოსტასტობით.

პირველი რეალური მომენტი ლუის ადრიანოს შეექმნა, როდესაც სამირ ჰანდანოვიჩთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარემ ითამაშა დიდებულად. მეორე მომენტიც ბრაზილიელ ფორვარდს ჰქონდა, თუმცა დარტყმა გაუცუდდა. "ინტერმა" უფრო პირველი ტაიმის მეორე ნახევარში შეუტია და ყველაზე რეალური მომენტი 45-ე წუთზე შეექმნა, როდესაც სტევან იოვეტიჩის გამჭოლი პასის შემდეგ, მაურო იკარდი დარჩა მეკარესთან პირისპირ და ამ დუელში გამარჯვებული დიეგო ლოპესი გამოვიდა.

მეორე ნახევარი თხუთმეტიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ფრედი გუარინმა მიიღო ბურთი, მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა. გუარინს იდეალური დარტყმა გამოუვიდა და მეკარეს შანსი არ ჰქონდა.

დარჩენილი დრო "მილანის" უპირატესობით წარიმართა, ყველაზე სახიფათო კი შეცვლაზე შესული მარიო ბალოტელი იყო, რომელიც ორჯერ დაემუქრა ჰანდანოვიჩის კარს და ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა. არც კარლოს ბაკა იყო ცუდი, ბევრი იბრძოლა და ამწვავებდა თამაშს - ამიტომ, ცოტა გასაკვირი იყო, როდესაც სინიშა მიხაილოვიჩმა ბალოტელი სწორედ ბაკას ნაცვლად ჩართო თამაშში.

მთლიანობაში, ვიხილეთ თანაბარი თამაში, რომელშიც ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, თუმცა ფორტუნამ "ინტერს" გაუღმა. თუმცა, მხოლოდ იღბალს ნუ მივაწერთ "ნერაძურის" გამარჯვებას და თავისი წილი ფრედი გუარინს და მის 3-ქულიან გასროლასაც მივაგოთ...

მატჩის შემდეგ

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანის მწვრთნელი): "გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ემპოლისთან", მაგრამ მაშინ მოვიგეთ, ამჯერად კი წავაგეთ. ასეთია ფეხბურთი და ვერაფერს შევცვლით. ყველაფრით კმაყოფილი ვარ გარდა ერთისა და ეს ერთი, სამწუხაროდ ტაბლოა.

ვცდილობდით რაც შეიძლება კარგად გაგვეშალა თამაში, რათა "ინტერის" დაცვაში სივრცეები გაჩენილიყო - შევქმენით კიდეც რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ გოლი ვერაფრით გავიტანეთ. ბალოტელი კარგად ჩაერთო თამაშში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა და შედეგი აუცილებლად მოვა".

რობერტო მანჩინი (ინტერის მწვრთნელი): "ორივე გუნდისთვის უმძიმესი მატჩი იყო და საბედნიეროდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ და დიახ, ჩვენ გვსურს სკუდეტოს მოპოვება.

მართალია, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ რიდესაც "ინტერს" წარმოადგენ, სხვა მიზანი უბრალოდ არ უნდა გქონდეს. კიდევ ვინ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის? - ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი", "რომა" და "ნაპოლი". ისინი ფავორიტებად ითვლებიან, მაგრამ ჩვენ "ინტერი" ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
ვანდა იკარდის ფულით საყვარელს საჩუქრებს უკეთებდა
ფინანსური პრობლემების გამო "ანთალიასპორი" ნასრისა და მენეზს დაემშვიდობება
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: პირველად 2003 წლის შემდეგ
მოლაპარაკება დაწყებულია - მიქაუტაძე ან მისი ნიგერიელი თანაგუნდელი შესაძლოა, ზამთარში თურქულ გრანდში აღმოჩნდეს
მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრებიდან უშვებენ, მაგრამ დიდ კომპენსაციას მიიღებს
სპალეტის იტალიის ნაკრები შეუძლია ჩაიბაროს, მაგრამ პრობლემა აქვს
'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
ვანდა ნარამ ინტიმური ვიდეო გამოაქვეყნა - ასე ერთობა იკარდის ყოფილი ცოლი 15 წლით უმცროს ახალ სიყვარულთან [VIDEO]
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ფრანკ დე ბური: მეტი დრო მჭირდებოდა
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს
სერია A. 2015/16: გაიცანით ახალი "ინტერი"
"ასეთ ბინძურ ჭორებს არ ვიმსახურებ" - მანჩინიმ საუდის არაბეთი უარყო
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
"ანთალიასპორმა" სამუელ ეტო'ოს კონტრაქტი გაუწყვიტა
"ვანდას ჩემს ქმართან ეძინა და შემდეგ მათი ფოტოები გამომიგზავნა..." - იკარდის მეუღლე ყოფილ თანაგუნდელთან ღალატობდა ეს ამბავი ამ ფეხბურთელის ცოლმა მოჰყვა
"თუ სერია A-ში დავბრუნდები, იქაურობას დავანგრევ" - ბალოტელის პირობა "ჯენოას" მწვრთნელს
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
ტრანსფერ ONLINE: 1 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
მამის ცემის გამო "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
იკარდის ჩამონათვალი - მაურომ ის ადამიანები დაასახელა, ვისთანაც ვანდა ნარა ღალატობდა
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
სერია A. XXVIII ტური: ფრონტის ხაზი ევროსაგზურებზე [VIDEO]
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
ფეხბურთელები, რომლებსაც ახალ ზიდანს უწოდებდნენ - რა დაემართათ ფრანგ ტალანტებს?
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
ჟერემი მენეზის მეძავთან გართობის ვიდეო გავრცელდა და გუნდიდან გარიცხეს [VIDEO]
30 მილიონი ევრო წელიწადში - მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს გაწვრთნის
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან