დასავლური პრესა სუზუკას რბოლის შესახებ
ლუის ჰემილტონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და გენერალურ კლასიფიკაციაში 48 ქულამდე გაზარდა უპირატესობა. ბრიტანელს მთელი დისტანციის განმავლობაში არ ჰყოლია კონკურენტი და მართალია, კვალიფიკაცია წააგო თანაგუნდელთან, კვირას ნიკო როსბერგისგან არანაირი საფრთხე არ დამუქრებია.

"ლუის ჰემილტონმა ძალიან მარტივად გაუსწრო ნიკო როსბერგს. სუზუკაზე პირველი წრე მთელი სეზონის ანარეკლი იყო. გერმანელი იძულებული გახდა პირველ მოსახვევში გაეშვა წინ ჰემილტონი, როგორც ეს მთელი საჩემპიონო რბოლის დროს ხდება", - წერს Daily Mail.

"ერთი წლის წინ, იაპონიაში ნიკო როსბერგმა პოული მოიპოვა, მაგრამ ის ჰემილტონმა წვიმის პირობებში დაამარცხა. ამჯერად, მზიანი დღე იყო, მაგრამ შედეგი იგივე დარჩა - როსბერგმა მაშინვე წააგო პოზიცია უფრო აგრესიულ ბრიტანელთან", - აქებს გამარჯვებულს The Guardian.

"დამაჯერებელმა პილოტაჟმა ჰემილტონს საშუალება მისცა 48 ქულამდე გაეზარდა უპირატესობა როსბერთან და 59 ქულამდე - ფეტელთან. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ხუთი რბოლა რჩება და იმის გათვალისწინებით, რომ "მერსედესი" გამარჯვების გეზს დაუბრუნდა, ეს უპირატესობა მიუღწეველი ჩანს" - წერია The Telegraph-ში.

ამასობაში, ფორმულა 1-ის სამყაროში შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდნენ: ბერნი ექლსტოუნმა გასცა ბრძანება - რაც შეიძლება იშვიათად აჩვენონ კადრში "მერსედესები". რატომ? ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ "რედ ბულთან" თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. მიუხედავად ამისა, პრესა მაინც ითხოვს პასუხს ფორმულა 1-ის უფროსობისგან.

"იაპონიის გრან-პრის არ გაიხსენებენ, როგორც შთამბეჭდავ სანახაობას. მაგრამ "მერსედესებს" შორის ნაკლები ბრძოლის ფონზეც კი, მათ ძალიან იშვიათად უჩვენებდნენ ეთერში. ბოლო ორი წელია, ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის ბრძოლა მთავარი ფაქტორია და მაყურებლებს იმედი აქვთ, რომ მათ მოქმედებაზე გაამახვილებენ ყურადღებას და არა პელოტონის შუაში მიმდინარე მოვლენებზე, - აკრიტიკებს გერმანული Die Welt. - ჰემილტონის პიტსტოპიც კი იმ მომენტში აჩვენეს, როცა ლუისი ბოქსებს ტოვებდა. შემდეგ ჯერზე, ბრიტანელი ეკრანებზე ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ გამოჩნდა. ძალიან უცნაური სიტუაციაა - და, რა თქმა უნდა, არა შემთხვევითი. ტრანსლიაციის საერთო დრო იყო 88 წუთი და აქედან ექვსი წუთი დაეთმო "მერსედესს".

"შეთქმულების თეორია სწრაფად გავრცელდა მთელს პადოკში. თავისი შეშფოთება გამოთქვა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გერმანულმა ტელეარხმა RTL-მა, - წერს FOX Sports. - "რა თქმა უნდა, გვინდოდა ჩვენი მაყურებლისთვის რბოლის ლიდერის უფრო მეტი კადრის ჩვენება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სიგნალზე გავლენა და გადავცემთ იმას, რასაც გვაწვდიან", - განაცხადა ტელეარხის წარმომადგენელმა მატიას ბოლჰოფერმა".

თუმცა იტალიურ პრესას ამასთან დაკავშირებით უფრო სკეპტიკური მოსაზრება აქვს. "ფორმულა 1-ში შეთქმულებები მოდიდან არ გადადის. სინგაპურში ამბობდნენ - "მერსედესის" ჩავარდნა უკავშირდებოდა იმას, რომ გუნდს ცუდი საბურავები მისცეს, რათა დაესაჯათ ის მონცაში საბურავების არასწორი წნევის გამო. "პირელის" იმის შეხსენებაც კი დასჭირდა, რომ საბურავების კომპლექტებს გუნდებს შემთხვევითი სისტემით ურიგებენ, - წერს La Gazzetta dello Sport. - როცა ოფიციალურ ტელეტრანსლიაციაში ლიდერების ნაცვლად, პელოტონის შუაში მყოფი პილოტების ბრძოლას უჩვენებდნენ, დაირხა ჭორები, რომ ბერნი ექლსტოუნი სამაგიეროს უხდის "მერსედესს" "რედ ბულისთვის" ძრავების მიწოდებაზე უარის გამო".

დღეს, ფორმულა 1-ში მთავარი ინტრიგაა - "რედ ბულისთვის" ძრავების მიწოდება. "რენოსთან" ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, დიტრიხ მატეშიცი მომავალი წლისთვის ძრავების გარეშე დარჩა, არადა, ავსტრიელ მილიარდერს სასტარტო ბილიკზე ოთხი მანქანა გამოჰყავს. "ფერარი" მზად არის უშველოს "რედ ბულს", ოღონდ მარანელოში არ აპირებენ თავიანთ პირდაპირ მოწინააღმდეგეს ახალი ძალისმიერი აგრეგატები შესთავაზონ და მხოლოდ შარშანდელ ვერსიას მიაწოდებენ.

"ფერარის" ხელმძღვანელს მაურიციო არივაბენეს, ისევე როგორც ჯეიმს ელისონსა და სებასტიან ფეტელს, არანირი სურვილი არ აქვთ ძრავები მიაწოდონ ძლიერ მოწინააღმდეგეს. სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის ტოპ-მენეჯმენტი, პრინციპში, წინააღმდეგი არ არის, "რედ ბულს" ახალი ძრავები მიჰყიდოს, - ამის შესახებ განაცხადა Fiat-ის ბოსმა სერჯო მარკიონემ", - წერს გერმანული Auto Motor und Sport.

"იაპონიის გრან-პრის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ "რედ ბულს" მხოლოდ 2015 წლის განახლებული ძრავა შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ეს - ლოჯისტიკურ პრობლემებს, ერთბაშად ორი კლიენტისთვის ძრავების მომზადების სირთულეს თუ "ფერარის" შიშს - მიაწოდოს ძრავა ასეთ კონკურენტუნარიან გუნდს, - წერს Motorsport.com. - თუმცა ავსტრიელებს აქვთ "ჯოკერი". მათ შეუძლიათ დაბლოკონ ცვლილებები წესებში, რათა "ფერარიმ" ვერ შეძლოს ძრავების გაუმჯობესება 2016 წლის სეზონის მსვლელობისას. მაგრამ ეს "სკუდერიასთან" ურთიერთობის არც ისე კარგი დასაწყისი იქნებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ფორმულა 1: ექლსტოუნისთვის მემკვიდრეს ეძებენ
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᕚᓘ" ᓒᓔᓜᓘᕝᓡᓡ ᓐᓠ ᓓᓐᕗᓛᓝᓑᕡ
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
ფორმულა 1: ჭორები "რედ ბულის" გარშემო
"ᓠᓔᓓ ᓑᓣᓚᓘ" ᓑᓝᓚᓝᓛᓓᓔ ᓓᓐᓘᓮᓕᓔᓬᓔᓑᓐ
ფორმულა 1: ბერნის დემოკრატია არ მოსწონს
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ
ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს
გია გრიგალავათი გერმანული ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად
"რედ ბულის" შეფი: გააჩერეთ "მერსედესი"!