საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველს წინადადებები ბერძნული პაოკ-იდან, ესპანური "ბეტისიდან" და ამერიკული "რედ ბულიდანაც" აქვს
მას შემდეგ, რაც გია გრიგალავას გარშემო ატეხილი სკანდალი მახაჩყალის "ანჟისთან" გაყრით დასრულდა, საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი უგუნდოდ დარჩა.

გრიგალავა თავისუფალი აგენტია და ამ სტატუსით უკვე ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა - თუნდაც, სეზონის მსვლელობისას. მაგრამ რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" 28 თებერვალს დაიხურა და როგორც რუსული გამოცემები წერენ, გრიგალავამ პრემიერლიგაში მოწყობა ვერ მოახერხა, არადა, "როსტოვის" გარდა, მას მოსკოვის "ტორპედოც" იწვევდა.

ჩვენი ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ გრიგალავამ კარიერა ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გააგრძელოს. მას კონტრაქტს სთავაზობს საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-ი, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ივან სავიდია. თანაც, სავიდი "როსტოვის" ექსპრეზიდენტია და ქართველ მცველს კარგად იცნობს - გრიგალავა ხომ ამ კლუბის გაზრდილია...

მაგრამ გრიგალავას ეს ვარიანტი არ ხიბლავს. ფეხბურთელი და მისი მენეჯერი ახლა რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და რამდენიმე ვარიანტი აქვს - შეუძლია, ნიუ იორკის "რედ ბულში" გადავიდეს, სადაც ახლახან ტიერი ანრი თამაშობდა.

ამას გარდა, გრიგალავას პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიშში", პოლონურ "ლეგიაში", შვეიცარიულ "ბაზელსა" და "ციურიხში", ასევე ესპანურ "ბეტისშიც" იწვევენ. მაგრამ ახლა გრიგალავა ყველაზე მეტად გერმანელების პასუხს ელის - ჩვენი ინფორმაციით, ქართველი მცველის აყვანით ბუნდესლიგის ორი კლუბი დაინტერესდა და მასაც კარიერის გაგრძელება ყველაზე მეტად გერმანიაში სურს.

სანამ გრიგალავა დაინტერესებულ კლუბებთან ურთიერთობას არკვევს, მანამდე როსტოვში ცხოვრობს, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ ღირსეულ კლუბში ჩაირიცხება.

და კიდევ, როსტოვის ქართულმა დიასპორამ გრიგალავა 2014 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელა. დაჯილდოებას ის პირადად ესწრებოდა, საზეიმო საღამო კი როსტოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. გრიგალავას საპატიო დიპლომი და ხატი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონმა ჯამბულ ძაძამიამ და მინი-ფეხბურთის კლუბ "ივერიას" (ასეთი ქართული კლუბიც არსებობს როსტოვში და მასზე უახლოეს ნომერში მოგითხრობთ) ხელმძღვანელმა შოთა მებონიამ გადასცეს.

ყველამ იცის, რომ "ანჟისთან" გართულებული ურთიერთობის გამო, შემოდგომაზე გრიგალავას არ ათამაშებდნენ და წლის ფეხბურთელად მისი დასახელება უცნაურია. ცხადია, ეს უფრო თანადგომის ჟესტი იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

garshkovi
Ra bogmianebi xart ra gchirt qartvelebi ar xart? Imis magivrad rom gagixardet da warmateba usurvot tqven tqveni shuri unda gamoxatot da anaxot yvelas. Warmatebebi gruzin...
giorgi
ძაძამია, მებონია, გრიგალავა. გატანა იციან აბა რა არის ეს? :)))

წარმატებები გიკოო )))
emre
რეალსაც და ბარსასაც გამოუთქვამთ ინტერესი გრიგალავას მიმართ, ალბას და მარსელოს კონკურენტი ჭირდებაო ... ვაი თქვენს პატრონს
SHUKOVANI
არ მესმის ამ ფეხბურთელით ამდენი გუნდი რატომ დაინტერესდა... წარმატებები
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
ნუთუ, კვლავ მესი? - "ოქროს ბურთის" მფლობელი შესაძლოა, კვლავ ლეგენდარული არგენტინელი გახდეს
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
ყურბან ბერდიევი: კვარაცხელიასა და ზურიკოსთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი
"დილა", თბილისის "დინამო" თუ უცხოეთი - ალეკო ამისულაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია
ქინქლაძე: ჩვენი თაობის გუნდი ამ ნაკრებს პირველ ტაიმში 3:0-ს მოუგებდა
კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ტოვებენ
"მისი ჩვენთან ყოფნა დიდი სიამოვნება იყო" - სერხიო პერესი
ფორმულა 1: "რედ ბულის" ბაზიდან მოპარული პრიზები ტბაში იპოვეს
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 31 აგვისტო
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ნოვიკოვს, სავარაუდოდ, ქართველებისთვის ნაცნობი მწვრთნელი შეცვლის
კაკასა და ზეედორფის ნაზავი - ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელშიც "რეალმა" 28 მლნ გადაიხადა
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"დააფასეთ არტეტა" - ანრიმ "არსენალის" მწვრთნელს გაწეული სამუშაო მოუწონა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
რევაზ ჩელებაძე: საბა კვირკველიას ტრანსფერზე "ლოკომოტივი" "რუბინს" შეუთანხმდა
ანრი: კვარაცხელია და დემბელე - ეს ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1-ის გუნდში მრბოლელების კორონავირუსით დაინფიცირება სურდათ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
ლუის ენრიკეს "ბარსელონადან" პედრო როდრიგესისა და მარკ ბარტრას გაშვება არ უნდა
ყურბან ბერდიევი: კვირკველიას "ლოკომოტივში" გადასვლას არ ვნანობ
ზურაბ არზიანი კარიერას არმავირის "ტორპედოში" გააგრძელებს
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
ახლა უკვე "ივერია"... ქართული კლუბი რუსეთშიც დაფუძნდა
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
"რუბინის" მწვრთნელი: დავითაშვილთან დაკავშირებით პრობლემები მის მშობლებთან უფრო გვაქვს
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან