საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური

მართლაც მშვენიერ ფეხბურთს უჩვენებს ამ ბოლო დროს "ცხინვალი": კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ამ სამ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა! "ცხინვალმა" ამჯერად "კოლხეთი" დაამარცხა დიდი ანგარიშით და ჩემპიონატში გამოცხადებულ პაუზას ერთობ კომფორტული სატურნირო მდგომარეობითაც შეხვდება.

ახლა კი უშუალოდ ამ მატჩზე, მასპინძელთა უპირატესობით რომ დაიწყო; პირველი ხიფათი სტუმართა კართან მაშინ შეიქმნა, როცა ლაშა ქოჩლაძის "სტანდარტულის" შემდეგ დავით მაისაშვილი ბურთს თავით გზავნიდა, მაგრამ ამ ეპიზოდში "კოლხეთი" გადარჩა, ისე, როგორც მასპინძელთა მომდევნო შეტევის დროს, როცა გიორგი ივანიშვილმა და ლაშა ქოჩლაძემ მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს.

აი, მესამე ცდა კი უკვე წარმატებული აღმოჩნდა: ისევ "სტანდარტული", ისევ ლაშა ქოჩლაძის ზუსტი ჩაწოდება და ისევ დავით მაისაშვილის თავური დარტყმა, რომელიც ამჯერად უკვე ზუსტი გამოდგა.

მასპინძლებს პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე კიდევ ორი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ბიძინა მახარობლიძისა და გიორგი ივანიშვილის დარტყმებს სიზუსტე სულ მცირედით აკლდა.

ისე, პირველ ტაიმში კიდევ ორი ისეთი ეპიზოდი იყო, მეტ-ნაკლებად რომ იქონია გავლენა მატჩის საბოლოო შედეგზე. არავინ იცის, თუ როგორ განვითარდებოდა შემდგომში მოვლენები, 0:1-ზე სტუმართა ცენტრფორვარდ ნიკა სიჭინავას უაღრესად ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინა, მაგრამ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ნადირაძეს ვერ აჯობა. ამას კი მერე ის მოჰყვა, რომ არბიტრმა სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის მოედნიდან გააძევა სტუმართა საკვანძო ფეხბურთელი გურამ გურეშიძე...

მასპინძლები შესვენების მერეც მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე და ამჯერადაც სწრაფი გოლი გაიტანეს: მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 20 წლის ლაშა ქოჩლაძემ ჩინებული ასისტენტობა გაუწია ზვიად ლობჯანიძეს და ამ უკანასკნელმაც "ცხინვალის" მაისურით პირველად გამოიჩინა თავი.

ამას მორიგი გოლი მოჰყვა: მასპინძელთა კიდევ ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი ივანიშვილმა ბურთი თავზე "დაასვა" ბიძინა მახარობლიძეს - 3:0!

მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა, არადა, მასპინძელთა მესამე გოლამდე ერთი წუთით ადრე, ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი პასის მერე მერაბ გიგაური თავით ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

შემდეგ კი ისე მოხდა, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში თედო კაკულიამ მეორე გაფრთხილება მიიღო და 9-კაციანი "კოლხეთი" რომ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმომფხვრელი არ იყო, ამას ყველა შეეგუა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა შეძლეს, ომარ გოგონაიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიშის შემცირება იყო.

თუმცა, მასპინძლები მაინც არ მოეშვნენ, ვიდრე კიდევ ორი გოლი არ გაიტანეს და მატჩის ბოლო წუთებზე ამჯერად უკვე ნიკა კაჭარავამ გაიბრწყინა!

კაჭარავა-უმცროსმა ჯერ მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა, მაგრამ კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა; თუმცა, მერე გიორგი ივანიშვილის მორიგი ფლანგური რეიდი ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ბოლოს კი "ტრადიციული" დუბლიც შეასრულა - უკვე მეოთხე ამ ჩემპიონატში!..

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური

03.10. თბილისი, მიხეილ მესხი (სათ)

ცხინვალი-კოლხეთი 5:1

გოლები: 1:0 მაისაშვილი (10. ქოჩლაძის პასით), 2:0 ლობჯანიძე (48. ქოჩლაძის პასით), 3:0 მახარობლიძე (52. ივანიშვილის პასით), 3:1 გოგონაია (72-პენ), 4:1 კაჭარავა (79. ივანიშვილის პასით), 5:0 კაჭარავა (86)

ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი (81. ბურძენაძე), ბაჩიაშვილი - მახარობლიძე, ქარდავა - ივანიშვილი (89. ჭაფოძე), ქოჩლაძე, ზ. ლობჯანიძე (85. ჯიშკარიანი) - ნ. კაჭარავა.

სათადარიგოები: ცაცკრიალაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, მიგინეიშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

კოლხეთი (4-1-4-1): სეფიაშვილი - თ. კაკულია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - გურ. გურეშიძე - ა. შენგელია (68. გ. კვარაცხელია), კოშკაძე (61. პოლულიახი), გიგაური (61. გოგონაია), ჟიშკარიანი - ნ. სიჭინავა.

სათადარიგოები: ლ. კაკულია, ქებურია, კუხალეიშვილი, ძაგანია

მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი

გაფრთხილება: თ. კაკულია (28), მაისაშვილი (50), თ. კაკულია (70)

გაძევება: გურ. გურეშიძე (31), თ. კაკულია (70)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 6

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5

ი. მოდებაძე (დილა) 5

მომდევნო, VIII ტური

17 ოქტომბერი, შაბათი

კოლხეთი-ლოკომოტივი

საბურთალო-საპოვნელა

მერანი-შუქურა

ზუგდიდი-სიონი

დინამო (ბთ)-სამტრედია

ტორპედო-დინამო (თბ)

18 ოქტომბერი, კვირა

დილა-გურია

ცხინვალი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

merabi
"ცხინვალი" კარგი გუნდია,ამის შესახებ ვუთხარი გორში"დილასთან" 0-3 წაგების შემდენ "ცხინვალის" ფიზმომზადების მწვრთნელს დავით თორთლაძეს.ვუთხარი,რომ მათი გუნდი იბრძოლებს სამეულში მოსახვედრად მეთქი. ჯერჯერობით სრულდება ჩემი პროგნოზი,"ცხინვალი" აუმჯობესებს თამაშის ხარისხს თამაშიდან თამაშამდე.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
სიონი-ჩიხურა 1:1 - იქნება 120? [VIDEO]
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"დილამ" "ჩიხურას" ორი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
"ბორჯომმა" თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად 2-ნომრიანი მაისური გააუქმა
მჯერა, საპრიზო ადგილით ჩავამთავრებთ ჩემპიონატს - "სიონის" დაცვას დავით ხურცილავაც გაამაგრებს
"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლოკომოტივი-ცხინვალი 0:1 - არ გაყიდო! [VIDEO]
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ᓡᓘᓝᓜᓘ-ᓩᓘᓮᓣᓠᓐ 1:0 - ᓙᓚᓐᓡᓘ, ᓫᓐᓛᓘᓙᓝ, ᓙᓚᓐᓡᓘ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ისგან უპასუხოდ დარჩენილი "ვიტ ჯორჯია": ჩვენ კანონს ვემორჩილებით!
ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]
გორის "დილას" ლაზარეთი ცარიელდება
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
კოლხეთი-ალ აჰლი 1:0 - თითო გოლი ორი გამარჯვებისთვის
უმაღლესი ლიგა. IX ტური: "სიონს" პირველი მარცხი ჩემპიონმა აგემა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ეროვნული ლიგა 2. IV ტური: "მერანმა" "სიონს" მოუგო და გალიდერდა
უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
მარტვილის "მერანმა" ვანო კურდღელაშვილი და დავით მაისაშვილი დაიმატა
დავით მაისაშვილი: ჩვენს კარში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა
სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელი მკაცრად დასაჯა
ბოლნისის "სიონი": ყველა ფეხბურთელი თავისუფალია!
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
კოლხეთი-მეტალურგი 3:0 - გ-გ-გოლი: გურეშიძე, გოგონაია, გიგაური
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ" სეზონი გამარჯვებებით განაახლეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ფოთის "კოლხეთი": შეკრება თურქეთში, პლუს 18 წლის კენიელი თავდამსხმელი
ფოთის "კოლხეთმა" ჩაკვეტაძესა და შენგელიასთან ერთად, გურეშიძეც დაიმატა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
კოლხეთი-მერანი 3:0 - მეგრული (ეპი)ლოგიკა გურიაში
ᓡᓘᓝ
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3 - "დინამო" საქართველოს 16-გზის ჩემპიონია! [VIDEO]
ეროვნული ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"მესიმ თვეში მხოლოდ 1000 ლარი რომ მოითხოვოს, იმასაც ვერ ავიყვანთ"
კოლხეთი-ზუგდიდი 0:0 - მამალაძე და ყვითლები [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს