ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]

U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
"მიხეილ მესხზე" უცნაური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ფავორიტმა ესპანეთმა მოუგო საქართველოს.

ესპანეთის ნაკრები, "ბარსელონას", "რეალის", "ატლეტიკოსა" და "ევერტონის" ფეხბურთელებით რომ არის დაკომპლექტებული, ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. და მაინც, ფეხბურთი ერთი საათის კი არა, 90 წუთის განმავლობაში რომ გვეთამაშა, იქნებ მოწინააღმდეგისთვის ქულა მაინც გამოგვეგლიჯა.

იყო კლასში დიდი სხვაობა, იყო გოლების გაშვებით გამოწვეული იმედგაცრუება, იყო არნახული ფიზიკური დაღლილობა, რაც თითქმის ნებისმიერი ქართული გუნდის საერთაშორისო გარჯას ლაიტმოტივად გასდევს...

საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვერავინ იტყვის, რომ შედეგი კანონზომიერი არ იყო.

საქართველოს ნაკრებს მწვრთნელად მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტიც რომ ჰყოლოდა, ესპანეთთან, ალბათ, მაინც წავაგებდით, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძის მიმართ კითხვები მაინც დაგროვდა.

საინტერესოა, რატომ არ ითამაშა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა კაჭარავამ? ან რატომ არ შეიცვალა ჩვენი გუნდის მარცხენა მცველი დავით უბილავა, ვინც, პირდაპირ ვთქვათ, ცუდად ითამაშა და რა უბედურებაც დაგვატყდა, ძირითადად მისი ფლანგიდან იყო...

თამაში ორი სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ესპანელთა შორის აშკარად საუკეთესო ჟერარ დეოლოფეუმ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და შესანიშნავი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ მუნირ ელ ჰადადის, ამან კი, ვისაც არაერთხელ უთამაშია "ბარსელონას" ძირითადში, შანსი ცივსისხლიანივით გამოიყენა.

მაგრამ საქართველომ იქვე გაათანაბრა - საჯარიმო დარტყმა შორი მანძილიდან და ოდნავ მახვილი კუთხიდან მათე ცინცაძემ შეასრულა და ისე, რომ ბურთი არავის შეხებია, პირდაპირ შორეულ კუთხეში ჩაეშვა. ესპანელთა მეკარე კეპა არისაბალაგა აშკარად დაიბნა - 1:1.

პირველ ტაიმში, სანამ საქართველოს ნაკრებს ჯანი მოსდევდა, ესპანელთა შებოჭვას მათსავე ნახევარზე ცდილობდა. ნახევარდაცვის ცენტრში კი კარგად მოქმედებდა ცინცაძე-აბურჯანიას დუეტი.

ტაიმის ბოლომდე ესპანელებმა მაინც შეგვიქმნეს 3 საგოლე მომენტი. მე-15 წუთზე ოლივერ ტორესს ლამის ასპროცენტიანი შანსი გაუცუდდა. მერე ბრწყინვალედ მოთამაშე დეოლოფეუმ ერთხელაც დააწიოკა ჩვენი მარცხენა ფლანგი და ლანგრით მიართვა საგოლე გადაცემა სამუელ კასტილეხოს, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

მერე ისევ დეოლოფეუმ ჩაიდრიბლინგა, შორეულ კუთხესაც დაუმიზნა, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი მუნირ ელ ჰადადის მიერ შექმნილი დიდებული ეპიზოდით დაიწყო - ბარსელონელი შემობრუნებით ურტყამდა, თუმცა მეკარე ბექა ქურდაძემ შესანიშნავად ითამაშა.

ამას საქართველოს ნაკრების გოლი მოჰყვა, გოლი-შედევრი! - შეცვლაზე შესულმა საბა ლობჟანიძემ ორი მეურვე ჩამოიშორა, მეკარესაც გახედა და დაახლოებით 20 მეტრიდან "მოჭრილი" დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში ჩასვა.

ულამაზესი გოლი გამოვიდა და ქომაგებშიც იმედი გაჩნდა, თუმცა... მალევე მოკვდა.

ორ წუთში წონასწორობა აღდგა, რის შემდეგაც ჩივაძის გუნდი მოიშალა, მოიქანცა, შეცდომებს უმატა და კიდევ 3 გოლი მიიღო - 2:5.

ბოლო ნახევარ საათში მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს გუნდი ესპანეთის ნაკრები იყო. რა თქმა უნდა, მეტოქის სიძლიერე გასაგები და სათვალავში ჩასაგდებია, მაგრამ არც ერთ მოწინააღმდეგესთან ასეთი რამ არ უნდა დაგვემართოს.

არსებობს ელემენტარული სპორტული თავმოყვარეობა. არსებობს მცნება იმისა, რომ სადღაც უნდა იპოვო ძალა და არ დანებდე. გუშინ ეს ვერ მოვახერხეთ. ესპანეთმა კი აღარ დაგვინდო - "ფურია როხამ" ბოლოს მართლა ფურივით ჩაგვწიხლა და ეს ფური აშკარად ჩვენზე მეტს "იწველის"...

სწორედ ამ ბოლო ნახევარ საათში ესპანეთის ნაკრების ყურება ერთი სიამოვნება იყო. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რამდენჯერმე ჩვენვე შევუწყვეთ მეტოქეს ხელი გოლის გატანასა თუ სახიფათო მომენტების შექმნაში.

მართალია, 5 გოლი გავუშვით, მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ - რომ არა მეკარე ბექა ქურდაძის შესანიშნავი გარჯა მთელ რიგ ეპიზოდებში, ანგარიში გაცილებით სერიოზულიც შეიძლებოდა ყოფილიყო. რამდენიმე შემთხვევაში კი ესპანელებს სიზუსტე დააკლდათ.

მატჩის შემდეგ

ალბერტ სელადესი (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):

- საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ღირსეული მოწინააღმდეგეა. მე ადრეც ვიყავი საქართველოში და უნდა ვთქვა, რომ დონე მომატებულია...

ჩვენ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში ვიპოვეთ ჩვენი თამაში და ამან შედეგი გამოიღო. არა მგონია, რომ პირველ ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, უბრალოდ, მოწინააღმდეგემ ითამაშა კარგად...

- საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?

- კონკრეტულად არავის გამოვყოფ. გამოვარჩევ 5-6 ფეხბურთელს. მაგალითად, ცენტრალურ მცველებსა და თავდამსხმელს.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლია საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა?

- გულწრფელად გეტყვით, რომ შეუძლია.

ალექსანდრე ჩივაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

- გთხოვთ, შეკითხვები სამომავლოდ გადავდოთ. ახლა მხოლოდ თამაშს შევაფასებ. ტაქტიკა და სტრატეგია აზრს კარგავს თანამედროვე ფეხბურთში, თუ ფიზიკური მომზადება არ იქნა სათანადო დონეზე...

ჩვენ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ვითამაშეთ ფეხბურთი და სანამ შევძელით, ძლიერ მეტოქეს წინააღმდეგობას ვუწევდით, ვიგებდით კიდეც...

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევთანხმდით, რომ მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი

7 ოქტომბერი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 500 მაყურებელი

საქართველო-ესპანეთი 2:5

გოლები: 0:1 ელ ჰადადი (2), 1:1 ცინცაძე (3), 2:1 ლობჟანიძე (60), 2:2 ასენსიო (62), 2:3 მაიორალი (67), 2:4 ელ ჰადადი (73), 2:5 სებალიოსი (90)

საქართველო (4-4-1-1): ქურდაძე - გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი, უბილავა - აბურჯანია, ცინცაძე, შენგელია (55. ლობჟანიძე), ფანცულაია (80. ერისთავი) - კიტეიშვილი (70. გოროზია) - გოშთელიანი.

სათადარიგოები: მიქავა, გადრანი, კაჭარავა, თევზაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ესპანეთი (4-3-3): არისაბალაგა - მანკილიო, ვალიეხო, მერე, დუარტე - ოლივერ ტორესი, ნიგესი, ასენსიო - დეოლოფეუ (84. როდრიგესი), ელ ჰადადი (77. სებალოსი), კასტილეხო (61. მაიორალი).

სათადარიგოები: პაუ, რემირო, ნოელი

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გაფრთხილება: აბურჯანია (64), ცინცაძე (79)

არბიტრი: ერეზ პაპირი (ისრაელი).

სან მარინო-ხორვატია 0:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 3 3 0 0 8-0 9

2. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6

3. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3

4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3

5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1

6. სან მარინო 4 0 1 3 0-9 1

9 ოქტომბერი

შვედეთი-ესტონეთი

13 ოქტომბერი

საქართველო-ესტონეთი

ესპანეთი-შვედეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zako

sano-ს. საშა ჩივაძის მწვრთნელობის დროს, ყველაზე კარგი შედეგი ქონდა ჩვენს ნაკრებს. ანუ 1996 წლის ევროსესარჩევზე აიღო მესამე ადგილი. თუ არ იცი, რას წერ ჯიგარ!!

• SANDRO

რა ცაიხვიეტ ეს ფიზმომზადება? ჯერ გუშინვე იმ კომენტატორებმა გახვრიტეს არაკომპეტენტურობიტ ტვინი ფიზმომზადებაზე გადაბრალება გავს ერტ რუსულ გამოტქმას ცუდ მოცეკვავეს ყვერები რომ უსჰლიდა ვიტომ!

• გიორგი

ფიზმომზადების მწვრთნელი რას უშველის, როცა ვარჯიში ეზარებათ.... ნეტარ არიან მორწმუნენი...დისციპლინაა მთავარი...ამის გამკეთებელი კი არავინ არის.... ხალხის გადაყრილი ფულია წყალში...

• sano

ჩივაძე იყო ნაკრების მწვრთნელად და ვერ ივარჰა,არ გახსოვთ?ახლა ხელახლა ისევ მწვრთნელად მოგვევლინა! არაა მისი საქმე და სხვაგან ნახოს რამე,თუნდაც ტექნიკურ დირექტორად,თუ მაინცდამაინც უნდათ ფეხბურთში დაასაქმონ!

• vas

რატომ ხარჯავენ ამდენ ფულს ფეხბურთში ჩვენი ქვეყნის ფინანსური მგომარეობიდან გამომდინარე, არ ჯობია სხვა სპორტზე გადანაწილდეს ეს თანხები, ფეხბურთის მდგომარეობა დღითი დღე უკან მიდის, ფედერაცია კიდევ მარტო მათი ჩინოვნიკების ფულის საჭრელ მანქანად აქციეს

• oto

ეს ცჰავადძე ვეტერანები და აგმასკომი გუპავენ ქარტულ ბეხბურტს მოაშორეტ რაა

• Levan

რით ვერ გაიგეს ... რომ გუნდი უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ამოვიდა ყელში ამდენი დავრდომილი, უძალობით ქანცგაწყვეტილი ფეხბურთელის ყურება. უდისციპლინობა, ნუთუ არ შეიძლება გუნდი დაკომპლეკტდეს იმ ადამიანებით რომლებიც ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევიან. სიგარეტი, პლანი, დალევა გრიალი. ეს ბარდაგი უნდა შეწყდეს.

• oto

კითხვები ჩივაძესთან კი არა არამედ ქართული გუნდების მწვრთნელებთან უნდა იყოს - ელემენტარულად არ შEუძლიათ რომ გუნდი ფიზუკურად მოამზადონ - ორ დღეში კიდევ ჩივაძე ვერ მოამზადებს იმას რასაც წლები ჭირდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და უნიათო არაპროფესიონალი მწვრთნელიები და კლუბი რომლებსაც ენანებათ ფიზმომზადების მწვრთნელებში ფულის გადახდა -

• glaxuna

გ ა უ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ა ტ... უ ს უ ს ტ ე ს ი ფიზიკური მომზადების შ ე დ ე გ ი !!! აი როცა დადგება უ მ წ ვ ა ვ ე ს ა დ ეს პრობლემა ქარტულ ფეხბურტში, სპეციალური ფიზ-მომზადების მწვრთნელების ჩ ა რ თ ვ ი თ... მაშინ შეიძლება წარმატებებზე საუბარი...

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

"სამტრედიის" მეკარის ურთულესი სეივები "დილასთან" მატჩში [VIDEO]

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მეოჯახეები, შეყვარებულები და გაღიმებული ზუროსი

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

მაროკო მუნირის მათ ნაკრებში თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობს

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს

"საბურთალომ" "სტიაუასთან" მატჩამდე თავისი აღზრდილი მეკარე დაიბრუნა

ჩემპიონთა საერთაშორისო თასი: "ბარსამ", "რეალმა" და "ჩელსიმ" მოიგეს [VIDEO]

"ბარსელონამ" "ესპანიოლთან" ელ ჰადადის დუბლით მოიგო [VIDEO]

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ

თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია

მუნირს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში თამაშის უფლება არ დართეს

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"ბარსელონამ" მუნირი არენდით "ალავესში" გაუშვა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა

თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

პაკო აქა, მუნირი იქა - კატალონიურ-ვალენსიური როქი

ბაჩანა არაბული: საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ესპანეთში ორი წელიწადი დავკარგე

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

U21. ესპანეთი-საქართველო 5:0 - ძალიან შორს თანამედროვე ფეხბურთისგან [VIDEO]

ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]

უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]

U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]