ქუთაისელთა ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, უზბეკეთში იწვევენ
გია მეგრელაძე ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა, მაგრამ ერთ დღესაც გიორგი დარასელიასა და მისი გზები გაიყო. მას მერე მეგრელაძე არსად ჩანდა...

შევიტყვეთ, რომ ქუთაისელთა ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, უზბეკეთში იწვევენ და შესაძლოა, მალე იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ეს ინფორმაცია თავად მეგრელაძესთან გადავამოწმეთ.

"დიახ, უზბეკეთიდან შემოთავაზება ნამდვილად მივიღე. დარწმუნებული ვარ, უმუშევრად დიდხანს არ გავჩერდები, მაგრამ რომელ გუნდში მიწვევენ, ამაზე ჯერ არ დავკონკრეტდები, რადგან ორ გუნდზეა ლაპარაკი. მალე უნდა გავემგზავრო და ყველაფერს ადგილზე გავარკვევ", - ამბობს მეგრელაძე.

ის არ მალავს, რომ "ტორპედოდან" გაშვებით გულნატკენია:

"სამწუხაროა, რომ ქუთაისის "ტორპედომ" ასე იოლად გამისტუმრა. მგონია, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. ამ დროს, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, უზბეკეთში რომ გამიხსენეს. იქ სულ წელიწად-ნახევარი ვითამაშე, მაგრამ არ დამივიწყეს. მაგრამ "ტორპედო" მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები - ყველგან და ყოველთვის "ტორპედოს" გულშემატკივრად დავრჩები.

რაც ამ გუნდის სახელით მეგრელაძეებმა გოლები ვყარეთ, დარწმუნებული ვარ, იმ რეკორდს ვერც ერთი გვარი ვერ მოხსნის. ჩემი შვილი თუ დაამატებს, რომელიც ახლა "საბურთალოში" თამაშობს".

მეგრელაძე ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა:

"როცა გავიგე, რომ კობიაშვილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, იმ დღიდან მას ვგულშემატკივრობდი, რადგან პროფესიონალიზმის გარდა, წესიერებითაცაა ცნობილი. ქართულ ფეხბურთს კი პროფესიონალიზმის გარდა, დღეს არანაკლებ სწორედ წესიერება სჭირდება.

ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ და რა პრობლემები გვაწუხებს. დარწმუნებული ვარ, კობიაშვილმა კარგად იცის, ჩვენს ფეხბურთს რაც სჭირდება და მას ამ კრიზისიდან გამოიყვანს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გიორგი დარასელია საქმეს შეუდგა - ქუთაისის "ტორპედომ" მზადება დაიწყო [PHOTO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დილა-ტორპედო 2:1 - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
გიორგი დარასელია: ჩვენ ქუთაისის "ტორპედოში" სწორედ ამ მიზნით ვიმუშავებთ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი კორიფაძე: თუ საკითხი გადაწყდება, ქუთაისში სიამოვნებით ვითამაშებ