ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. ესპანეთი-საქართველო 5:0 - ძალიან შორს თანამედროვე ფეხბურთისგან [VIDEO]

U21. ესპანეთი-საქართველო 5:0 - ძალიან შორს თანამედროვე ფეხბურთისგან [VIDEO]

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი
ჯგუფის ფავორიტ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საგარეო მატჩს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები სოლიდური დანაკლისით შეხვდა. კაპიტანი ოთარ კაკაბაძე და ლიდერი მათე ცინცაძე ეროვნულ გუნდში არიან, გიორგი აბურჯანიამ კი ალმერიული მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა. იყო რამდენიმე ტრავმაც.

ესპანეთმა ზედ თამაშის წინ მოისაკლისა ერთ-ერთი ლიდერი მაიორალი. ალბერტ სელადესმა თადარიგში გაამწესა ბარსელონელი მუნირ ელ ჰადადი, რაც, ერთი შეხედვით, მოულოდნელი იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ესპანელთა უპირატესობით დაიწყო. პირენეელებმა თავიდანვე მოიხელთეს ბურთი. აშკარა საგოლე მომენტებამდე კი თავიდან საქმე არ მისულა. პირიქით, ქართველებმა რამდენჯერმე აანერვიულეს ადგილობრივი პუბლიკა.

მე-10 წუთზე გიორგი პაპუნაშვილს აუცდა დარტყმული. მერე ნიკა კაჭარავამ დაჯაბნა ორი ესპანელი მცველი, თუმცა მახვილი კუთხიდან მეკარე არისაბალაგას ვეღარ აჯობა...

ეს იყო და, ესპანელებმა ჭკვიანურად გათამაშებული "სტანდარტულიდან" გაგვიტანეს. მარკო ასენსიომ შენიშნა კარგად გახსნილი ჟერარ დეოლოფეუ და "ევერტონის" ნახევარმცველმა გამოზომილი დარტყმით აიღო ქართველთა კარი.

ტაიმის მეორე ნაწილში პატარა "ფურია როხამ" შედარებით მოუჭირა მარწუხებს და 32-ე წუთზე იმავე დეოლოფეუმ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 2:0.

ზოგადად, ფეხბურთისთვისაა კარგი, რომ მართლაც უდიდესი ტალანტი იწყებს ჯერ კიდევ წლების წინ გაცემული ავანსების გამართლებას, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მისი აღმასვლა თბილისურ და ალმერიულ მატჩებს არ დამთხვეოდა. დეოლოფეუ თბილისურ მატჩშიც საუკეთესო იყო...

პირველი ტაიმის ბოლოსთვის ჩივაძის შეგირდებმა ორჯერ შეაწუხეს ესპანელთა მეკარე. მე-40 წუთზე ბურთი ნიკა კაჭარავამ მოიგდო და გიორგი პაპუნაშვილს გაატანა. ამან კარგი პასი შეაყოლა საბა ლობჟანიძეს, რომლის დარტყმულს არისაბალაგა ადგილზე დახვდა და იქვე, მეორე მცდელობაც განმუხტა.

41-ე წუთზე კი ესპანეთის ნაკრები მეკარემ აშკარა გოლისგან იხსნა გიორგი ფანცულაიას დარტყმის შემდეგ, რომელიც ეფექტურ კომბინაციას აგვირგვინებდა.

ქართველებს ბურთის დაჭერა და შეტევის წამოწყება არ გამოსდიოდათ. გამონაკლისი იყო ეპიზოდი ინიაკი ვილიამსის გოლის (3:0) შემდეგ, როცა პაპუნაშვილის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მერე და მერე ჩვენი გუნდი სულ უფრო მოიშალა და ესპანელებმა ხუთამდე აიყვანეს სხვაობა. მეხუთე ლურსმანი დეოლოფეუმ ჩაგვაჭედა, რომელმაც ჰეთ-თრიკი მიითვალა.

აღარც კი ვიცით, რა ვთქვათ და რა დავწეროთ. ისედაც ყველაფერი ცხადია. ჩვენგან თანამედროვე ფეხბურთი ძალიან შორსაა, ვერც ფიზიკურად და ვერც ტაქტიკურად ვერ ვართ მზად.

ეს ჩვენი ოდინდელი სენია, რომლის დაძლევას პირი არ უჩანს...

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი

12.11. ალმერია. "ესტადიო დელ მედიტერანეო"

ესპანეთი-საქართველო 5:0

გოლები: 1:0 დეოლოფეუ (17), 2:0 დეოლოფეუ (32), 3:0 ვილიამსი (54), 4:0 სებალიოსი (65), 5:0 დეოლოფეუ (80)

ესპანეთი (4-1-4-1): არისაბალაგა - მანკილიო, ჯონი, დუარტე, გაია - როდრიგესი (67. კამარასა) - დეოლოფეუ, ასენსიო, ტორესი, სუარესი (56. სებალიოსი) - ვილიამსი (72. ელ ჰადადი).

სათადარიგოები: პაუ, ვალიეხო, ნოელი, მერე

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

საქართველო (4-3-2-1): ქურდაძე - გეგეჭკორი, გადრანი, დვალი, უბილავა - ფანცულაია (46. შულაია), ცნობილაძე, ლობჟანიძე (62. ქოჩლაძე) - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი - კაჭარავა (78. კერძევაძე).

სათადარიგოები: მიქავა, ენდელაძე, რ. ჭანტურია, მარგველაშვილი

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გაფრთხილება: შულაია (50), გაია (80)

არბიტრი: ხ. ნიკოლაიდესი (კვიპროსი).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12

2. ესპანეთი 4 3 1 0 13-3 10

3. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7

4. საქართველო 5 2 0 3 8-11 6

5. სან მარინო 5 0 1 4 0-13 1

6. ესტონეთი 5 0 1 4 0-14 1

უახლოესი მატჩები

15 ნოემბერი

სან მარინო-ესტონეთი

17 ნოემბერი

საქართველო-შვედეთი

ხორვატია-ესპანეთი

"ესპანურმა ძალამ ქართული აღმართი მოხნა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• khai taraqunem respublik

იმენნა ჩვენი დაცვა გაათახსირეს ესპანელებმა!!! ან რა არის მეკარეს მარჯვენა გვერდი ტკიოდა?! უკვე U17- დან უცხოელი მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელია საჭირო!!

• ruis

Zogadad zal shors vart yvelafershi fexburti gamonaklisi ver gaxdeba...

• gio

ასაკობრივ ნაკრებს აძლევენ რჩევებს ცხადაძე და ჩივაძე თავისი ნაკრების ვერაფერი გაუგიათ არ გრცხვენიათ?ამ ანგარიშის სულ ნაცნობების და დარეკვით ყავთ აყვანილი ფეხბურთელები თუ ტყუილია აგერ შედეგი ნეტა ტუ არ გრცხვენიათ ორივეს

• sandrika

თქვე ფარჩაკებო თქვენ დადეთ თავი ბოლომდე და იბრძოლეთ მაინც,რაუნდათ ამათ ნაკრებში და საერთოდ ფეხბურთში?,თქვენზე მაგარი ბიჭები უყურადღებობის გამო ფეხბურთს თავს ანებებენ,აი ესააა საქართველო არაფერი გვეშვლება სანამ არ შეიცვლება ყველაფერი.უბან უბან უნდა იარონ ამ უვიცებმა და ნახონ ნამდვილი ტალანტები ,მაგრამ ვის აინტერესებს ეგენი, მთავარია ახლბლობა საქართველოში.

• zviadi

დატოვეთ ჩივაძე გაბელია კიდე თქვე უნამუსოებო

• მურთაზი

ჩვენი ფეხბურთის ნაყურებით გავამდიდრე აფთიაქი

• vova

ეუფ...ამაზე რა კომენტარი უნდა დაწეროს თავმოყვარე ადამიანმა?!

• kaxi

ჩივაძეს რა უნდა ნაკრების მწვრთნელათ? ფუი..............

• გუჯა კახაძე

ალეკო კაკაურიძე:"ჩვენგან თანამედროვე ფეხბურთი ძალიან შორსაა, ვერც ფიზიკურად და ვერც ტაქტიკურად ვერ ვართ მზად".

• zurab

giga მართალი ხარ. როგორც ჩანს, ესენი არველაძე-სიჭინავას მისტირიან, თორემ რა უბედურებაა ამ ბოლო დროს? ფიასკოა მთელს ფრონტზე ფეხბურთში!

• gio

ქეცბაიას ბრალია ეგ ყველაფერი:)

• ჯუბა

ცხადაძის მოთხოვნა იყო რომ ყველა ნაკრებს{ეროვნულს და ასაკობრივებს} ერთი და იგივე სქემით და ტაქტიკით ეთამაშად და აი ყველა ნოლზე და დიდი ანგარიშით აგებს,მივაღწიეთ მიზანს!!!

• dato

თუ არ ჭირდება ენდელაძე ჩივაძეს რას დაყავს ამხელა გზაზე, დაანებოს თავი. უკეთესები კი ყავს და მიტომოც აქვს შედეგი.

• ფუ შენი...

რა სირცხვილია ტოო

• Kaxa

Iსევ გავიმეორებ და ვიტყვი რო დავანებოთ ამ ფეხბურთის თამაშს თავი , არაა ეს ჩვენი საქმე

• giga-s

პირიქით. ჯობია ქონდეს ნამდვილი სურათი, რათა უფრო სწორი დაგეგმვა გააკეთოს. სწორი დაგეგმვა/დასაწყისი საქმის ნახევარია.

• giga

როგორ არ მინდა კობის პრეზიდენტობის დასაწყისი, ასეთი უიმედობის თანმხლებით მიდიოდეს. ყისმადი მართლაც ბევრ რამეს ნიშნავს. ასაკობრივ ნაკრებებში, რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი. მწვრთნელები, რომლებიც ვეღარ გაჩავენ, უნდა დავემშვიდობოთ. მადლობა და ნახვამდის.

• irakli

არ არის ჩივაძის საქმე მწვრთნელობა! რა ყველაფერი უნდა ამ კაცს იყოს. დიდი ფეზბურთელი იყო და ნუ გაიბანძებს თავს.

• ალეკსანდრე

ადრე ასაკობრივი ნაკრებები, ასე ტუ ისე დასტოინად ტამასობდნენ,ეხლა ეგენიც დიდებს დაემსგავსნენ, არა რაგბის მივხედოტ, ფეხბურტი ცვენი სპორტი აგარ არის

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

U21. საქართველო-ესპანეთი 2:5 - კითხვები ალექსანდრე ჩივაძის მიმართ [VIDEO]

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა

გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა

ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

ბაჩანა არაბული: საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ესპანეთში ორი წელიწადი დავკარგე

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა

U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]