დღეს "დინამო არენაზე" ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან
აი, ახლა კი ნამდვილად "მოგვიწევს" საფეხბურთო წელიწადის გაცილება! დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩებია და 2015 წლის საფეხბურთო "ცხოვრების" ოფიციალური ნაწილიც დასრულდება.

გადაწყვეტილება შეიცვალა: ქართულ "კლასიკოზე" ქომაგსაც დაუშვებენ

ვნახოთ, თასისთვის ბრძოლას შემორჩენილი 8 გუნდიდან რომელს გაუმართლებს, უფრო ზუსტად, რომელი ოთხი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას ფინალში მოსახვედრად.

დამატებით ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ თითქმის ოთხივე მატჩში შემორჩენილია ინტრიგა და დღევანდელი დაპირისპირებებიდან რომელიმეში მოვლენების დრამატულად განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ.

ზოგან, შესაძლოა, დამატებითი დრო დაინიშნოს, ზოგან - პენალტების სერია...

16.12. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 13:30

ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი

(პირველი მატჩი 0:1)

დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

ურთიერთშეხვედრები თასზე

1: +0 =0 -1, 0:1

ისე, როგორც ამ გუნდებს შორის გასამართი პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, ამჯერადაც ძალიან ძნელია, რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი რომ მივანიჭოთ, თანაც, ამ შემთხვევაში საერთოდაც უადგილოდ გვეჩვენება იმ ფაქტის ხსენება, რომ მეტოქეები დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში გამოდიან: "ზუგდიდი" - უმაღლესში, "ვიტ ჯორჯია" - პირველში.

დავანებოთ თავი ტრადიციასა თუ სტატისტიკას ("ვიტ ჯორჯია" ცამეტჯერ არის გასული მეოთხედფინალში, 2010 წელს კი სულაც თასი მოიგო): "ვეტერინარებმა" ამ გათამაშებაში უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს და მეოთხედფინალამდე ჯერ "საბურთალოს" ბარიერი გადალახეს, მერე კი - ბათუმის "დინამოსი"!

არანაკლები სიურპრიზი იყო "ზუგდიდის" გამოსვლა მერვედფინალში, როცა ორი მატჩის ჯამში "დილას" აჯობა. თანაც, "ზუგდიდის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც ექნებათ: 1997 წლის შემდეგ ამ ქალაქის გუნდებს ხომ ნახევარფინალამდე არ მიუღწევიათ.

თუმცა არანაკლები მოტივაცია უნდა ჰქონდეს "ვიტ ჯორჯიას", რომლის მართლაც მარადიული პრეზიდენტის, გურამ რუხაძის აბსოლუტურ რეკორდს საქართველოში, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს: მალე 20 წელიწადი გახდება, რაც ეს კაცი ამ კლუბს პატრონობს!

ეგ კი არა, მართლაც საინტერესოა, ევროპული "მასშტაბით" რამდენ პრეზიდენტს ექნება მსგავსი ან უკეთესი მაჩვენებელი? ალბათ, ძალიან ცოტას...

16.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 13:30

შუქურა-ჩიხურა

(პირველი მატჩი 0:2)

დისკვალიფიკაცია: გიორგი განუგრავა (ჩიხურა)

ურთიერთშეხვედრები თასზე

5: +0 =0 -5, 2:18

მასპინძლები ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგანან: ნახევარფინალში გასასვლელად, სულ მცირე, ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგონ და, შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი.

თანაც, ბევრისთვის მოულოდნელად, არცთუ ურიგო კონტინგენტის მქონე "შუქურა" ამ ბოლო დროს ერთობ წარუმატებლად თამაშობს: თეიმურაზ შალამბერიძის დამოძღვრილ გუნდს ჩემპიონატსა და თასზე უკვე ექვსი მატჩია, არ მოუგია!

საპირისპირო სიტუაცია (გნებავთ, განწყობა) უნდა იყოს მეტოქის ბანაკში: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში "შუქურა" და "ჩიხურა" მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: პირველი სათასო მეოთხედფინალური მატჩის მსგავსად, ჩემპიონატის შეხვედრაშიც იმარჯვეს; ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ორი მატჩი სულაც ოთხდღიან ინტერვალში ჩატარდა...

16.12. ბოლნისი. "თ. სტეფანია". 13:30

სამტრედია-სიონი

(პირველი მატჩი 0:0)

დისკვალიფიკაცია: ოთარ კობახიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე სიონი) - გაბრიელ თებიძე (სამტრედია)

ურთიერთშეხვედრები თასზე

1: +0 =1 -0, 0:0

ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც პირველ მატჩამდე მივანიჭებდით რომელიმე გუნდს და ვერც საპასუხო მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ. ანუ იმის თქმა გვსურს, რომ ორივე გუნდს აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვს, ნახევარფინალში გავიდეს. მით უფრო, რომ პირველი მატჩის შედეგი ისეთია, უპირატესობას ვერც ერთ გუნდს ვერ მიანიჭებს ვერავინ.

უბრალოდ, მეტოქეებმა ბოლო მატჩებში სხვადასხვა შედეგი აჩვენეს: "სამტრედიამ" ჩემპიონატში ზედიზედ სამი მოგებით პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა, "სიონი" კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

არადა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ქვემოქართლელთა შედეგები, ვარლამ კილასონიას საკადრო პრობლემები რომ არ შექმნოდა პირველი წრის მიწურულს: დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლის გამო "სიონი" პირველ სამეულსაც დაშორდა (ოღონდ, მცირედით) და დღესაც ურთულესი თამაში ელოდება გუნდთან, რომელთანაც... 4 დღის წინათ დამარცხდა ასევე საშინაო შეხვედრაში!

ჰო, "შუქურა"-"ჩიხურას" წყვილის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა: "სიონმა" და "სამტრედიამ" ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთში მესამე ოფიციალური მატჩი უნდა ჩაატარონ. ისე, საკადრო პრობლემა დღეს "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძესაც ექნება, თანაც, სერიოზული: ძირითადი მეკარე გაბრიელ თებიძე დისკვალიფიცირებულია.

..."სიონი" მეათედ არის გასული საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "სამტრედია" კი - მეხუთედ, საუკეთესო შედეგი კი ორივესათვის ფინალისტობაა (თითო-თითოჯერ).

16.12. თბილისი. "დინამო არენა". 16:00

დინამო (თბ)-ტორპედო

(პირველი მატჩი 1:0)

დისკვალიფიკაცია: ლაშა შინდაგორიძე (ტორპედო)

ურთიერთშეხვედრები თასზე

6: +4 =2 -0, 10:3

სამი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლენილი იქნება, როცა ძველი მეტოქეების დაპირისპირება დაიწყება, სადაც, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს: 23 ოქტომბრიდან მოყოლებული, თბილისის "დინამომ" ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო და მათ შორის, პირველი სათასო დაპირისპირებაც.

იმ შეხვედრაში თავი გამოიჩინა დინამოელთა ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და სამიოდ წუთში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.

..."დინამოსა" და "ტორპედოს" თითქმის ყველა დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც სათასო მატჩები იყო. თუმცა, საქართველოს თასის გათამაშების 25-წლიან ისტორიაში ქუთაისელებს ჯერჯერობით არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ თავიანთი პრინციპული მეტოქისთვის: ორჯერ მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა, ერთხელ კი - ფინალში.

ეს ბოლო მატჩი (2004 წელს რომ გაიმართა) იმითაც იყო საინტერესო, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მაშინაც გია გეგუჩაძე გახლდათ (რომლისთვისაც პირველი სამწვრთნელო ტიტული იყო), ხოლო ქუთაისელთა იმდროინდელი გუნდის ორი ნახევარმცველი, შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დღესდღეობითაც "ტორპედოში" თამაშობენ.

ძალიან საინტერესო ფინალი გამოდგა, რომლის პირველი ტაიმიც ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა "ტორპედომ" მოიგო (გოლი მართლაც მოუხელთებელმა ფორვარდმა სულიკო დავითაშვილმა გაიტანა), შესვენების შემდეგ კი დინამოელთა მცველების, შოთა კაშიასა და ლევან სილაგაძის ზუსტი დარტყმების შემდეგ თბილისურმა გუნდმა თავისი მორიგი ტიტული მოიპოვა.

არანაკლებ საინტერესო იყო ამ გუნდების პირველი სათასო დაპირისპირებაც, როცა 1992/93 წლების თასის გათამაშების ნახევარფინალში გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ორივე მატჩი (3:0, 3:1) მოუგო კიდევ ერთი გამორჩეული მწვრთნელისა და პიროვნების, გიგა ნორაკიძის დამოძღვრილ "ტორპედოს".

აღსანიშნავია, რომ პირველ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა შოთა არველაძემ, საპასუხოში კი 2 გოლი არჩილ არველაძემ გაიტანა, ერთიც - შოთამ! საერთოდაც, იმ გათამაშებაში "დინამომ" მეტოქეთა კარში 31 გოლი გაიტანა და აქედან ნახევარზე მეტი ძმები არველაძეების ანგარიშზე იყო: აჩიკომ 8 გოლი გაიტანა, შოთამ - 7, რეზომ - 6! ბარემ, იმასაც ვიტყვით, რომ ძმები არველაძეების "გოლაობა" იმ გათამაშების ფინალშიც გაგრძელდა, როცა თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო: რეზომ დუბლი შეასრულა, შოთა და აჩიკო კი თითო გოლს დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niaza
სამტრედიის გამგეობამ 50 ლიტრი საწვავი ვერ გამონახა ბალეშიკების ბოლნისამდე წასაყვანად მაგრად ამანდრაჟებენ ნაცისტები მაგათ გაუგეთ და ბალეშიკებს არა მაგარია
status quo
ერთი თქვენი ქართული ფეხბურთიც და თქვენი ჩაწყობილი თამაშების დედაც...
ზაზა
კლასიკო )))))))))))))))
დათო
მადლობა სფფს რომ მიხვდა და კლასიკო მაყურებლის გარეშე არ დატოვა! ამას არველაძის ხელისუფლება ვერ მოიაზრებდა
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ვილი ისიანი: მეხუმრებიან, გურიის ჰაერი შენზე კარგად მოქმედებსო
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"