ლანჩხუთის "გურია" ურეკში მზადებას უკრაინელ ახალწვეულებთან ერთად აგრძელებს
ლანჩხუთის "გურია" ურეკში მზადებას აგრძელებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია: 19-წლამდელთა ნაკრებისა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მეკარე გაბრიელ თებიძე, ესპანური "ალავესის" ასაკობრივ გუნდში გაწვრთნილი კოკა ღაღანიძე, "ჭიათურის" ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი, ლატვიური "დაუგავპილსის" ცენტრალური მცველი ბუკა ცინცაძე, თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი მჭედლიშვილი და "დინამო 2"-ის თავდამსხმელი ვაჟა მათიაშვილი.

ორი მოთამაშე კი უკრაინიდან ჩამოვიდა: 20 წლის ნიკიტა კონოვალოვი და 27 წლის იური შეველი. პირველზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ დონეცკის "ოლიმპიკში" ირიცხებოდა, შეველი კი კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, შემდეგ უკრაინის პირველი ლიგის "ოდესაში", მოლდოვურ "დაჩიასა" და ბელცის "ოლიმპიაში" აგორებდა ბურთს. იყო უკრაინის 16, 18, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი.

მთავარი კი, ალბათ, ის არის, რომ 8-თვიანი პაუზის შემდეგ ლანჩხუთში გასული სეზონის მთავარი გოლეადორი ვილი ისიანი დაბრუნდა. ზაფხულში ის მშობლიურ ბოლნისის "სიონში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ევროსარბიელზეც იასპარეზა და ალბანურ "ფლამურტარისთან" თავი ჩინებული გოლებითაც დაგვამახსოვრა.

ამ ზამთარს 23 წლის თავდამსხმელი აზერბაიჯანის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, ლენქორანის "ხაზარში" ისინჯებოდა, მაგრამ... საბოლოოდ, ისევ "გურიაში" აღმოჩნდა. მან "გურიას" ფორმა ურეკში, ბათუმის "ადელთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო და გოლიც გაიტანა, ისევე, როგორც ლევან ინგოროყვამ და გუგა შეწირულმა. ამ გოლებით თემურ ლორიას გუნდმა 3:0 მოიგო.

"ლელომ" ვილი ისიანს ჰკითხა, თუ რატომ არ შედგა "ხაზარში" მისი ტრანსფერი:

"იანვრიდან "ხაზარში" ვემზადებოდი, მაგრამ მერე რაც მოხდა, გაუგებრობა იყო. მეტს აღარ დავაკონკრეტებ.

ტრანსფერი რომ არ გამოდის, იწყება გარკვევა, თუ ვინ იყო დამნაშავე. ფაქტია, რომ ამით ფეხბურთელი ზარალდება. გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება.

"გურიის" ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ, რადგან მათ ნდობას ვგრძნობ. მეგობრები მეხუმრებიან, შენზე გურიის ჰაერი კარგად მოქმედებსო და მართლებიც არიან.

არც მდიდარი კლუბია და პირობებითაც არ გამოირჩევა, მაგრამ გუნდში ისეთი ატმოსფეროა, თამაში გესიამოვნება. გულშემატკივრებისთვის ახლა მეტის გაკეთებას ვეცდები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chiko
რა მოხდა მერე შე კაცო. სამტრედიის გუნდის ერთერთ ყოფილ ფეხბურთელს 2 პაჩკა წითელი პირელი არ ყოფნიდა დღეში და ვერ თამაშობდა კაი ფეხბურთს თუ რა
სალომე
სიგარეტი თუ გთხოვა მაგის გამო შეიძლება შეიძლება გვქონდეს რაიმე წარმოდგენა ადამიანზე? არავის ვესარჩლები უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე :)))
bolniski
ახლა არ თქვათ თუ კაცი ხარ ესეც ნაკრებში გამოვიძახოთო, სულ არ დამავიწყებიოთ ქართული ფეხბურთი. რამდენჯერ ქუჩაში გაუჩერებივარ, სიგარეტი უთხოვია და ამას რა უნდა დიდ გუნდში))))))))))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
"ბაიერნთან" მომავალი მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
უმაღლესი ლიგა. XXI ტური: "სამტრედიამ" მოიგო და ისევ მეორეა [VIDEO]
გურია-საპოვნელა 3:0 - ჟორდანიამ "გურიაში" 51-ედ... ითამაშა [VIDEO]
კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელია
უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლანჩხუთის "გურია" ვარლამ კილასონიას კანდიდატურას განიხილავს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მარტვილის "მერანიდან" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შალვა ღონღაძეც წავიდა
ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...
შუქურა-ლოკომოტივი 2:1 [VIDEO]
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
ბუკა ცინცაძე "დაუგავაში" დაბრუნდა
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბუკა ცინცაძის მორიგი ნაბიჯი: "დაუგავა", "ვენტსპილსი" თუ საქართველო
ლანჩხუთის "გურიამ" ამხანაგური მატჩი ბათუმის "დინამოსაც" მოუგო
"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დილა-გურია 5:0 - ჯავრი გურულებზე იყარეს [VIDEO]
"გურია": ბიუჯეტი მილიონამდე, ახალწვეულები ესპანეთიდან და ლატვიიდან
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
გურია-ზესტაფონი 1:0 - შინ მაინც არ აგებს [VIDEO]