სახელმწიფო კლუბების სატკივარი და საფეხბურთო ბიზნესის პერსპექტივა
ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, "ცხინვალის" დირექტორი და თბილისის საკრებულოს წევრი მურთაზ შელია ამბობს, რომ ქართულ ფეხბურთს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება...

"თუ ფეხბურთს არ მიეხედა და ფინანსები არ ჩაიდო, წლები დაიკარგება და სიტყვას გაძლევთ, უარეს დღეშიც აღმოვჩნდებით.

ჩვენთან თაობები მოდიან, მაისურაძის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ცეცაძემაც გაიყვანა, მაგრამ დღეს ამ ფეხბურთელებიდან რომელია ძლიერ გუნდში? სამწუხაროდ, მათ ხელი ვერ შევუწყვეთ და ერთ ადგილს ტკეპნიან. იმიტომ, რომ ძალიან დაბალი დონის ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს.

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია - მე ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გავიზარდე და იქ მეჩაიეთა ბრიგადები რომ გუნდებს აკეთებდნენ, მათზე მაღალი დონის ჩემპიონატი არ გვაქვს", - ამბობს მურთაზ შელია.

"ცხინვალის" დირექტორი განიცდის, რომ ბევრად სუსტმა საფეხბურთო ქვეყნებმაც გაგვისწრეს:

"გული მწყდება, რომ ევროპის ლიგაზე გავიდა აზერბაიჯანის ორი გუნდი; ყაზახეთის, ბელორუსისა და ალბანეთის წარმომადგენლები, საქართველოს გუნდები კი პირველივე ეტაპზე გამოვარდნენ.

ბორისოვოს ბატე როდის დაარსდა, ან ტირასპოლის "შერიფი" და ალბანური "სკენდერბეუ"? აზერბაიჯანელებს, მოლდოველებსა და ალბანელებს ყოველთვის ვუგებდით, სანამ დონეს მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებდით, მაგრამ დიდი ფული ჩადეს და გაგვისწრეს. იმითაც გაძლიერდნენ, რომ ლეგიონერები მიიზიდეს, პატარა ბავშვებმა კი ფეხბურთი და ქცევა მათგან უნდა ისწავლონ. მაგალითად, აეკ-მა ასაკოვანი გუდიონსენი ჩაიყვანა, რომელმაც თბილისის "დინამოს" ევროპის ლიგის ჯგუფში გასვლის შანსი მოუსპო.

ჩვენი ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის სახელოვანი უცხოელების ჩამოყვანა გვჭირდება, რომელთა სანახავადაც ხალხი ოჯახებით ივლიან, რომლებზეც ბავშვები ეზოებში ილაპარაკებენ და მისი თამაშის ნახვის სურვილი გაუჩნდებათ. ჩვენ კი დიდ კრიზისში ვართ და ამას მხოლოდ ფული უშველის. ესაა გამოსავალი, დანარჩენი ყველა ლაპარაკი ფუჭია.

500-ლარიანი ფეხბურთელით ჩემპიონატის ჩატარებას აზრი არ აქვს. ამ დროს, აზერბაიჯანში მინიმალური ბიუჯეტი 5-6 მილიონი ევროა, მაქსიმალური კი - 50 მილიონი ანუ, დაახლოებით, 130 მილიონი ლარი. მილიონიანი ბიუჯეტებით მათ გუნდებს როგორ უნდა ვაჯობოთ"?

შელიას "ცხინვალის" მაგალითი მოჰყავს:

"მარტო სტადიონებისა და მოედნების არენდაში "ცხინვალი" წელიწადში 200 ათასამდე ლარს ხარჯავს. დავითვალეთ: გუნდს მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისთვის წელიწადში 2,5 მილიონი ლარი სჭირდება. მილიონი და მილიონნახევარი ლარით საქმე არ გამოვა და წყალში გადაყრილი იქნება, რადგან რეალურად, ვერც გუნდს ვაკეთებთ და პროგრესიც შეუძლებელია.

უფულო გუნდი ისევეა, როგორც მოცურავე - უწყლო აუზში. დღეს ჩვენ არც სტადიონი გვაქვს და არც ბაზა, მაგრამ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე ვართ, რაც სასწაულია. ეს ბიჭებისა და კახა კაჭარავას სტაფის მონდომების შედეგია.

არ მინდა, რომ გუნდი ფინანსების გამო დაიშალოს. ამბიციური კაცი ვარ და ფული თუ არ გვექნება, აღარც მიზანი იქნება. ესაა ჩემთვის დაშლის ტოლფასი, თორემ ჭრიჭინა გუნდი ყოველთვის გვეყოლება, რომელიც ქართულ ფეხბურთს ვერაფერს შესძენს.

საერთოდაც, უნდა შეიქმნას ყველა პირობა, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გუნდები ღირსეულ პირობებში იყვნენ. დიმა სანაკოევისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ის დიდ ქართულ საქმეს აკეთებს და ჩვენსა და ოსებს შორის ურთიერთობის მოგვარებაშიც დიდ როლს ასრულებს. მას და გუნდს მხარდაჭერა სჭირდებათ".

შელია ამბობს, რომ სახელმწიფო კლუბებს ფეხბურთელების შენარჩუნების ბერკეტები არ გააჩნიათ:

"ჩვენ ხანგრძლივი და სტაბილური დაფინანსების გარანტია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს 3-წლიან კონტრაქტებს ვერ ვუფორმებთ - მაქსიმუმ, ერთწლიანი ხელშეკრულებების საშუალება გვაქვს. ეს კი მოთამაშის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად საკმარისი არაა. აქედანვე გამომდინარეობს, რომ ყოველ წელს შემადგენლობა იცვლება, არასტაბილური გუნდი კი ვერაფერს მიაღწევს.

ახლა ჩვენ ახალგაზრდული ნაკრების 4 კანდიდატი გვყავს, მაგრამ კონტრაქტები დაუმთავრდებათ, წავლენ და ჩვენ მათ აღზრდაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ეს ჩვენი სახელმწიფო კლუბების სატკივარია".

ვეტერანი ფეხბურთელი საინტერესო იდეას გვთავაზობს:

"მაქვს პროექტი და მჯერა, მისი განხორციელებით ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.

ვგულისხმობ შავიზღვისპირეთში საფეხბურთო ბიზნესის განვითარებას. აჭარისა და გურიის სანაპირო ზოლში მცხოვრებლები, ბოლო დროს კი ანაკლიაშიც, მთელი წლის განმავლობში მასობრივად ფულს მხოლოდ ორ თვეში შოულობენ - ივლისის ბოლოს, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში. ყველა ამ დროის დადგომას ელის, დამსვენებლები რომ მიიღონ და ოჯახებში შემოსავალი შეიტანონ. ამის გამო იღებენ კრედიტებს და აშენებენ სასტუმროებს.

ახლა წარმოიდგინეთ, ეს სეზონი 5 თვემდე რომ გაგრძელდეს, შემოსავლები როგორ გაიზრდება და ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე როგორ აისახება. ეს შესაძლებელია, თუ ქვეყანა საფეხბურთო ბიზნესის პოტენციალს გამოიყენებს. საამისოდ, აუცილებელია ბათუმში, ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთში, ჩაქვში, ანაკლიაში მდებარე სასტუმროებში ფეხბურთისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა - სტადიონების, ფიტნესდარბაზების, გადახურული სპორტული დარბაზების, წვიმის დროს რომ გუნდებმა ივარჯიშონ და ასე შემდეგ.

ასე საქართველოში უცხოურ გუნდებსაც მოვიზიდავთ და ზაფხულის გარდა, სეზონი ზამთარსა და ივნისშიც გაგრძელდება, ხალხს კი შემოსავალი გაუჩნდება.

ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამო ხალხი იქით წასვლას ერიდება და ესეც ჩვენი პლუსია. ყაზახეთ-უზბეკეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის გუნდები ჩვენთან ჩამოვლენ, რადგან მგზავრობა იაფი დაუჯდებათ და მათგან ჩამოსული გუნდებიდან მიღებული შემოსავლებიც გვეყოფა. ამ ყველაფერს უნდა ფული და შავიზღვისპირეთი დატვირთული იქნება, ზაფხულში კი ჩვენს მთიან კურორტებს დავტვირთავთ.

დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესიდან ქართული გუნდებიც ისარგებლებენ, რადგან უცხოელებთან სპარინგის საშუალება გვექნება და ქვეყანაში სავალუტო შემოსავალიც გაიზრდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბორი
ჯერ კვერცხი თუ ქათამი?ორივე,ბავშვთა ფეხბურთი თან ეგ ბიზნესი,ერთმანეთის გარეშე უაზრობაა.
ჩორნა
როგორც აზრი ზააან მაგარია მაგრამ როდის დავიწყებთ განხორციელებას,ისე მარტო მაგ აზრის მიღებაში დავხარჯავთ ზაან ბევრ დროს, სტადიონები ინფრასტრუქტურა სასცრაფოდ გვესაჭიროება კარგი სასარგებლო პერიოდია საქართველოსთვის რომ ეს განვახორციელოთ (რუსეთ თურქეთის ურტიერტობას ვგულისხმომ) მხოლოდ ევროპა რატო ევროპა თუ არა კავკასიაც ეყოფა საქარტველოს..მთავარია ეხლა ხელისუფლებამ ივარგოს ინიციატივა გამოხატოს და დროულად მოხდეს ყველაფერი. ისე 25 წლის ვარ და ბათუმის სტადიონის აშენებას ველოდებით მე და ჩემი მეგობრები,მაგრამ არაუშავს კიდევ ერთი 10 წელი და დაიწყებენ აშენებას, ოცნებად გვექცა აქ ჩემ თაობას რომ ტრიბუნიდან უქომაგოთ ჩვენს გუნდს:(
0000
კი, დეკემბერში აქ ჩამოვა ევროპული კლუბების უმრავლესობა +5 გრადუსი სითბოს ფონზე და თურქეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე იტყვის უარს, სადაც 20-22 გრადუსია. რა გიყვართ ამ ზღაპრების დაჯერება?! ან აზერები და ყაზახები რატომ ჩამოვლენ? რა, ანტალიის ფული არ აქვთ?
კროსვორდა
პესიმისტრი მიდგომას მხოლოდ ხრაში მივყავართ. თურქება და კვიპროსელებმა თუ შეძლეს მათ კურორტებზე უცხოური კლუბების ჩაყვანა, მაშინ არც ჩვენ ვართ სხვებზე ნაკლები. ჩვენც ადვილად გამოგვივა უცხოური კლუბების ჩამოყვანა, თუკი ფედერაცია, სპორტის სამნისტრო და ინფრასტრუქტრის სამინისტროები ერთობლივად დაიწყებენ აღნიშნლ თემაზე მუშაობას.
Sheliakudigrdzelia
და ამას ჰგონია, აქ ჩვენთან შემოსევა იქნება უცხოური კლუბების? სეზონზე 3-4 თუ ჩამოვიდა, მადლობა გვექნება სათქმელი რადგან სათანადო დონის ინფრასტრუქტურა კაი ხანი ვერ მოეწყობა
ზვიად სიჭინავა
კი კი ნამდვილად კარგი აზრია საზაფხულო , ან ზამთრის კურტებზე უცხოური კლუბების ჩამოყვანა. ჩვენც დიდი სურვილი გვქონდა აღნიშნულ თემაზე დეტალური განხილვები დაგვეწყო.
მატკივარი.
თუ კი გუნდმა მისით არ გამოიმუშავა თანხა და თვით დაფინანსებით არ იარსება,ის არასდროს თანხას მიზნობრივათ არასდროს დახარჯავს, რაც შეხება სახელმწიფოს დახმარებას,ის უნდა შემოიფარგლოს ინფრასტრუქტურის მოწყობით,დანარჩენი თანხა წყალში იქნება გადაყრილი.
ხონი
სწორი და აუცილებლად გასახორციელებელი იდეა,ჯერი სპორტის სამინისტროზეა
კახი კალაძე
ამ კაცის საფეხბურთო პროექტში ვერაფერი ახალი და სასარგებლო აზრი ვერ დავინახე, მაგრამ რაც შეეხება შავიზღვის კურორტებზე უცხოური კლუბების ჩამოყვანის ინიციატივას, ეს ნამდვილად იდეალური ბრწყინვალე აზრია.
ლმ
კარგი იქნებოდა კავკასიის (ერთ კვირიანი) ჩემპიონატის ორგანიზება ზაფხულზე, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპის ჩამნაცვლებელი იქნებოდა გუნდებისთვის და ფინანსურადაც მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვის.
ლევან კობიაშვილი
კარგი აზრია უცხოური კლუბების ჩამოყვანა შავ ზღვაზე.
ლმ
სექტემბერში, ან ივლისში რომელი გუნდი ჩამოვა სავარჯიშოდ ??? ამ დროს ყველგან მიმდინარე ჩემპიონატია. ხოლო ზამთარში შავიზღვისპირეთში ისეთი ამინდებია როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია კვიპროსის და თურქეთის სანაპირო ზოლს როდესაც იქ გარანტირებული კარგი ამინდია სულ. თუ მთიან კურორტებს დავტვირთავთ ზაფხულის პერიოდში მგონი უფრო საზრიანი იქნება, ვინაიდან მთიან კურორტებზე შედარებით დაბალი ტემპერატურაა და ფიზიკური კონდიციებისვის გასაუმჯობესებლად მშვენიერი შესაძლებლობაა. ამისათვის კი საჭიროა ბევრი სტადიონი და ბევრი სასტუმრო ოღონდ საშუალო ფასიანი.
რამაზი
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ გადასახადები როგორია ბავშვი რო ატარო ფეხბურთზე 140 ლარს იხდი არადა ბევრი ნიჟიერი ბავშვია და ვერ იხდიან ამას მიხედეთ
ჰაკინ ფაშა
გაიხარე ბარატ! მისასალმებელი აზრია შავ ძრვის პირეთში უცხოური კლუბების ჩამოყვანა. თანაც ეხლა რუსეთ–თურქეთის ომს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად დროული და აქტუალური ინიციატივაა.
gio
რატომ არ გაუშვით ჩემი კომენტარი
Eiduri
რას ამბობს ეს კაცი ცუდს და მიუღებელს,რომ ლანძღავთ.
gio
რატომაც არა, სხვისი ფულებით კი აკეტებს საქმეს.
ჯოისტიკა
მე პირადად მხარს ვუჭერ ყველანაირ ნათელ და ჭკვიანურ ინიციატივას ქართულ ფეხბურთში.
გველი
შენ გაიხარე ძმაო! კაი აზრია! შენთან ვართ სულით და გულით!
2015
საკაიფო აზრი აქვს. ეს კაცი გენიოსია. ადრეც მმსმენია მსგავსი ინიციატივები შავიზღვისპირეთში უცხოური კლუბების ჩაოყვანის შესახებ, რაც ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა.
555
შენ და შენისთანებმა დააქციეთ ქართული ფეხბურთი ბიძია. გაძღა ბიუჯეტის ფულებით და ახლა ”ბრძნულ” აზრებს აფრქვევს.
გიორგი
ყველაფერი ფულით არ იზომება ცოტა თავმოყვარეობა და ჯიგარია საჭირო
assa
ნიუ ვასიუკი
giga
პარაშუტი მაინც გაიყოლე ბიძია ასე ნამეტანი რო აფრინდი, ძირს დავარდნა არ იქნება მტკივნეული.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
სპარტაკი-რაბოტნიჩკი 2:2 - მოგებაც შეიძლებოდა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ვაჩვენეთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ქართულ ფეხბურთს ჰქონდა..."
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ᓓᓘᕛᓘᕢᓠᓘ ᓡᕐᓜᓐᓙᓝᓔᓕᓘ: ᓐᓛᓘᓔᓠᓘᓓᓐᕜ "ᓡᓞᕐᓠᓢᓐᓙᓘᓡ" ᓞᓠᓔᕖᓘᓓᕔᕜᓢᓘ ᓛᓣᕠᓗᓐᕖ ᓨᓔᕚᕘᕐ ᓘᓥᕜᕔᓑᓐ
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
"ᓗᓣ 1-ᓔᓚ ᓘᓕᓜᓘᕡᓐᓛᓓᓔ ᓐᓠᓐᓤᓔᓠᓘ ᓒᓐᓘᓠᓙᕕᓐ, ᓛᓐᓨᓘᕜ "ᓛᕔᓢᓐᓚᓣᓠᓒᓘ" ᓐᓦᓐᓠ ᓘᕐᓠᓡᓔᕑᓔᓑᓡ"
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
მურთაზ შელიას ქალიშვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა [PHOTO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
დიმიტრი სანაკოევი: მჯერა, "ცხინვალი" კვლავაც ქართული ფეხბურთის ელიტაში იქნება!
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
მთავრობა ევროთასებზე გასულ "ცხინვალს" სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება?