ლისის ტბის ტერიტორიაზე ხეების ქარსაცავი ზოლის შექმნის მიზანი "ჯიქის" სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძველია, რომლის შენებაც უახლოეს მომავალში დაიწყება
ლისის ტბის ტერიტორიაზე, სარაგბო თემის ორგანიზებით, ხეები დარგეს. ხეების ქარსაცავი ზოლის შექმნის მიზანი კლუბ "ჯიქის" სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის საფუძველია, რომლის შენებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

მოეწყობა სამი მოედანი, საიდანაც ერთი სათამაშო, ხოლო ორი სავარჯიშო იქნება და ნებისმიერ სარაგბო კლუბს შეეძლება მათი გამოყენება.

"ჯიქის" დამფუძნებელ კახა ალანიას თაოსნობით, ხეების დარგვაში ქართული სარაგბო თემის ყველა კლუბის წარმომადგენლები, მორაგბეები, რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.

კახა ალანია, "ჯიქის" დამფუძნებელი:

"ეს ტერიტორია იდეალური და უნიკალური ადგილია სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად. ძალიან მინდოდა აქ, სადაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვვარჯიშობდი, სარაგბო ბაზა ყოფილიყო. ჩემი მეგობრების ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ უკვე გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც რაგბის კლუბ "ჯიქის" სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა. თუმცა ის არ იქნება მხოლოდ ამ კლუბის ბაზა, არამედ მთლიანად ქართული რაგბის საკუთრება".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"დღეს ძალიან კარგი დღეა ქართული რაგბისთვის. უამრავი ადამიანი შეიკრიბა. "ჯიქს" ძალიან ბევრი კლუბი და ქართული სარაგბო საზოგადოება დაუდგა გვერდით. ამ ტერიტორიაზე იგეგმება სარაგბო კომპლექსის მშენებლობა.

იმედია, უახლოეს მომავალში ყველანი ერთად მოვესწრებით იმას, რომ აქ რამდენიმე მოედანი გაჩნდება, სადაც ასობით ბავშვი ივარჯიშებს და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარაგბო კომპლექსი თბილისში. ვულოცავ რაგბის გულშემატკივრებს ამ დღეს".

გიორგი გეგენავა, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი:

"საშური საქმე კეთდება. აქ არიან ყველა გუნდის წარმომადგენლები. მშვენიერია, რომ თუნდაც ერთი კლუბის დასახმარებლად სიმბოლური აქცია მოეწყო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც ოჯახის ერთობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მშვენიერი გარემო და ასეთი ბაზები კიდევ ბევრი აშენდება საქართველოში, ცხადია, ერთობლივი ძალისხმევით".

ალექსი ჩიქოვანი, ვეტერანი მორაგბე:

"ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვიმყოფებით. კიდევ ერთი სარაგბო კერა ემატება ჩვენს ქალაქს და სარაგბო თემს. მინდა მივულოცო კახა ალანიას, ჩემს გუნდელს, ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს და "ჯიქს" ასეთი მაგარი სარაგბო ადგილის გაჩენა ლისის ტბაზე.

დღეს სიმბოლურად დავრგეთ ხეები, რაც არის ზრდის, პროგრესის და საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევის სიმბოლო".

რაგბის კავშირის პრესსამსახური

"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაის ტურნირში იასპარეზებს
"შვიდკაცა ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს