ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა

ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა

2015, ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი გამოდგა
2015, ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი გამოდგა, შესაბამისად ქართულმა სარაგბო თემმა განვლილი 12 თვე შეაფასა და წლის საუკეთესოები გამოავლინა. ტრადიციულად საქართველოს რაგბის კავშირი წლის ბოლოს შემაჯამებელ ღონისძიებას აწყობს, მაგრამ წელს რიგ მიზეზსთა გამო, ღონისძიება 2016 წლის იანვარში გაიმართება, ხოლო მანამდე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ ვინ დაასახელა ქართულმა სარაგბო თემმა და სპორტულმა მედიამ 2015 წლის საუკეთესოებად.

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე

ამ ტიტულის მფლობელად ყველამ ერთმნიშვნელოვნად ბორჯღალოსანთა კაპიტანი, 2015 წლის მსოფლიო თასზე "ქეფთან ფანტასტიკად" წოდებული მამუკა გორგოძე დაასახელა. ტურნირზე გორგოძე უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო, რომელიც უამრავმა სპორტულმა გამოცემამ აღიარა. მისი შრომისა და ბორჯღალოსნების საუცხოო თამაშით მსოფლიოზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფში ტონგისა და ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ.

იგი ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მორაგბედ - ტონგასთან და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. მსოფლიოზე მის ანგარიშზეა 41 ბოჭვა და 2 ლელო.

სულ ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში მან 65 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და დაამიწა 26 ლელო.

მსოფლიო რაგბმა გორგოძე დაასახელა მსოფლიო თასის "საოცნებო 15-ეულში", თუმცა მანამდე და ახლაც რიგ უცხოურ გამოცემებს ბორჯღალოსანთა კაპიტანი შეყავთ მსოფლიოს სიმბოლურებში. ბოლოს მამუკა, მსოფლიოს 15-ეულში ზელანდიურმა ჰერალდმა შეიყვანა.

აქვე დღევანდელ სასიხარულო ამბავს გაცნობებთ მამუკას მორიგი აღიარების შესახებ - სპორტულმა გაზეთმა ლელომ ტრადიციული ყოველწლიური გამოკითხვა ჩაატარა წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. როგორც მოსალოდნელი იყო, გორგოძემ ხმების უმრავლესობა, 50-ზე მეტი პროცენტი დააგროვა (სულ 1603 ხმა) და ხალხის რჩეული გახდა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო მორაგბე

შარშანდელის მსგავსად, სარაგბო საზოგადოებამ გარჯა არ დაუკარგა ჩემპიონი კლუბის "ლელო სარასენსისა" და ბორჯღალოსანთა მგეზავს, ლაშა ხმალაძეს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებაში და მსოფლიოს წინ ნაკრების ვიცე-კაპიტნად დასახელდა. სამწუხაროდ მსოფლიოს წინა საკონტროლო მატჩებზე მან ფეხის ტრავმა მიიღო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ვერ მოირჩინა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

ქართულმა სარაგბო საზოგადოებამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მოქმედი ჩემპიონის "ლელო სარასენსის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დაასახელა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი

გასული სეზონის საუკეთესო მსაჯი, ისევე როგორც შარშან ნიკა ამაშუკელი გახდა.

წლის საუკეთესო ქალი მორაგბე

საუკეთესო ქალ მორაგბედ ანა პოღოსიანი დაასახელეს

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო მელელოვე

10 ლელოთი მელელოვის ტიტული არავის დაუთმო "ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის საუკეთესო მექულე

ხოლო 203 ქულით საუკეთესო მექულე ასევე "ყოჩების" მგეზავი თემურ სოხაძე გახდა.

ტრადიციულად, გამოვლინდა 2014-2015 წლის სეზონის სიმბული 15-ეული:

15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

13. გიორგი ფრუიძე (აია)

12. თორნიკე ცერცვაძე (ლელო სარასენს, ახლა ყოჩები)

11. სანდრო თოდუა (ლელო სარასენს)

10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენს)

9. ვასო ლობჟანიძე (არმაზი)

1. ბაჩანა გოგიშვილი (ყოჩები)

2. გიორგი ლომთაძე (ლელო სარასენს)

3. დავით გურგენაძე (ჯიქი)

4. სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს)

5. მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩები)

6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)

7. დავით ლოსაბერიძე (აია)

8. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები)

როგორც ზემოთ გახსენეთ, წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიის ორგანიზება ახალ წლამდე რიგ მიზეზთა გამო ვერ მოესწრო და ამიტომ 2016 წლის იანვარში გაიმართება. ღონისძიებაზე ნომინაციებში გამარჯვებულთა გარდა - მოხდება ევროპის ვიცე ჩემპიონების, საქართველოს 18 წლამდელთა და მსოფლიო ალაფის ჩემპიონების, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებების დაჯილდოვება; საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის ჩემპიონის "ლელოს სარასენსის", ვერცხლის პრიზიორის "ლოკომოტივის" და ბრინჯაოს პრიზიორის "ყოჩების" დაჯილდოვება; დუბლიორთა პურველობის გამარჯვებულის "ლელოს სარასენსის" და საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის I ლიგის გამარჯვებულის რაგბის კლუბ "აკადემიის" დაჯილდოვება;

ტრადიციულად წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება ვეტერან მორაგბეთა დაჯილდოვება, რომლებსაც 2015 წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდათ და იმ ვეტერანთა გახსენება, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან.

რაგბი აქაურობას

წელს საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი ნომინაცია დააწესა - საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ამ ახალ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან ბევრ კანდიდატს ეკუთვნის, მაგრამ სარაგბო თემმა მათ შორის ერთი ახალგაზრდა, რაგბის დაუღალავი ენთუზიასტი და ქომაგი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ჯობავა ამოირჩია, რომელმაც წელს თავის მხარდამჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად წამოიწყო პროექტი სახელწოდებით "ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში".

პროექტის მსვლელობისას ჯგუფმა მოიარა საქართველოს მთის სოფლები, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ჩაქონდათ რაგბის ბურთები და ატრიბუტიკა, უხსნიდნენ მათ რაგბის წესებს და რაც მთავარია ჩვენი თამაშის ფასეულობებს. ამ საქმეში ლევან ჯობავას გვერდით ედგნენ ქართველი ლეგიონერი გიორგი ჟღენტი და მისი საერთაშორისო ფონდი "ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველო", სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო "ლაივი" და მისი დამფუნძნებელი და ვეტერანი მორაგბე ალექსი ჩიქოვანი და 2015 წლის მსოფლიო ალაფის ჩემპიონები, 20-წლამდე ბორჯღალოსნები, რომლებმაც პროექტისთვის ლევან ჯობავას გადასცეს თავიანთი სანაკრებო კვართები.

მთის სოფლების შემდეგ, ეს საშვილიშვილო საქმე გრძელდება და ახლა მოიცავს დანარჩენი საქართველოს სოფლებს უკვე ახალი სახელწოდებით - რაგბი აქაურობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის მხარდაჭერით პროექტს უკვე რუბრიკის სახე მიეცა და ყოველ პარასკევს გადაცემაში "დილა პირველზე" ყოველ პარასკევს გადის და 2016 წლის იანვრის ბოლოდან გაგრძელდება ახალი სეზონით.

მომზადებულია site.rugby.ge-ს მიხედვით

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

დიდი 10. პლეი ოფის წინ: "ჯიქი"-"აია" და "ბათუმი"-"ყოჩები"

რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე

ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის

მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა

დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

რაგბი. ლეგიონი: კარლენ ასეიშვილის პირველი ლელო [VIDEO]

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა

საქართველოს რაგბის ჩემპიონატი: ბოლნისის "ყოჩები" ყველაფერში ლიდერია

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

რაგბი. ლეგიონი: TOP 14-ში ოთხივე "ქართული გუნდი" ფავორიტია

ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ

ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე

ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა

მამუკა გორგოძე რჩეულია - რაგბის კავშირმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით

ნიკა ამაშუკელი "ექვს ერზე" სამ მატჩს იმსაჯებს

ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში

როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"

ნიკა ამაშუკელი: უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებზე დანიშვნა

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

ვასილ ლობჟანიძე კარიერას საფრანგეთის TOP14-ის "ბრივში" გააგრძელებს [VIDEO]

საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში

ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს

რაგბი. ლეგიონი: სამხელისუფლებიანობა ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დიდი 10. X ტური: "ჯიქის" უპირობო უპირატესობა

ყოჩები-ლელო 21:22 - "ლელო" დიდ ფინალშია!

7-კაცა - ორი მსაჯი "ალაფაზე"

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა "ათენის თასი" მოიგო