გასულ უქმეებზე ათენში შვიდქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირი "ათენის თასის" მეორე გათამაშება გაიმართა
გასულ უქმეებზე ათენში შვიდქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირი "ათენის თასის" მეორე გათამაშება გაიმართა, რომელიც საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ "ჰიპოკრატისის" მიერ იყო ერთობლივად ორგანიზებული.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტის ქალთა ნაკრებები, ასევე, შვედური კლუბი Mama's Girls-ი.

პირველი სატურნირო დღე ჩვენი გამარჯვებით დაიწყო და ორი თამაში დიდი სხვაობით მოვუგეთ ჯერ მალტას - 34:0, შემდეგ კი მასპინძელ საბერძნეთს - 36:0. თუმცა ამ შემართების შენარჩუნება დიდხანს ვერ შევძელით, რადგანაც ისრაელთან მატჩში 5:12 დავმარცხდით, ხოლო შვედურ კლუბთან ფრეს დავჯერდით - 5:5.

მეორე დღეს ჩვენმა გოგონებმა ძალები აღიდგინეს და ნახევარფინალში Mama's Girls-ს 26:6 აჯობეს.

ფინალი ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ისრაელის გუნდს 7:5 მოვუგეთ.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დაასახელეს.

"გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა და სიხარული მოგვიტანა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანას შეძლებენ. პირველ დღეს სუსტად თამაშის მერე გოგონებმა შეძლეს და რადიკალურად განსხვავებული, დახვეწილი რაგბი აჩვენეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამზადებელი ტურნირი იყო, გუნდის თამაშს დადებითად ვაფასებ" - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ჩვენი ნაკრები კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ესენია: გენტის საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის საერთაშორისო ტურნირი (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).

საქართველოს ნაკრები

ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თამარ ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ანა კვაჭაძე, ანა ანდღულაძე, ბელა გოგსაძე, ნათია ცინცქილაძე.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა
დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს
7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო
7-კაცა - ორი მსაჯი "ალაფაზე"
მამუკა გორგოძე რჩეულია - რაგბის კავშირმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა
საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ლისაბონში "ალაფის" მეორე ეტაპზე ითამაშებს