ლეგენდარულმა ფრანგმა დაკარის მოგების შანსი დაკარგა
ერთდღიანი პაუზის შემდეგ, "დაკარის" მეორე ნაწილი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მერვე ეტაპზე მონაწილეებს პირველად მოუწიათ უდაბნოს ქვიშაში გზის გაკვალვა. მარშრუტი უფრო კლასიკურ "დაკარს" მოგვაგონებდა, ვიდრე კლასიკურ რალის, როგორც ეს ავტომარათონის პირველი ნაწილისას იყო.

ავტომობილების კლასში მთავარი მოვლენა სებასტიან ლოების ავარია იყო. საერთო ჩათვლის ლიდერმა დამაჯერებლად დაიწყო პირველი ქვიშიანი სპეცმონაკვეთი, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და მანქანა წინა ბამპერზე ამოტრიალდა.

მართალია, ფრანგის "პეჟომ" სერიოზული დაზიანება მიიღო, მაგრამ ლოებმა მაინც მოახერხა ფინიშამდე მისვლა ერთსაათიანი ჩამორჩენით. მიუხედავად ამისა, კლასიკური რალის ცხრაგზის ჩემპიონისთვის წარმოუდგენლად მოსჩანს წლევანდელი "დაკარის" გაგრძელება.

ამასობაში, გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა "პეჟოს" ორ მრბოლელს - კარლოს საინსსა და სტეფან პეტერანსელს, აგრეთვე MINI-ით მოასპარეზე ნასერ ალ-ატიიას შორის. საბოლოოდ, გამარჯვება ალ-ატიიამ მოიპოვა და ეს იყო წელს, პირველი მოგება MINI-ის გუნდისთვის.

საინსმა ყატარელთან მხოლოდ 12 წამი წააგო, პეტერანსელმა - 31 წამი. მეოთხე დრო აჩვენა "პეჟოს" კიდევ ერთმა წევრმა სირილ დეპრემ, თუმცა მისი ჩამორჩენა გამარჯვებულთან თითქმის ხუთი წუთი იყო.

ლოების წარუმატებლობის შემდეგ, გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა "დაკარის" 11-გზის ჩემპიონი სტეფან პეტერანსელი, რომელიც ორ წუთს უგებს საინსს. ალ-ატიია მესამეა, თუმცა ჯერაც ძალიან ბევრს - 15 წუთს აგებს ლიდერთან. ლოები მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მოტოციკლების კლასში საუკეთესო იყო გამოცდილი ტობი პრაისი KTM-ის მოტოციკლით. მან დამაჯერებლად მოიგო მერვე ეტაპი - ხუთი წუთი მოუგო "ჰონდას" ლიდერს პაულუ გონკალვეშს. მესამე დრო აჩვენა Husqvarna-ს მოტოციკლით მოასპარეზე ჩილელმა პაბლო კვინტანილამ.

პრაისი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადავიდა და ორი წუთით უსწრებს წინა ლიდერს პაულუ გონკალვეშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა