დაკარს ფავორიტები ეთიშებიან
2016 წლის "დაკარის" მონაწილეებს მორიგი რთული ეტაპი ელოდათ. ფიამბალას უდაბნოს ქვიშები ხშირად შეაქვთ ლეგენდარული ავტომარათონის მარშრუტში და თითქმის ყოველთვის, აქაური ეტაპი გადამწყვეტი ხდება ხოლმე. გამონაკლისი არ ყოფილა მეათე ეტაპი, რომელმაც სერიოზულად იმოქმედა გენერალურ კლასიფიკაციაში არსებულ სიტუაციაზე.

ავტომობილების კლასში მთავარი მოვლენა გახდა "პეჟოს" პილოტის კარლოს საინსის გამოვარდნა. მის მანქანას წინა ღერძი გაუტყდა და ასეთ პირობებში ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. ლეგენდარულმა ესპანელმა ზედიზედ მეოთხე წელია ვერ შეძლო "დაკარის" დასრულება.

მეორე სენსაცია იყო მოქმედი ჩემპიონის ნასერ ალ-ატიიას ამოტრიალება. ყატარელმა შეძლო თავისი MINI-ს ტრასაზე დაბრუნება, მაგრამ ფინიშზე გამარჯვებულთან 52 წუთი წააგო. ეტაპი კი "დაკარის" 11-გზის ჩემპიონმა სტეფან პეტერანსელმა მოიგო. ლეგენდარული ფრანგი დამაჯერებლად მიიწევს მე-12 გამარჯვებამდე.

მან ეტაპზე თითქმის ექვსი წუთი მოუგო "პეჟოში" თავის თანაგუნდელს სირილ დეპრეს, ხოლო საერთო ჩათვლაში თითქმის ერთ საათს უგებს ალ-ატიიას. გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჟინიელ დე ვილიერსმა, მეოთხე კი კვლავაც მიკო ჰირვონენია.

მოტოციკლების კლასში ყველაზე აქტიური იყო KTM-ის წევრი სტეფან შვიტკო. მეოთხე ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, სლოვაკი თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს. მან მეათე ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლის ლიდერს, KTM-ის კიდევ ერთ წევრს ტობი პრაისს თითქმის ექვსი წუთი მოუგო.

თუმცა გენერალურ კლასიფიკაციაში პრაისი მაინც პირველზეა. შვიტკომ მასთან 23 წუთამდე შეამცირა ჩამორჩენა, მესამე ადგილს კი Husqvarna-ს პილოტი პაბლო კვინტანილია ინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
დაკარი 2017: ლოები წინ გაიჭრა
დაკარი 2014: დაკარის მეფეს ორი წუთი დარჩა
დაკარი 2014: ახლა კარლოს საინსის ჯერია
ფორმულა 1: კარლოს საინსი - ყველაზე დაჩაგრული
"ᓞᓔ
დაკარი 2017: ახალი ლიდერი ლოებია
დაკარი 2017: "პეჟოს" ზეიმი, "ტოიოტას" კრახი ნასერ ალ-ატიიასთვის
დაკარი 2016: ლოები გადატრიალდა
დაკარი 2016: ლოებმა დაკარგული მალე დაიბრუნა
დაკარი 2014: რბოლა მოსაწყენი გახდა
დაკარის მეფე ლიდერია
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა