განახლებული "ფრიული" თვალს მტერს უბრმავებს
სერია A-ს მე-20 ტურში ერთი მეტად მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უდინეში განახლებული სტადიონის პრეზენტაცია შედგა და "უდინეზეს" ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

მართალია, უდინურმა გუნდმა "იუვენტუსთან" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო, მაგრამ ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი განწყობას არ უჩიოდა. მიუხედავად იმისა, რომ "უდინეზე" ტურინულ გრანდთან ოთხი ბურთის სხვაობით აგებდა, ტრიბუნებზე შეკრებულ გულშემატკივრებს სტადიონი მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ დაუტოვებიათ.

მოკლედ, "სტადიო ფრიული" მთლიანად განახლებულია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ძველი არენიდან არც არაფერია დარჩენილი. აქვე დავაზუსტოთ, რომ "უდინეზე" ამ სტადიონზე რეკონსტრუქციის პერიოდშიც თამაშობდა, თუმცა ტრიბუნების დიდი ნაწილი დახურული იყო და მატჩებს გულშემატკივართა მინიმალური ოდენობა ესწრებოდა. "იუვენტუსთან" შეხვედრისთვის ახალი "ფრიული" დასრულდა, ყველა სექტორი გაიხსნა და პრეზენტაციაც შედგა.

ძველი "ფრიული" მეტად მძიმე სანახავი იყო და მატჩებიც უღიმღამო ატმოსფეროში ტარდებოდა. არენა 41 000 გულშემატკივარს იტევდა, "უდინეზეს" საშინაო თამაშებს კი საშუალოდ 12-13 000 ქომაგი ესწრებოდა. მოკლედ, ტრიბუნები 3/4-ით ყოველთვის ცარიელი იყო, სტადიონის იერსახე კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მინდორს და ტრიბუნებს უსაშველოდ დიდი სარბენი ბილიკები ჰყოფდა.

სტადიონის რეკონტრუქციის იდეა კლუბის მესვეურებს მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ქალაქ უდინეს მუნიციპალიტეტმა არენა "უდინეზეს" საკუთრებაში გადასცა. ამრიგად, "იუვენტუსის" შემდეგ "უდინეზე" გახდა მეორე კლუბი, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს და ამ რეკონსტრუქციასაც სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად.

ესპანეთის მოლოდინში

რეკონსტრუქციის შემდეგ "სტადიო ფრიულის" ტევადობა 25 000-მდე შემცირდა და ტრიბუნებზე კომფორტული ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა. მთლიანად მოიხსნა სარბენი ბილიკები და ტრიბუნები მინდორს მიება. მთლიანად შეიცვალა განათება და შიდა ინფრასტრუქტურა, დაწყებული გასახდელებით, დამთავრებული პრესცენტრით და ვიპ-ლოჟით.

როგორც უდინური კლუბის მესვეურები აცხადებენ, "სტადიო ფრიული" სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ განახლებული "ფრიული" პირველ სანაკრებო მატჩს 24 მარტს უმასპინძლებს, როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში იტალია ესპანეთს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "უდინეზე"-"იუვენტუსის" მატჩს, მართლაც განსაკუთრებულ ატმოსფეროში ჩატარდა, რადგან ტრიბუნები სრულად გადაიჭედა და პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, "უდინეზემ" საშინაო მატჩი სავსე სტადიონზე ჩაატარა. როგორც კლუბის პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო აცხადებს, თუ აქამდე "უდინეზეს" საშინაო მატჩებს 10 000-ზე ოდნავ მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, ამიერიდან ეს რიცხვი გაორმაგდება, რაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, დამატებითი შემოსავალია და თანაც, საკმაოდ დიდი. სწორედ ეს გზა გაიარა "იუვენტუსმა" და ის, რომ ტურინული გრანდი დღეს ყველა სხვა იტალიურ კლუბზე ორი თავით მაღლაა, ახალ სტადიონს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"ეს გზა ყველა იტალიურმა კლუბმა უნდა გაიაროს, რადგან ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის გარეშე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. თუ ადრე "სტადიო ფრიულის" იჯარაში ფულის გადახდა გვიწევდა, დღეს არათუ ხარჯი მოგვეხსნა, შემოსავალი გაგვეზარდა. ამ სტადიონზე არა მარტო სპორტული, კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც შეიძლება და ესეც დამატებითი ფულია.

უდინეს მუნიციპალიტეტმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სტადიონი დაგვითმო, რადგან ამით ქალაქი გაცილებით დიდ სარგებელს ნახავს, ვიდრე ის საიჯარო თანხა იყო, რასაც ვიხდიდით. "უდინეზე" თანამედროვე და პროგრესული კლუბია, რაც უახლოეს მომავალში გუნდის შედეგებზეც შესაბამისად აისახება", - განაცხადა პოცომ, რომელიც ვერც დიდი ანგარიშით მარცხმა დააღონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
აურელიო დე ლაურენტისი იმპერიას აფართოებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "უდინეზემ" "ნაპოლის" მოუგო
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "უდინეზემ" "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით წააგო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?