ფინალში პსჟ "ლილს" დაუსპირისპირდება
"პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის აუტსაიდერ "ტულუზს" რომ მოუგებდა, ამაში ეჭვი ნაკლებად გვეპარებოდა, მაგრამ დედაქალაქელებს რომ გაუჭირდათ, ეს მაინც ცოტა მოულოდნელია. შეიძლება მეტ თავდაჯერებულობას დავაბრალოთ, მაგრამ როგორ გინდა თავდაჯერებული არ იყო და ცალი ფეხით მოგება არ გინდოდეს, როდესაც ჩემპიონატში 23 ტურის მერე 21-ქულიანი უპირატესობით ლიდერობ მეორეადგილოსანთან.

ლორან ბლანის ბიჭებმა საქმე მეორე ტაიმისთვის გადადეს და 7-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი მოუმთავრეს საბრალო ტულუზელებს, რომლებსაც ფინალზე ოცნება ბოლოსკენ გაუძლიერდათ. 65-ე წუთზე ესეკიელ ლავესიმ შეაგდო ადრიენ რაბიოს მშვენიერი პასის შემდეგ, ხოლო 72-ე წუთზე "პოჩოს" გოლს ანხელ დი მარიამაც დაამატა ჩვეული კოხტა დარტყმით და პსჟ ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ლილი" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში "ბორდო" გაანადგურა (5:1).

ფინალი 23 აპრილს, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

ბლანმა იბრაჰიმოვიჩი, ლუკასი და მატუიდი მხოლოდ 15-20 წუთი ათამაშა, ტიაგო მოტა და კევინ ტრაპი კი საერთოდ დაასვენა - კარში ნიკოლა დუშეზი იდგა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ლიგის თასი მიყოლებით ორჯერ აქვს მოგებული და გუნდი საფრანგეთის თასის მერვედფინალშიცაა გასული, სადაც მისი მეტოქე "ლიონია".

"ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. მინდორზე როგორი შემადგენლობითაც არ უნდა გავიდეთ, შეინიშნება დიდი შემართება და გუნდური თამაში. რაც შეეხება დავიდ ლუისს, ვშიშობდით, რომ იგი სერიოზულად დაშავდა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქი გამოდგა" - განაცხადა ბლანმა.

პსჟ-ტულუზი 2:0

გოლები: 1:0 ლავესი (65), 2:0 დი მარია (72)

ფინალი

23 აპრილი

პსჟ-ლილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
ლიგა 1. XIV ტურის წინ: როცა 25 ქულით წინ ხარ...
ფერმერთა პროტესტის გამო შესაძლოა პსჟ-ის მატჩი გადაიდოს [PHOTO]
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
საფრანგეთის ლიგის თასი. 1/2-ფინალი: პსჟ-მა არგენტინელთა გოლებით მოიგო [VIDEO]
ლიგა 1. ბოლო ტური: წითლები და ტიტული
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
"ტულუზის" მწვრთნელი: აზრზე არ ვარ, ნეიმარი როგორ უნდა გავაჩერო
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ნეიმარი: აქ უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში