ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს

ზურაბ პეტრიაშვილი: ქართულმა ფეხბურთმა არველაძეები არ უნდა დაკარგოს

"მანახონ სხვა სახეობის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონს ისევე ღირსეულად ეთამაშება, როგორც გერმანიას ცხადაძის გუნდი ეთამაშა"
დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციისა და "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, საფეხბურთო სკოლა "ივერიას" პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი "ლელოსთან" პრობლემებსა და მიმდინარე მოვლენებზე ლაპარაკობს.

სისტემა შესაცვლელია

- მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის არსებული მოდელი "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს. ეს რომ მხოლოდ საბჭოური მოდელი არ არის, ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფასა და უეფას თავკაცთა განცხადებებიც კმარა. ისინიც მსგავს სისტემას ემხრობოდნენ. მაგრამ საბოლოოდ, "ბობოლებმა" გააჩუმეს...

საქართველოში სეზონის დიდი ნაწილი ისეთ ცივ პერიოდებში ტარდება, როცა ჩვენს არაკომფორტულ სტადიონებზე სიარული არავის სიამოვნებს: ნოემბერში, დეკემბერსა და თებერვალში სიცივეა. სამაგიეროდ, საერთოდ ამოგდებულია ივნის-ივლისი, ანუ, როცა საუკეთესო ამინდებია.

ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და სტადიონზე ხშირად მეც ვერ დავდივარ, რადგან ადამიანი არაკომფორტულ გარემოს ერიდება...

იმის გამო, რომ ივნის-ივლისს ვერ ვიყენებთ, გუნდები ევროთასებს მოუმზადებლები ხვდებიან, ტონუსში არ არიან და შესაძლოა, ესეც გახდა მიზეზი, ევროთასებზე რამდენიმე თანაბარი დაპირისპირება რომ წავაგეთ. ჩვენი გუნდები ფორმაში რომ ყოფილიყვნენ, უმრავლესობა შემდგომ ეტაპზე გასვლას მოახერხებდა...

ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი კლუბების უმრავლესობა ბიუჯეტის დოტაციაზეა, რომელსაც წლის ბოლოს ამტკიცებენ, გუნდებს კი ფული წლის დასაწყისში ერიცხებათ - რა თანხასაც მიიღებენ, სეზონიც ამის მიხედვით უნდა დაგეგმონ...

ამას ემატება უხარისხო მოედნები. ბევრი გუნდი ხელოვნურ საფარზე თამაშობს, ბუნებრივზე კი თებერვალში დაწყებული სეზონი ცუდ გავლენას ახდენს.

მე საბჭოურ სისტემას კი არ მივტირი, ვამბობ, რომ სისტემა დავალაგოთ. ორგანიზმიც ასეა მოწყობილი - გაზაფხულზე რაღაცას იწყებ, შემოდგომზე კი ამთავრებ. ახლა კი ამ ბუნებრიობის არევასთან გვაქვს საქმე და ამაზე დაფიქრება გვჭირდება...

ბავშვების პრობლემები

- ბავშვების ტურნირების კალენდარიც დიდების სეზონზეა მიბმული, მაგრამ კიდევ უფრო მახინჯი ფორმით: თამაშები ოქტომბრიდან იწყება, მეორე წრე კი - თებერვლის ბოლოს და დაკარგულია ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბრის ნაწილიც კი. ანუ ბავშვები მაქსიმუმ 8 თვე ვარჯიშობენ, თამაშები სულ 6 თვეს გრძელდება და გამოდის, წელიწადის მესამედი უფეხბურთოდ ცდება. თანაც რა პერიოდზეა ლაპარაკი - ზაფხულზე, როცა ბურთის გორება ყველაზე სასიამოვნოა...

გარდა ამისა, სხვა პრობლემაცაა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა განყოფილების უფროსმა, ირაკლი ოყროშიძემ მომაწოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია: ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს - შარშან 7500 ვარჯიშობდა, წლეულს კი 6600-დე შემცირდა. ეს სრული კატასტროფაა!

ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთში 3,5 მილიონი ფეხბურთელია, გერმანიაში - 2,5 მილიონი, დანიაში, სადაც დაახლოებით ჩვენი ოდენობის მოსახლეობაა - 500 ათასი, ნორვეგიაში - 400 ათასი...

ფეხბურთი იყო და არის ყველაზე პოპულარული სახეობა. მაგრამ ბავშვები ძალიან ცუდ პირობებსა და კლიმატურად არასასურველ დროს ვარჯიშობენ. ამის გამო მშობლები შვილებს არ უშვებენ და აქედან გამომდინარე, არც მასობრიობაა. ამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სტადიონების კატასტროფულმა შემცირებამ - ეზოებში მოედნები აღარ დარჩა, 25 საფეხბურთო სტადიონი და სკოლა და არაერთი მინი-მოედანი განადგურდა და ბავშვები სად ითამაშებენ?! ამ პირობებში ფეხბურთი რომელ ქვეყანაში განვითარდება?!.

ითქვა, ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონი დაიხარჯებაო. მე ამ ხელისუფლების მომხრე ვარ და ამიტომაც მსურს ვთხოვო - ეს საკმარისი თანხა არ არის. ფეხბურთს გაცილებით მეტი სჭირდება და იქნებ, ამ საქმეს მივხედოთ?..

შავი პიარი

- ამ ყველაფერს ფეხბურთის საწინააღმდეგო პროპაგანდა ემატება, რაც მოთამაშეთა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. თითქოს, მოგზავნილები იყვნენ, ფეხბურთელებზე ისეთები იწერება ფორუმებზე, გული აუცრუვდებათ. ისინი მხოლოდ ქილიკის და დაცინვის ობიექტები არიან. არადა, ამ სახეობას დღესაც მაინც ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვას, რომელსაც შპრიცით ინიექციას უშხაპუნებენ, ოღონდ ფეხბურთი გვერდით ჩააჩოჩონ...

ფეხბურთი თუ მოკვდა, მაშინ მანახონ სხვა სახეობის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონს ისევე ღირსეულად ეთამაშება, როგორც ლაიპციგში გერმანიას ეთამაშა ცხადაძის გუნდი?! კახამ გუნდს წაგებულის ფსიქოლოგია მოუხსნა, გუნდში ატმოსფერო შეცვალა და სილაღე მოიტანა. ის უკვე აშკარად დაღვინებული მწვრთნელია. რაც მთავარია, გუნდს იმ ფეხბურთს ათამაშებდა, რაც ჩვენს ბუნებაშია - ქართველს თამაში მაშინ გამოსდის, როცა ბურთითაა. როდესაც კარში 11 კაცი ჩადგება, ეს ჩვენი თამაში არ არის...

მოკლედ, კარგი თაობებიც მოდის და სიმართლე გითხრათ, შესარჩევი ციკლის დასაწყისს ბოლო წლებში პირველად ველოდებოდი იმედიანად. ჩვენ ერთი დიდი მოგება გვინდა და გუნდი დაიქოქება...

ასეთი მწვრთნელის მოხსნამ გული მატკინა. კობიაშვილი და ცხადაძე მეგობრები არიან. დაპირისპირებისას ორივე მხარეს ემოციებმა სძლია, ისიც მესმის, რომ ფედერაციას ვალები აქვს. მაგრამ იქნებ, საკუთარ თავში მაინც გამონახონ ერთმანეთთან დალაპარაკების უნარი და შეთანხმდნენ...

სად არიან არველაძეები?

- ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე არველაძის მხარდამჭერი ვიყავი, რადგან კობიაშვილის ხედვებს არ ვიცნობდი. მაგრამ გამიკვირდა, ქართული ფეხბურთის 25 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მისი ინიციატორების ნაწილი რომ არ მოგვიწვიეს. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის სათავეებთან ხომ მეც ვიდექი, გოჩა ტყებუჩავაც, მერაბ თევზაძეც და გია გილიგაშვილიც?

არჩევნების მეორე დღეს, ქობულეთში "შუქურამ" "საბურთალოს" უმასპინძლა. მაშინ კახა ჭუმბურიძემ, რომელიც შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, კარგი სიტყვა თქვა - გაუგებრობები და კონფლიქტები თუ მოხდა, ეს უნდა დავივიწყოთ და საფეხბურთო სამყარო გაერთიანდესო.

სფფ-ის ახალმა მმართველებმა ეს გზა უნდა აირჩიონ და არა - დაპირისპირების. ძმები არველაძეები უნიჭიერესი ხალხია. სადაც წავიდა, შოთა ყველგან ბომბარდირი გახდა. აჩიკოს ტრავმა რომ არ მიეღო, არანაკლები თავდამსხმელი გვეყოლებოდა... რეზო კი უნიჭიერესი ადამიანია...

მეჩვენება, რომ არჩევნების შემდეგ ეს ხალისიანი და ნიჭიერი ძმები განზე გასწიეს.

ქართულ ფეხბურთში ინტელექტის ნაკლებობაა, რაც არველაძეებში უხვად არის. მათ ბევრი სასიკეთო საქმეც გაუკეთებიათ და მიმაჩნია, რომ ძმების გამოყენება აუცილებელია. მით უფრო იმ დროს, როცა დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების შემდეგ უეფაში ძალიან სერიოზული ლობისტი დაგვაკლდა.

ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, არველაძეებისნაირი ხალხი რომ დავკარგოთ. დაპირისპირება საქმეს არ წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qutaiseli

ამ ხელისუფლებამ კიარა ახალკაცმა უნცროსმა დომენტიმ და ნაცებმა დიდ ნეხვში ამოაყოფიეს თავი ქართულ ფეხბურთს და როარა ივანიშვილი რაგბიც ეგეთ დღეში იქნებოდა რა კობიაშვილი რის უფსკრული ფეხბურთი აგერ უკვე 10წელზე მეტი ხანია მოკლენ საქართველოში და ეს ცოდვა შეტენო რასაც ქვია დღევანდელ ხელისუფლებას (რომელსაც თავის გაჭირვებაც ეყოფა) არ მიმაჩნია სამართლიანად და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას..ეგარი ს ი მ ა რ თ ლ ე.

• გიო

ბატონო ზურაბ, ამ ხელისუფლების მომხრე თუ ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ ამ ხელსუფლებამ ხალხი მკაფიოდ გაყო 2 კატეგორიად - თავისიანები და სხვისიანები, ამ უკანასკნელებში კი ბევრს მტრად მოიაზრებენ. ცხადაძე, რაღაც მიზეზების გამო, თავისიანებში არ მოიაზრეს. ამიტომ, ნუ გიკვირთ ის, რაც მოხდა. უფრო მეტსაც ვიტყვი - თქვენ ან ვერ ხედავთ, ან უბრალოდ არ გინდათ იმის დანახვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება კობიაშვილის ხელით ქართუ, ფეხბურთს უფსკრულისკენ მიაქანებს (კიდევ უფრო ღრმა უფსკრულისკენ!).

• არჩილ ხოფერია

შოთა არველაძე მიმაჩნია ნაკრების მწვრთნელის უპირველეს კანდიდატურად, მაგრამ ვფიქრობ არ დათანხმდება.

• roma-s

ძალიან დიდი სისულელეა რასაც ამბობთ. თქვენი ჩამოთვლილი ფეხბურთელების დროს ფეხბურთი იყო სამოყვარულო დონეზე და მარტო ნიჭი კმაროდა, დღევანდელ ფეხბურთს ადარებთ იმას? მაგალითად მესხი როგორც ამბობენ 80-85 წუთი უაზროდ დაყიალებდა სტადიონზე, ფაქტიურად იდგა და სულ 1-2 აფეთქების წყალობით ახერხებდა ყოფილიყო ვარსკვლავი

ფეხბურთში ყოფნას ვერავის აუკრძალავენ, მაგრამ რეზი არველაძე სფფ–ს და ფულს არ უნდა გააკარო.

• 1

ბავშვებს ატამასშებენ ხელოვნურ საფარზე ბეტონსე, მწვრთნელს მშობლები ასწავლიან ტრიბუნიდან და კარნახობენ როგორ ავარჯიშოს, ჩაწყობა და რაც მთავარია მოძველებული მეთოდები, გააგზავნეთ გრძელვადიან სტაჟირებაზე მწვრთნელები ისე რა შედეგი ექნება ვინმეს?

• jemali

ქეცბაიას ნაკრებმაც ითამაშა კარგათ მაშინდელ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან,მაგრა რა??? გიბრალტართან ხო მეც მოვიგებდი. ა ხო კიდევ,შოტლანდიას ტოპმიოლერმაც მოუგო17 წლის ბიჭებით სხვათა შორის.. ბ-ნო ზურა,ვერ დაგეთანხმებით

• xorxe

ყველაპერი კარგია, მაგრამ არველადზეებზე რა გითრატ აბა ბატონო გურამ

• vaxvax

არველაძეებს ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ქართული და არამარტო ქართული ფეხბურთისათვის და მათი დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება.მათ ვურჩევ(ბოდიშის მოხდით) ჩასაფრებულის პოზიცია არ დაიკავონ და მათი დროც მოვა საქართველოსთვის თავდადებისა და უანგარო სამსახურისთვის,რაშიც მთელი საფეხბურთო სამყარო,მომხრეც და მოწინააღმდეგეც ერთნაირად დარწმუნებულია(ხაზს ვუსვამ-ერთნაირად)

• zura

ხო აბააა, არველაძეები როგორ შეიძლება დაკარგო, ეს ...... და მათი მხარდამჭერები ვერ მოშორდნენ ამ ფეხბურთს, რაც ჭამეს არ ეყოთ .......

• ლონა

მოაცილეთ არველაძეები ქართულ ფეხბურთს. არველაძეები შორს ქართული ფეხბურთისგან!!!!

• მეცსელდერი-

ერთი რამე გაიგეთ-ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველებააა!ფეხბურთელად უნდა დაიბადო-არ იბადებიან და .....

• roma

სამოციან,სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში რა პირობები იყო ერთი ბავშვთა ფეხბურთში,ძალიან მაინტერესბს,მე პირადად 1964-65 წლებში ფეხბურთზე დავდიოდი ჩემ ძმასთან ერთად სპორტსკოლაში და ხრეშიან პატარა მოედნებზე გვათამაშებდნენ,მინდორზე და მიწაზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო,ერთხელ ამ ხრეშზე თამაშის დროს წავიქეცი და ცალი ფეხი და ტანი გადავიტყავე,შემდეგ დამიჩირქდა და სამი თვე სიარული მიჭირდა,აი ასეთი პირობები იყო მაშინ,მაგრამ საქართველოში ვარსკვლავები მაშინ ბლომად იყვნენ,მესხი,მეტრეველი,ჩოხელი,ხურცილავა,ძოძუაშვილი,ასათიანი,ბარქაია,იამანიძე,ყიფიანი,ჩივაძე,შენგელია,გუცაევი,დარასელია,სულაქველიძე,ხინჩაგაშვილი,მაჩაიძე და კიდევ ბევრი სხვა.ახლა ე.ი.დღეს ამ ფეხბურთელებისნაირი კი არა ამათზე ორი თავით დაბალი ხარისხის ფეხბურთელი არა არსებობს საქართველოში და ამის მერე თქვენ ლაპარაკობთ ბავშვთა ფეხბურთზე და გინდათ შედეგი,არა ძმებო თქვენ არასწორად მსჯელობთ თქვენ სწორ დასკვნებს ვერ აკეთებთ,მე კი გეთყვით,რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისნაირი მოთამაშეები თუ არ გვეყოლა ჩვენი საშველი არ იქნება და ეს ვითომ მსჯელობები არაფლის მომტანი იქნება და საშველიც არ იქნება.

• vato

არველაძეები მარტო კი არა ყველა უდნა დიდი ცოცხლით გამოგავო ფედერაციიდან და ფეხბურთიდან ვინც იმ დროს სიჭინავას და არველაძის გუნდში იყო! დაიწყეთ ოთარ გიორგაძით!

• koba

რით ვერ შეიგნეს ქართველებმა რომ ოდესღაც ვიღაცამ რომ ბევრი გოლი გაიტანა და კიდევ მეტის გატანა შეეძლო მთელი სამყარო მის წინააღმდეგი არ ყოფილიყო, იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება მივცეთ. არველაძეებიც და ნებისმიერი, ერთ დროს უმაგრესი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მონაწილეობა აქვს ქართული ფეხბურთის ნგრევაში, სამუდამოდ უნდა ჩამოაშორო ფეხბურთს

• გოგი

ყველაფერში მართალია ეს კაცი დროზეა საჭირო მოქმედება

• petre

"არველაძეებში ინტელექტი უხვად არის"ო) თუ რამის მაქნისები იყვნენ რეზია ფედერაციაში რამდენი წელი იყო რატომ არაფერი უშველა ქართულ ფეხბურთს?! "ბავშვები ძალიან ცუდ პრობებსა და კლიმატურად არასასურველ დროს ვარჯიშობენ და ამის გამო მშობლები შვილებს არ უშვებენ და აქედან გამომდინარე არც მასობრიობაა" ნუ ცუდ პირობებში რომ ვარჯიშობენ გეთანხმები ბატონო მაგრამ კლიმატის გამო კი არა გადასახდელის გამო ვერ უშვებენ მშობლები შვილებს! ამ კლუბებს რომ აფინანსებს სახელმწიფო რამე შედეგი არის?არა! ამიტომ ეს ფული უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადებას და რაც მთავარია ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს უფასო!!! სასურველია ბავშვთა ფეხბურთში მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები ფიზმომზადების მწვრთნელები მაინც! აი ამის მერე ეს თაობა რომ წამოიზრდება შედეგიც ექნება ქართულ ფეხბურთს! მანამდე კი უაზრობაა არველაძე ცხადაძე კობიაშვილზე თუ კლიმატზე საუბარი...

• giga

ნუ ხარ დაბოღმილი შე 2მაგად .... შენნაირი დაბოღმილები რო არსებობენ დეხბურთში, მიტომ ქვია მთხლებურთი თქვენს ნაკრებს და ///.

• რეზო

ზაფხულში დასიცხული ფეხბურთი კარგი სანახავი იქნება მოედანზე.

• tngh

გეთანხმები ბ-ნო ზურაბ!!! და არა მარტო არველაძეები სჭირდება...

• tngh

ბ-ნი ზვიად სიჭინავას დროს ბევრი სტადიონი აშენდა. შეეშვით დემაგოგიას...

• assa

რა გაზაფხული შემოდგომა? თურმე მასე გვეშველება. იქნებ 10 გუნდიანმა გვიშველოს? ან იქნებ არველაძეებმა? ან იქნებ ცხადაძე გვიშველიდა? სანამდე შეიძლება ესეთი უაზრო იდეების მოსმენა? მოკლედ აქ უნდა მოვიწვიოთ უცხოელი ჭკვიანი სპეციალისტები, რომელნიც ჯერ ჩამოგვიწერენ რა უნდა გავაკეთოთ, მერე კიდე თვითონ დანერგავენ იმ გეგმას ცხოვრებაში. თუმცა მაინც დიდი შანსია არაფერი გვეშველოს. P.შ. რეგბისტებმაც უკეთესად ითამაშეს, კალათბურთელებიც უკეთესად გამოდიან, წყალბურთელებსაც უკეთესი შედეგი აქვთ, ხელბურთელებიც უფრო ვაჟკაცურად გამოდიან. ნუ ქართველ ჰოკეისტებზე მაგრები ხართ - ამას ვაღიარებ.

• გაგა

ქართულმა ფეხბურთმა პეტრიაშვილები არ უნდა დაკარგოს(((((( ....

• რეზო

რაგბს თუ უყურებთ პატივცემულო? ინიექცია ფეხბურთს ჭირდება თუ ჭირდება :) ანტირეკლამა კი გაუკეთა არველაძეებს, აცდენილია რეალობას ადამიანი საერთოდ.

• Givi g

წადი რა ...,ამ მთავრობის მომხრე, არველაძეების მომხრე,ყვება აქ ზღაპრებს,სტადიონებს რომ ანგრევდნენ და ათას უკანონობას სჩადიოდნენ მაშინ სად იყავი? მერე უნიჩიერესი კაცი რომ იყო დომენტასთან ერთად ფედერაციაში მაშინ რატომ არ აწვდიდი ამ იდეებს? საფეხბურთო სამყარო მთლიანად გასაწმენდი და შესაცვლელია რომ ვუყურებ

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

"არ ვიცი, დათოს გარდაცვალებით მოყენებული ჭრილობა როგორ შეხორცდება"

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

ეროვნული ლიგა. XVII ტურის წინ: ეძღვნება დავით პეტრიაშვილის ხსოვნას...

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

[ისტორიის უცნობი ფურცელი] როგორ დაამარცხა საქართველომ გერმანია...

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

მამუკა ფანცულაია: თამაში მინდოდა, მაგრამ ობოლ ბიჭს ხელის წამკვრელი არ მყავდა

შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება