ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია გურული: ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა

გია გურული: ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა

"თუ რეჟიმი არ დაიცავი, ისე ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ეს ყველამ უნდა იცოდეს!"
51 წლის გია გურული ამჟამად პირველ ლიგაში მოასპარეზე ხობის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელია. ჟურნალისტების დიდ მეგობარსა და კარგ მოსაუბრესთან სჯა-ბაასი ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.

"ლელო" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის ასევე ყოფილ ასისტენტს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც ის სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ბატონო გია, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდაა. თქვენი აზრით, ამ პოსტზე უცხოელი სპეციალისტის დანიშვნაა უპრიანი თუ ქართველის?

- როცა სანაკრებო თემას ეხება საქმე, დიდი დაკვირვებაა საჭირო. ჩემი აზრი ასეთია - დღეს შედეგს პრინციპულად ვერავის მოსთხოვ, ვინც არ უნდა დაინიშნოს ნაკრებში. უცხოელი მაშინ უნდა მოვიყვანოთ, როცა ეროვნული გუნდი მზად იქნება შედეგის მისაღწევად. ეს პერიოდი, ჩემი აზრით, დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ დადგება. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა. საქართველოში ნიჭიერი ბავშვი ყოველთვის იყო და იქნება. ეგ არის, რომ ეს ნიჭი უნდა გამოვიყენოთ.

და კიდევ - მასობრივად გვჭირდება ძლიერი ფეხბურთელები. 2-3 მოთამაშე ბევრს ვერაფერს შეცვლის, დღეს უკვე კარგ პირობებში იზრდებიან ბავშვები...

- თქვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყავით. როგორ ფიქრობთ, რა თვისებებს უნდა აერთიანებდეს ეროვნული გუნდის დამრიგებელი?

- ავიღოთ საფრანგეთის, როგორც ძალიან განვითარებული საფეხბურთო ქვეყნის მაგალითი. საფრანგეთში ნაკრების მწვრთნელს "ნაკრების მწვრთნელი" არ ჰქვია. ის სელექციონერია. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთი მთავარი თვისება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისა, უნდა იყოს სელექციის ნიჭი.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი თვისება - დისციპლინისადმი მკაცრი დამოკიდებულება უნდა იყოს. ის უნდა იყოს ძალიან მომთხოვნიც. ქართველებს ისეთი ხასიათი გვაქვს, სწორედ ასეთი მწვრთნელი გვჭირდება...

რაც შეეხება შედეგს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ის უნდა მოვითხოვოთ მაშინ, როცა მასობრივად გვეყოლებიან ძლიერი ფეხბურთელები. მერწმუნეთ, ეს დრო აუცილებლად დადგება.

- თავის დროზე, შესანიშნავი თავდამსხმელი იყავით. ქართულ ფეხბურთში დღეს მწვავედ დგას გოლის გამტანი ფეხბურთელის პრობლემა...

- გეთანხმებით, არის ეს პრობლემა. იცით, ადრე სხვანაირად იყო. სულ გვყავდნენ კვალიფიციური მცველები, მაგრამ მაინც სულ ვამბობდით, რომ გვიჭირს დაცვაში, თავდასხმაში კი არასოდეს ყოფილა პრობლემა. რომ იტყვიან, თავდამსხმელების ცვენა იყო... დღეს რასაც ვუყურებ, მართლაც ცოტა გვყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი. კი, არიან კარგი თავდამსხმელები, მაგრამ ცენტრფორვარდის პოზიციაზე დიდი არჩევანი არ არის...

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში უპირველესი ცენტრფორვარდი ლევან მჭედლიძეა. მას აქვს არაერთი ისეთი თვისება, რაც ამ ამპლუის მოთამაშეს უნდა ჰქონდეს - ტანმაღალია, მაგრად იბრძვის, კარგად ინარჩუნებს და აგდებს ბურთს, მოწინააღმდეგის მცველებს ღლის...

- რა სჭირდება დღეს მჭედლიძეს?

- უპირველეს ყოვლისა, მე მას მეტ თავდაჯერებას ვუსურვებდი. იმედი მაქვს, ლევანს აღარ შეაწუხებს ტრავმები და სტაბილურად ითამაშებს "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში.

- საინტერესოა, რა არის აუცილებელი ცენტრალური თავდამსხმელის პროგრესისთვის? თქვენს მაგალითზე გვითხარით...

- მაგალითად, თავის დროზე ბევრი ამბობდა, რომ მე კარგი ნახტომი მქონდა და თუ თავის ქებაში არ ჩამითვლით, მართლა არ ვხტებოდი ცუდად. საიდან მოდის ეს? ბავშვობაში, სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, გზად ჩამწკრივებული ხეები მხვდებოდა. ვხტებოდი ბევრჯერ და ნებისყოფის სრული დაძაბვით. სანამ ფოთლებს არ შევწვდებოდი, არ მივდიოდი შინ. ხშირად ეს ერთი საათიც კი გაგრძელებულა...

საერთოდ, თუ ერთი ნახტომით არ დაკმაყოფილდები და მცდელობას გააგრძელებ, ყოველთვის მიწვდები იმას, რაც გინდა. აუცილებელია, ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ დარჩეს და ივარჯიშოს გარკვეულ კომპონენტებზე. საათნახევრიანი ვარჯიში საქმეს არ შველის. შენ ყველაზე კარგად იცი, რა კომპონენტებში უნდა ივარჯიშო. ჰოდა, ადექი და ივარჯიშე!..

ჩემს დროს თბილისის "დინამოში" მართლაც რომ ლეგენდები თამაშობდნენ. ვრჩებოდი ხოლმე ვარჯიშის შემდეგ ცხონებულ რამაზ შენგელიასთან, საშა ჩივაძესთან, რეზო ჩელებაძესთან ერთად და სხვადასხვა კომპონენტს ვხვეწდი. მათ გვერდით მართლაც რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე... მოგვიანებით, როცა უცხოეთში წავედი კარიერის გასაგრძელებლად და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში, საფრანგეთის ჩემპიონატში ვითამაშე, ბოლომდე მივხვდი, რამხელა დონის იყო საბჭოთა კავშირის პირველობა...

- როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება რეჟიმთან? ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები იმიტომაც ვერ უმატებენ, რომ ხშირად არღვევენ რეჟიმს...

- ჩემი აზრით, მთავარი სწორედ ეს არის ფეხბურთში. ყველანაირი ნიჭი იკარგება, თუ მას შრომისმოყვარეობა არ დაემატა. ჩემს მაგალითზე გეტყვით - ახალგაზრდა ვიყავი, გასვლითი თამაში გვქონდა. ისე მოხდა, რომ რეჟიმი დავარღვიე. გათენდა მეორე დღე და სასტარტო შემადგენლობაში ვარ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშე. დაიწყო მეორე ნახევარი და ვატყობ, რომ აღარ შემიძლია, მინდორზე დავლასლასებ...

საერთოდ, შენზე კარგად შენს ორგანიზმს არავინ იცნობს. შენ თავად ხედავ, რა გრგებს, რა გწყენს... იმის მერე რეჟიმი აღარ დამირღვევია. ვნახე, რაც მომივიდა და აღარ მინდოდა, ეს განმეორებულიყო. რა თქმა უნდა, ნიჭი ნიჭია და ამის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ თუ რეჟიმი არ დაიცავი, ისე ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ეს ყველამ უნდა იცოდეს.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გკითხავთ. მოდით, დროებით გვერდით გადავდოთ ათასი პრობლემა. თქვენი აზრით, რამდენგუნდიანი პირველობაა იდეალური ჩვენი ქვეყნისთვის?

- 10, მაქსიმუმ 12 გუნდი უნდა თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. რაც მთავარია, კერძო სექტორი უნდა იყოს აქტიური, რადგან კერძო ინვესტორისაა მომავალი. დღეს ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტორის დეფიციტია. რამდენი კლუბი ვიცით დღეს საქართველოში, კერძო მესაკუთრის ხელში რომ არის? გვახსენდება თბილისის "დინამო" და კიდევ ერთი-ორი კლუბი...

- თქვენ ხობის "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ხართ. რა ხდება ხობში?

- ჩვენ გეგმაზომიერად ვაშენებთ მომავლის გუნდს. ეს არ არის ერთწლიანი გუნდი. გვინდა, ხანგრძლივი პროექტი განვახორციელოთ. ხობში ერთ მუშტად შეკრული, ძალიან კარგი გუნდი გვყავს... "კოლხეთი" ახლახან დატოვა საუკეთესო ბომბარდირმა და ლიდერმა ცოტნე ბუკიამ. მან კარიერის გაგრძელება "ლიახვში" გადაწყვიტა. ჩვენს გუნდთან ჰქონდა კონტრაქტი და შემეძლო, არ გამეშვა, მაგრამ ოჯახი იქით ჰყავს და გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ინტერესები, თორემ არავითარი ფინანსური მომენტი არ ყოფილა...

აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, თანდათან ამ კუთხითაც უკეთესობისკენ მიდის საქმე. მოკლედ, თავდაუზოგავად ვმუშაობთ.

- დაბოლოს, თქვენს მეგობარ ალენ ჟიერესზე უნდა გკითხოთ. სად მუშაობს ჩვენი ძველი მეგობარი?

- ჟირესს ცოტა ხნის წინათ ვესაუბრე - მაშინ, როცა იანვარში საფრანგეთში ვიყავი. მას კონტრაქტი აქვს მალის ფეხბურთის ფედერაციასთან, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ჯერ უცნობია, კიდევ იმუშავებს თუ არა ჟირესი აფრიკის ამ ქვეყანაში. როგორც ვიცი, იქ პოლიტიკური კრიზისია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქართუ

ნეპოტიზმი ყველგან !! ვინმემ დამასაქმეთ 6 დან 12 წლამდე ჩამაბარეთ გუნდი ან დამხმარეთ მაინც ამიყვანეთ მომეცით შანსი იქნებ გვარდიოლაზე 10 ჯერ მაგარი ვარ და მაურინო ჩემთან შედარებით ბავშვია!! ლიცენზირებული მწვრთნელი. არ მინდა ხელფასი აქეთ მოგცემთ 300 ლარს :D თუ არ მექნა შედეგი! ..უკვე მაგრად ვნანობ ეს პროფესია რო ავირჩიე

• vep1963

მართალსა ბრძანებთ გია ბატონო სწორედ რომ 6-7წლის ბავშვების გაზრდას უნდა დაველოდოთ ,მაგრამ ბატონი ჟირესის მოადგილე რომ ბრძანდებოდით მაშინ რატომ არ ამბობდით ამას.ამით შეიძლება არაფერი შეცვლილიყო მაგრამ თქვენს სიტყვებს ეხლა უფრო დამაჯერებლობა ექნებოდა .თქვენ არაფერს ამბობდით არც სხვა თქვენნაირმა ხალხმა არაფერი თქვა და აგერ ბატონო დღეს ცხოვრებამ მაინც რეალობის წინაშე დაგვაყენა.ჰოდა ბატონო ყველაფერი კი ანაზღაურდება ეხლა მაინც ტუ გამოვიღვიძებთ,მაგრამ დაკარგულ დროსა და დაკარგულ თაობებს ვერაფრით ავინაზღაურებთ და სწორედ ესაა თქვენი და საერთოდ ჩვენი ბრალი

• Chala

6-7 წლის თაობას უნდა დაველოდოთო- მაგის მერე არ წამიკითხავს.ესეთი არაკომპეტენტური ხალხია დღეს ფეხბურთში და იმითომაც გვაქ შედეგი 0

• გუჯა კახაძე

თეორიაში ჩაღრმავება ცოტას სიამოვნებს, მაგრამ ამის გარეშე ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება! თუ სწრაფი შედეგი გვჭირდება წაიკითხეთ სტატიები: ა)თანამედროვე ფეხბურთი და „პარტიზანულად“ შექმნილი მეთოდიკა ან ბ)მხოლოდ გონიერი ადამიანი ხედავს საკუთარ ნაკლს (გვერდზე - ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე) და ნახავთ, რომ ქართული ფეხბურთის გადარჩენა ძალიან სწრაფად შეიძლება.

• zuzu

რას ბჟუტურობს?

• inkognito

ეს კაცი სრულ სისულელეებს ლაპრაკობს მან არ იცის რეალობა რა არის და უაზრო დასკვნებს აკეთებს

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...

"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა

[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!

გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს

საქართველოს თასი: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა

ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"

დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც