ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გია გეგუჩაძე: შეიძლება ეს მართლაც პრობლემად გვექცეს...

გია გეგუჩაძე: შეიძლება ეს მართლაც პრობლემად გვექცეს...

"გვაქვს შანსი, ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ!"
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან მას შემდეგ არ გვისაუბრია, რაც ის ქვეყნის რანგით მეორე გუნდის დამრიგებლად დაინიშნა. მას შემდეგ ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ მოხდა. თუნდაც, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია რად ღირს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კი ჯერაც უმწვრთნელოდაა. აქა-იქ იმასაც გაიგონებთ, ეროვნულ გუნდს გეგუჩაძე ჩაიბარებსო.

თუ რას ფიქრობს ის ამ და სხვა საკითხებზე, ინტერვიუდან შეიტყობთ...

რა თქმა უნდა, 10 გუნდი

- თავდაპირველად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გკითხავთ. რას იტყვით ამ პროგრამის თაობაზე?

- ჩემი აზრით, ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. პირველად ვნახეთ ამ დონეზე დამუშავებული და ყოვლისმომცველი პროგრამა.

- ამ პროგრამაში ჩადებულია 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა. ამაზე რა აზრის ხართ?

- მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აუცილებელი იყო გუნდების რაოდენობის შემცირდება. ეს იმის წინაპირობაა, რომ ამაღლდება კონკურენცია, გაიზრდება დონე...

ამას დავუმატოთ ისიც, რომ გვექნება 10-გუნდიანი, ძალიან დაძაბული პირველი ლიგა...

მოკლედ, გვეყოლება 20 სრულფასოვანი, პროფესიული კლუბი. აქვე, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება ხდება სპორტული პრინციპების დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადადის. ამ საკითხმა ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...

- ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებულია და ამ ნოვაციასაც დადებითად ვუყურებ. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი არგუმენტი, რომელიც ამ სიახლის სასარგებლოდ მეტყველებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ქართული კლუბები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ევროთასებს და ეს სისტემა ამას ხელს ნამდვილად უწყობს...

არის მეორე მომენტიც - მინდვრების ხარისხი, რაც ასევე გასათვალისწინებელია. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ქართული კლუბების დაფინანსების საკითხიც. ყველამ კარგად ვიცით, რომ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ისინი უფულოდ რჩებოდნენ.

მე მხოლოდ ზოგიერთი დადებითი მხარე ჩამოვთვალე, გაგრძელება კიდევ შეიძლება...

ზუსტად დღეს, მოცემულ რეალობაში...

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნებისმიერი პროგრამის შესრულება დამოკიდებულია კადრებზე. თქვენც იცით, რა ვითარებაა დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. გვეყოფა კი საამისოდ მცოდნე და პატიოსანი კადრები?

- შეიძლება ეს მართლაც პრობლემად გვექცეს. თუმცა გავეცანი პროგრამას და იქ ჩადებულია ახალი კადრების მომზადების პროექტი, თუნდაც - საკლუბო მენეჯმენტის კუთხით. იქ ასევე გათვალისწინებულია არაერთი ნიუანსი. თუნდაც, სამედიცინო მომსახურების თემა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში.

ჩვენ დღეს ვდგავართ ისტორიული გამოწვევის წინაშე. გვაქვს შანსი, ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ! თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ ზუსტად დღეს, მოცემულ რეალობაში მიწევს მუშაობა და პირადად მეც, როგორც ერთი რიგითი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

- ახლა უშუალოდ თქვენს საქმეზე გადავერთოთ. მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ აქვს. ლოგიკური არ იქნება, თუ ახლავე დაიწყებთ შემადგენლობის გადახალისებას?

- ჩვენ უკვე ვაწარმოებთ სელექციას. დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. საერთოდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. 23 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გველის სან მარინოსთან, 28-ში კი ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ ზესტაფონში, უკრაინის 21-წლამდელებთან. რა თქმა უნდა, სანაკრებო სიაში იქნებიან ახალგაზრდა, საინტერესო ფეხბურთელები. გუნდის გაახალგაზრდავებასთან ერთად, უნდა ვიფიქროთ შედეგზეც.

- უკრაინის გარდა, კიდევ თუ გექნებათ ამხანაგური მატჩები? ახლა ხომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრის გამართვაა საჭირო...

- მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ...

მათი ნიჭი ქვეყანას ეკუთვნის

- უკრაინასთან მატჩის ზესტაფონში დაგეგმვა, ალბათ, სანაკრებო ფერხულში რეგიონების ჩართვითაა განპირობებული...

- ცხადია, ნაკრები ხომ მთელი ქვეყნისაა. რეგიონებში თამაშს მივესალმები. ერთია ოღონდ - იქ უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომფორტული სტადიონი, ხარისხიანი მინდორი, გასახდელები... ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრგან იქნება ასეთი რამ.

- შევეხოთ ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენი ასისტენტების თემას. როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია, რომ ფიზმომზადებაზე სერბი ივან ვუჩეტიჩი იზრუნებს. ამბობენ, რომ თქვენი პირველი თანაშემწე "საბურთალოს" ამჟამინდელი თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება, ვისთან ერთადაც წარმატებით მუშაობდით "ზესტაფონში"...

- მოდით, ნუ ვიჩქარებთ. მოვა დრო და გამოვაცხადებთ მათ ვინაობას, ვინც ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნაში დამეხმარება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტზე. ეს თემა, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ისინი კარიერის რაღაც ეტაპზე პროფესიულ ზრდას წყვეტენ და უკან-უკან მიდიან. რა არის ამის მიზეზი?

- ძალიან მნიშვნელოვან და ტევად თემას შეეხეთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა ძნელია ასეთ ფორმატში უპასუხო ამ კითხვას, თუმცა შევეცდები... რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არსებობს, ოღონდ შევთანხმდეთ ერთ რამეზე - ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს. ჩვენ გვაქვს დიდი ნიჭი, რომელსაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვიყენებთ.

ფეხბურთელებამდე უნდა მივიტანოთ ერთი რამ - ისინი არ თამაშობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მათი ნიჭი ქვეყანას ეკუთვნის. ისინი ვალდებულნი არიან, მოუფრთხილდნენ ამ ნიჭს და მაქსიმალურად განავითარონ ის.

შეტევა, კრეატივი, კომბინაციური ფეხბურთი

- შეტევა, კრეატივი, კომბინაციური ფეხბურთი - ასეთია გია გეგუჩაძის სამწვრთნელო ფილოსოფია. შენარჩუნებული იქნება ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?

- მე არ შემიცვლია ჩემი სამწვრთნელო ხედვა და სწორედ ასე მინდა, რომ ითამაშოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მიწოდებაა, მაგრამ, ამავე დროს, წეღანაც აღვნიშნე, არ უნდა დაგვავიწყდეს შედეგი - ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

- ბევრი დღესაც ამბობს, ეროვნულ ნაკრებს ბოლოს მაინც გია გეგუჩაძე ჩაიბარებსო. ზოგს ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ქვეყნის მთავარი გუნდის გაწვრთნის წინადადება არ მიგიღიათ...

- გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად - თავიდანვე ლაპარაკი იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე! არანაირი წინადადება არ მიმიღია ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით. არ ყოფილა საერთოდ ამაზე საუბარი.

- ბოლოს, ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზეც უნდა გკითხოთ. ნაკრებისთვის მწვრთნელის შერჩევის დრო რომ დგება, ეს კითხვა ყოველთვის ისმის - ქართველი თუ უცხოელი? საერთოდ, როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?

- მე არ ვარ წინააღმდეგი არც ქართველის და არც უცხოელის. მთავარია, ისეთი მწვრთნელი იყოს, საქართველოს ნაკრებს რომ გამოადგება. შეიძლება სჯობდეს გამოცდილი მწვრთნელის მოყვანა, შეიძლება ახალგაზრდამ უფრო გაამართლოს. ძნელია ამის წინასწარ განსაზღვრა. მჯერა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს გულშემატკივარს სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი

ბატონა გია, რომ წერთ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა კარგიაო, იმას ითვალისწინებთ, რომ ჩემპიონი და პრიზიორები ევროპაზე ჩაერთვებია მხოლოდ 9-10 თვის შემდეგ??? იქნებიან კი იმ დროისათვის ისინი თავისი სტატუსი შესაფერის ფორმაში??? დიდი ალბათობით, როგორც ჩვენს ჩემპიონატს სჩვევია, შეიძლებ სულ სხვა გუნდები იქნენ გამოსული მოწინავე პოზიციებზე!!! ამისათვის იბრძოდა ლობანოვსკი, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გადასულიყო შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატში, თუმცა იმ ბიუროკრატიულ აპარატთან ჭიდილში ვერაფერს მიაღწია. ახლა კი რუსები თავად მიხვდნენ ამას და შარშან გადავიდნენ კიდეც შემოდგომა-გაზაფხულზე. ჩვენ კი რა გვემართება ძველს ვუბრუნდებით???

• სირბილის სწავლების ცენტრი

მწვრთნელების მოწვევის იდეა კარგია, მაგრამ უცხოეთში კვალიფიციურ სპეციალისტებს ოქროს ფასი აქვთ. იქნებ დადგა დრო, ჩამოყვანილი ფიზმომზადების მწვრთნელებისგან შედეგის გარანტიაც რომ მოითხოვოთ? სირბილის სწავლას და სისწრაფის მომატებას რაც შეეხება - ამას ზოგადი ფიზმომზადების მწვრთნელი ვერ უშველის. კონკრეტულად ამ სფეროს სპეციალისტი გჭირდებათ. ჩვენ ფეხბურთელებს 2 ტაიმის მაღალ ტემპში სირბილი თუ მართლა ასწავლით ქართული ფეხბურთი მომგებიან სფეროდ გადაიქცევა!!!!

• zaza

ავთო ,რატომგაც სანდრო გურეშიძე გამოგრჩა

• გიგილო

ვა, ეს უცბათ ნონა გაპრინდაშვილი არ მეგონა? :DDDDDDDDDDDDDDDD

• gio

ამდენი ტყუილიტ ხალხი გაიბერა ახლა ესენი როდის გაძგებიან ამხელა ფულზეა ლაპარაკი და ამ ტანხიდან ნახევარზე მეტი ამატია უკვე განაწილებული აქვტ ფეხბურტს ჩემი ფეხები ფეხბურტი და შედეგი სუკლ კიდიატ

• ზაზა

აქ,სპორტალზე არის ინტერვიუ ძიუდოისთა მწვრთნელთან,მინდია ბოდაველთან... –თვით ჩვენი ძიუდოისტები(მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოები) არიან გაოცებულები!ჩვენ თუ ფიზიკაში არ ვისწავლეთ მომზადება,მაშინ 265 მილიონზე ათჯერ მეტიც ,რომ დავხარჯოთ ფეხბურთში,შედეგი არ გვექნება!ამერიკაში საუკეთესო მედიცინაა,შესაბამისად ფიზიკური მომზადებაშიც ამერიკელები არიან მოწინავე....მხოლოდ კლუბებისთვის დაფინანსების გაზრდით შედეგს ვერ მივიღებთ!ხარისხია (წვრთნის,მეთოდოლოგიის,ფიზიკური მომზადების,სისწრაფის გაუმჯობესების)მთავარი და 265 მილიონიდან უმთავრესი ხარჯები სწორედ საწვრთნელი ვარჯიშის ხარისხის გაუმჯობესებაში(უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები!)უნდა დაიხარჯოს!..პ.ს. არ ვიზრუნებთ ამ პრობლემაზე და შედეგს მივიღებთ მხოლოდ ბიუჯეტის(ხალხის)ფულის,,შეჭმაში,,

• kalistrate salia

რას ეძებთ უცხოელ ან თუნდაც ქართველ მწვრთნელს პირველი ნაკრებისათვის. აგერ გყავთ avto. მიაგენით და დანიშნეთ. ვერ ხედავთ, რა "ბრძნულ" რჩევებს აძლევს გეგუჩაძეს! მოძებნეთ ეს კაცი და მორცა ყომარი!!!

• gigoia

ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩვენთან ფეხბურთის გაგებაში საერთოდ არ არიან. გაზაფხული-შემოდგომა ჩემპიონატის ჩატარება გრენლანდიაა ჩვენი ქვეყანა? ძლივს მოვერგეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად სეზონის სექტემბერში დაწყებას და ესენი მგონი საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან.

• avto

როგორ არი შანსი, თქვი ავთო

• avto

რა კითხვებს უსვამთ რა უნდა გაახალგაზრდავოს ჯერ კიდევ აქვს ამ გუნდს გასვლის შანსი მეორე ადგილიდან. ნიკა ჭანტურიას ლაშა დვალს ოთარ კაკაბაძეს მათე ცინცაძეს გიორგი აბურჯანიას გიორგი პაპუნაშვილს რას უშვებით გუნდმა უნდა ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით!!! გეგუჩ ესენი გამოიძახე: მეკარეები: ბექა ქურდაძე ოთარ გოშაძე მცველები: ოთარ კაკაბაძე დავით მთივლიშვილი ნიკა ჭანტურია ლაშა დვალი ჯიმი ტაბიძე გიორგი თევზაძე დავით უბილავა ნახევარმცველები: მათე ცინცაძე გიორგი აბურჯანია გიორგი ხარაიშვილი დაჩი ცნობილაძე გიორგი პაპუნაშვილი ლუკა ზარანდია გიორგი არაბიძე გიორგი ერისთავი ოთარ კიტეიშვილი საბა ლობჟანიძე თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ნიკა კაჭარავა დავით ჯიქია

უეფას განვითარების თასზე საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას ძმა აღიარეს

15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

ევრო 2025 | ახალგაზრდულის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

გია გეგუჩაძის პირველი ვარჯიში "ზესტაფონში" ახალი წლის შემდეგ [PHOTO]

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ასისტენტად ჭიაბრიშვილს უხმო

ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

გია გეგუჩაძე: თუ ლეგიონერი დონეს დააკმაყოფილებს, გუნდში გვეყოლება

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]