ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება კარის გარეშე

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება კარის გარეშე

"გოლდენ სტეიტი" რეკორდებს აგრძელებს
შინ "ჩიკაგოს" დამარცხების შემდეგ, "მაიამი" მყარად დამკვიდრდა აღმოსავლეთის მეოთხე ადგილზე, "ბულზი" კი პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება.

ფლორიდული მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა მხოლოდ სამი ქულა იყო. მაგრამ ამის შემდეგ, ერიკ სპოელსტრას შეგირდებმა შესამჩნევად მოუმატეს თამაშს და ბოლო მეოთხედისთვის ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს, საბოლოოდ კი, დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

"მაიამის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა 26 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. მან ექვს მატჩამდე გაზარდა სერია, რომლის დროსაც თამაშში სათადარიგო სკამიდან შედიოდა და ორმაგ დუბლს ასრულებდა. ასეთი რამ ბოლო 17 წელია არც ერთ რეზერვისტს არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, "ჰიტის" ფორვარდი ჯო ჯონსონი მეათე მოთამაშე გახდა ასოციაციის ისტორიაში, ვისაც კარიერაში 1800 ზუსტი სამქულიანი შეასრულა. აგრეთვე, ვეტერანმა კარიერული მონაგარი 19 033 ქულამდე აიყვანა და NBA-ის ყველა დროის 50 საუკეთესო სნაიპერს შორის შევიდა. და კიდევ, "მაიამიმ" თამაშიდან ტყორცნების 67.5 პროცენტი გამოიყენა, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

"გოლდენ სტეიტი" ყოველი მოგების შემდეგ, NBA-ის ახალ რეკორდს ამყარებს - 59 მატჩში 54 მოგება აქამდე არც ერთს გუნდს არ ჰქონია. გარდა ამისა, "უორიორზმა" ზედიზედ 43-ე საშინაო მატჩში გაიმარჯვა. ეს ერთით ნაკლებია ლიგის აბსოლუტურ რეკორდზე, რომელიც "ჩიკაგომ" 1995-96 წლებში დაამყარა.

რიგით 54-ე გამარჯვების მოპოვება "გოლდენ სტეიტს" ძალიან გაუჭირდა. ჩემპიონატის ლიდერი სტივენ კარისა და ანდრე იგუოდალას გარეშე თამაშობდა. მართალია, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს, მაგრამ ძირითად დროში გამარჯვების უკეთესი შანსი "ატლანტას" ჰქონდა, თუმცა კლეი ტომპსონმა ორი ზუსტი საჯარიმოთი მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, იქ კი დრეიმონდ გრინმა გაიბრწყინა, რომელმაც თავისი გუნდის ერთქულიანი უპირატესობისას, ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ამით გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისში მყოფმა "ფინიქსმა" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია სტუმრად "შარლოტს" და 34 ქულით დამარცხდა. "ჰორნეტსი" უკვე პირველი ტაიმის შემდეგ 17 ქულით იყო წინ, მეორე ნახევარში კი ეს უპირატესობა გააორმაგა.

ასევე კლასში და სათამაშო ფორმაში დიდი სხვაობა იგრძნობოდა "ნიუ იორკისა" და "პორტლენდის" შეხვედრაში. სტუმარმა "ბლეიზერსმა" ოთხივე მეოთხედი მოიგო და 19 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. "პორტლენდისთვის" ეს იყო ბოლო 10 მატჩში მეცხრე მოგება. შემთხვევითი არ არის, რომ ამ გუნდის დამრიგებელი ტერი სტოტსი თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ორი აუთსაიდერის - "ლეიკერსისა" და "ბრუკლინის" მატჩში კალიფორნიელებმა მოიგეს, რომლებიც კობი ბრაიანტს გარეშე თამაშობდნენ. ლეგენდის არყოფნაში გაიბრწყინა დ'ანჯელო რასელმა, რომელმაც 39 ქულა დააგროვა.

ის გახდა "ლეიკერსის" პირველი დებიუტანტი ბოლო 57 წლის განმავლობაში, ვინც ასეთი შედეგიანობა აჩვენა. ბოლოს, ასეთი რამ ელჯინ ბეილორმა შეძლო 1958-59 წლების სეზონში. ცნობისთვის, კობი ბრაიანტის საუკეთესო შედეგი სადებიუტო სეზონში 24 ქულა იყო.

"კლიპერსის" პატრონი ყველაზე მდიდარია

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელი სტივ ბალმერი, რომელსაც ადრე კომპანია "მაიკროსოფტის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, NBA-ის კლუბების მეპატრონეებს შორის ყველაზე მდიდარია - ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა ჟურნალმა "ფორსბმა".

ბალმერის ქონება 23.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის 23-ე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საერთო სიაში.

ასევე მილიარდერების რეიტინგში მოხვდა ლიგის 19 კლუბის მფლობელი. ტოპ-ხუთეულში არიან: პოლ ალენი ("პორტლენდი", 17.5 მილიარდი), სტენ კრენკე ("დენვერი", 7.7), მიხაილ პროხოროვი ("ბრუკლინი", 7.6) და მიკი ერისონი ("მაიამი", 7.1).

გარნეტი წელს აღარ იქნება?

"მინესოტა ტიმბერვულვზის" მთავარმა მწვრთნელმა სემ მიტჩელმა არ გამორიცხა, რომ ვეტერანი ფორვარდი კევინ გარნეტი, შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ დაბრუნდეს მოედანზე. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს.

ESPN-ის ინფორმაციით, მოედანზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას თავად კალათბურთელი მიიღებს. გარნეტს მომავალ სეზონშიც აქვს "მინესოტასთან" კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც 8 მილიონს მიიღებს, მაგრამ ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა კარიერას.

თებერვლის მწვრთნელები

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული თვის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ბოსტონის" დამრიგებელი ბრედ სტივენსი. თებერვალში, მისმა გუნდმა 12 მატჩი ჩაატარა და ცხრა მოიგო. გარდა ამისა, "კელტებს" საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ - ექვსიდან ექვსი მოგება. ამ მომენტისთვის, "ბოსტონი" 36 მოგებითა და 25 წაგებით მესამეა აღმოსავლეთში.

"პორტლენდის" თავკაცმა ტერი სტოტსმა ანალოგიური პრიზი მოიგო დასავლეთში. "ბლეიზერსმა" მისი ხელმძღვანელობით 11-დან ცხრა მატჩში გაიმარჯვა. "პორტლენდი" მეშვიდე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 28 წაგებით.

შარლოტი-ფინიქსი 126:92

35:18, 33:24, 30:19, 28:31

შ: უოკერი (26+9 პასი), ჯეფერსონი (19+7 მოხსნა), ბატუმი (15+9 მოხსნა), ლემბი (15).

ფ: ლენი (18+12 მოხსნა), ტელეტოვიჩი (17), ბუკერი (13), ჯენკინსი (11), გუდვინი (10).

მაიამი-ჩიკაგო 129:111

36:30, 29:32, 30:20, 34:29

მ: უაიტსაიდი (26+14 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (24), დენგი (20), უეიდი (18+7 პასი), დრაგიჩი (17+11 პასი).

ჩ: როუზი (17), ბრუქსი (16), პ. გასოლი (15+9 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (13), მაკდერმოტი (11), პორტისი (11+7 მოხსნა), დანლივი (10).

ნიუ იორკი-პორტლენდი 85:104

25:27, 25:31, 22:27, 13:19

ნ-ი: ენტონი (23+10 მოხსნა), აფლალო (13), პორზინგისი (11+7 მოხსნა), ო’ქუინი (11+9 მოხსნა).

პ: ლილარდი (30+6 პასი), მაკალუმი (25), ლეონარდი (11+14 მოხსნა).

დალასი-ორლანდო 121:108

35:27, 34:34, 27:20, 25:27

დ: მეტიუზი (21), ნოვიცკი (19), პარსონსი (17), ფაჩულია (17+10 მოხსნა), ბარეა (17).

ო: ილიასოვა (22+10 მოხსნა), ვუჩევიჩი (18+7 მოხსნა), პეიტონი (12), ჯენინგსი (12+6 პასი), დედმონი (12).

გ. სტეიტი-ატლანტა 109:105 (ო)

32:26, 27:22, 16:22, 22:27, 12:8

გ-ს: ტომპსონი (26), ბოგუტი (19+7 მოხსნა), გრინი (15+13 მოხსნა+9 პასი), ბარნსი (12+8 მოხსნა), ბარბოზა (11), სპეიტსი (10).

ა: მილსეპი (19+7 მოხსნა+4 დაფარება), შრიოდერი (17+9 პასი), ჰორფორდი (17+9 მოხსნა), ბეიზმორი (15+9 მოხსნა), კორვერი (11+7 მოხსნა), სკოტი (11).

ლეიკერსი-ბრუკლინი 107:101

24:19, 34:31, 21:24, 28:27

ლ: რასელპი (39), კლარკსონი (16+7 მოხსნა+7 პასი), რენდლი (14+13 მოხსნა), ჰიბერტი (14).

ბ: ლოპესი (23+7 მოხსნა), იანგი (19+15 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (18+7 მოხსნა), სლოუნი (11+6 პასი), ელინგტონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა

[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა

ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს

"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა

[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად

[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში

კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?

ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია

"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს

ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია

WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი

რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან

[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა

[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს

ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა

მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა

22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა

"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს

NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]

ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]

[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე

NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

ყველგან დაფასებული სტეფ კარი

ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი