სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკლავმა
სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკლავმა კრიშტიანო რონალდომ.

ქვემოთ ვარიანტებს განვიხილავთ:

პსჟ

ზაფხულში პარიზულ კლუბს მისი უპირველესი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს. "სენ ჟერმენმა" აუცილებლად უნდა იყიდოს შვედის შემცვლელი ერთი ტოპვარსკვლავი მაინც, რათა სტატუსი შეინარჩუნოს. რონალდოზე უკეთეს კანდიდატურას პარიზელები ვერ იპოვიან.

მეორე საკითხია, რომ ნარცისიზმისკენ მიდრეკილი რონალდო პარიზულ კლუბს შესანიშნავად მოერგება. "სენ ჟერმენს" საფეხბურთო საზოგადოებაში სწორედ ასეთი რეპუტაცია აქვს.

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ კრიშტიანო შესანიშნავად ჩაეწერება ფრანგული გუნდის სქემაში, რომელიც სამი ფორვარდით თამაშს გულისხმობს. პარიზი კი ის ქალაქია, სადაც ცხოვრებაზე ყველა ოცნებობს.

მანჩესტერ იუნაიტედი

რომანტიკული ვარიანტია - დაბრუნება წარსულში. ცნობილია, რომ "მანჩესტერის" შეფ ედ ვუდვორდს დიდებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რონალდოს აგენტთან. ჟორჟე მენდეშს კი კრიშტიანოს მომავლის გადაწყვეტისას სოლიდური სიტყვა ეთქმის.

"იუნაიტედს" აქვს ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის საჭირო ფული. სიტუაციას არც ის ცვლის, რომ ზაფხულში ვან გაალი, შეიძლება, ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელ მწვრთნელს თანამემამულესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

რონალდო სწორედ "იუნაიტედში" იქცა ვარსკვლავად. მან იქ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "ოქროს ბურთი". კრიშტიანოს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" სურს. ამის შანსი არსებობს და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელს გული ნაცნობი ინგლისისკენ გაუწევს?

ბაიერნი

ჯერ ამ ტრანსფერის თაობაზე ღიად არავის არაფერი უთქვამს და დაუწერია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოგეხსენებათ, ზაფხულიდან გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს, რომელსაც რონალდოსთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა "რეალში". ცნობილია, რომ იტალიელს პორტუგალიელი ძალიან უყვარს.

ასეთ შემთხვევაში, "რეკორდმაისტერი" ნაკლებად იქნება დამოკიდებული ორ ჭირვეულ ფეხბურთელზე - არიენ რობენსა და ფრანკ რიბერიზე.

ისიც ვიცით, რომ "რეალს" "ბაიერნის" პოლონელი სუპერფორვარდი - რობერტ ლევანდოვსკი სურს. ასე რომ, გამორიცხვით ნურაფერს გამოვრიცხავთ.

MLS

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რონალდომ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია ამერიკული MLS-ის კლუბ "ლოს ანჯელეს გალაქსისთან". ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია, რომ ოკეანის გაღმიდან ინტერესი არსებობს.

ეს ვარიანტი უფრო აქტუალური ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ გახდება. ახლა კრიშტიანოსთვის ამერიკა ნამდვილად ადრეა. იქ დევიდ ბექჰემი ძალიან ადრე წავიდა. კრიშტიანომ მისი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს.

სპორტინგი

ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია, პორტუგალიელი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდეს. ამ ეტაპზე "სპორტინგს" ფინანსურად ისე არ ულხინს, რომ პორტუგალიელი შეინახოს.

შესაძლოა, კრიშტიანომ კარიერის ბოლო სეზონი იქ გაატაროს, სადაც დაიწყო, მაგრამ ჯერ ესეც ადრეა.

მანჩესტერ სიტი

"მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლა მიდის. კატალონიელის ხელში ინგლისური კლუბი ნამდვილი გრანდი უნდა გახდეს. ინგლისურ კლუბში ბევრ ვარსკვლავს ველით, მაგრამ არა კრიშტიანო რონალდოს.

საქმე ისაა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი "ბარსასთან" ასოცირდება, პორტუგალიელი კი - "სამეფო კლუბთან". ცხადია, გვარდიოლას არ სურს, წამოაძახონ, რომ მან ახალი გუნდის მთავარ კაცად ძველი მტერი შეარჩია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
მოურინიოს ტრანსფერებზე ფულს არ აძლევენ და კლუბის ხელმძღვანელობის სიძუნწით უკმაყოფილოა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ის ბოროტი გენიოსია, "მანჩესტერიდან" ჩემი წასვლა მისი ბრალია - ვან გაალი
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
სუპერლიგის კრახის შედეგი - მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს
ლუი ვან გაალი: "მანჩესტერზე" შურის საძიებლად ინგლისის რომელიმე ტოპ-გუნდს ჩავიბარებდი
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"ვუდვორდი უნდა მოკვდეს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები კლუბის ვიცე-პრეზიდენტის სახლს თავს დაესხნენ [VIDEO]
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
აირია მონასტერი - მოურინიოს ვუდვორდი არ შეხვდა, პოგბა კი "ბარსელონაში" გაურბის