ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

სერიოზული პრობლემები აქვს "ტორონტო მეიპლ ლივზს", რომელიც არამარტო პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის, არამედ გუნდის შიგნით არსებული რთული სიტუაციის მოგვარებასაც ცდილობს. მწვრთნელი რონ უილსონი უკმაყოფილოა ფორვარდ ფილ კესელის თამაშით, რომელსაც დიდი ხანია არ გაუტანია და ვერ ამართლებს კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს. 23 წლის ჰოკეისტი სულ უფრო ნაკლებ სათამაშო დროს იღებს, რამაც მწვრთნელთან კონფლიქტი გამოიწვია. გუშინ "ტორონტომ" "ატლანტას" კარში ხუთი შაიბა გაიტანა, მაგრამ კესელს ერთი ქულაც არ მოუპოვებია. ამასთან, კანადელები აგებდნენ 0:2-ს, შემდეგ 2:3-ს, მაგრამ 5:4 გაიმარჯვეს, რითაც მე-12 ადგილი შეინარჩუნეს. რაც შეეხება "ატლანტას", მათ პლეი ოფის ზონაში შესვლის შანსი დაკარგეს და ახლა უშუალო კონკურენტ "კაროლინას" სამი თამაში აქვს თადარიგში.

თვენახევრიანი პაუზის შემდეგ "დეტროიტ რედ უინგზს" დაუბრუნდა თავისი ერთ-ერთი ლიდერი პაველ დაციუკი. რუსმა ტრავმის გამო 19 მატჩი გამოტოვა და ახლა თავის გუნდს "რეინჯერსთან" გამარჯვებაში დაეხმარა - 3:2. დაციუკის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი პასი მოდის, ანალოგიური შედეგი ჰქონდა ირჟი ჰუდლერს, გადამწყვეტი შაიბა კი დრიუ მილერმა გაიტანა. "რეინჯერსი" უკვე ხუთი ტურია ვერ ახერხებს გამარჯვებას.

გასაკვირი იყო "ნეშვილის" მარცხი. ეს გუნდი უიმედო აუთსაიდერ "ედმონტონს" მასპინძლობდა და ისე წააგო, რომ ერთი შაიბაც ვერ გაუტანა "ოილერზის" ახალგაზრდა მეკარე დევინ დუბნიკს. 24 წლის გოლკიპერმა 37 დარტყმა მოიგერია, ჩვეულებრივ საიმედო პეკა რინემ კი 20 დარტყმიდან ოთხი გაუშვა და მისი "ნეშვილი" 0:4 დამარცხდა.

გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს "კოლორადოს", რომელმაც მორიგი შეხვედრა წააგო. პეტერ ფორსბერგი ჯერ ვერ შეუერთდა გუნდს, რადგან სამუშაო ვიზის აღება გაჭიანურდა. მის არყოფნაში "ფინიქსის" რუსმა მეკარემ ილია ბრიზგალოვმა სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 21-ე "შათაუტი" შეასრულა. ამასთან, რუსი გოლკიპერი ზედიზედ მეორე მატჩია საკუთარ კარში შაიბას არ უშვებს.

"კოლორადოსგან" განსხვავებით გამარჯვებათა სერიას აგრძელებს "კალგარი". კანადელებმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ჩიკაგოს" უმნიშვნელოვანესი მატჩი 3:1 მოუგეს და პირველად დიდხნიანი შესვენების შემდეგ პლეი ოფის ზონაში შევიდნენ. რა თქმა უნდა, "ფლეიმზის" გარშემო უამრავი კონკურენტია და განაღდებული არაფერი აქვს, მაგრამ ეს მაინც უდიდესი მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ "კალგარი" "ედმონტონთან" ერთად დასავლეთის ცხრილის ბოლოში იყო.

აღმოსავლეთის ცხრილის ფსკერზე ეშვება "ოტავა". "სენატორებმა" "ვანკუვერისთვის" კონკურენციის გაწევა სცადეს, მაგრამ მაინც წააგეს - 2:4. როგორც ჩანს, სულ მალე "ოტავა" ბოლო ადგილზე აღმოჩნდება - "აილენდერსი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და ორი თამაში აქვს რეზერვში.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "დეტროიტ რედ უინგზის" ფორვარდი იოჰან ფრანცენი დაასახელა. შვედი პირველი ჰოკეისტი გახდა 2007 წლის დეკემბრის შემდეგ, ვინც ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. ბოლოს ამის გაკეთება მარიან გაბორიკმა შეძლო. ფრანცენმა ხუთი შაიბა "ოტავას" შეუგდო და ამისთვის მხოლოდ 10 ზუსტი დარტყმის შესრულება დასჭირდა.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ვანკუვერ კენაქსის" ფორვარდი მიკაელ სამუელსონი. ის ლიდერი იყო წინა კვირას ქულების რაოდენობით - ექვსი (2+4). შვედმა ლეგიონერმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოში მინიმუმ ქულას აგროვებდა.

მესამე ვარსკვლავიც ფორვარდი გახლავთ - კორი პერი "ანაჰაიმ დაქსიდან". მან ხუთი ქულა (3+2) ჩაიწერა აქტივში. სამივე გოლი პერიმ ერთ მატჩში გაიტანა - სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი "კოლორადოსთან" მატჩში შეასრულა.

დეტროიტი-რეინჯერსი 3:2

0:0, 1:0, 2:2

გოლები: 1:0 დაციუკი-13 (ჰუდლერი-15, ქლირი-11), 1:1 სტეპანი-15 (გილროი-6, ვოლსკი-16), 2:1 ჰუდლერი-5 (ჯ. ერიქსონი-11, დაციუკი-28), 3:1 ლ. მილერი-4 (აბდელკადერი-9), 3:2 დუბინსკი-18 (შ. ეივერი-19, გაბორიკი-18).

ტორონტო-ატლანტა 5:4

0:2, 3:1, 2:1

გოლები: 0:1 ე. კეინი-14 (ლიტლი-18, ბოგოსიანი-6), 0:2 ბიფულინი-17 (ბოგოსიანი-7, პევერლი-17), 1:2 ფანოფი-2 (გრაბოვსკი-19, კულემინი-20), 2:2 გრაბოვსკი-22 (მაკარტური-27, ტ. კაბერლე-31), 2:3 ანტროპოვი-10 (ე. სტიუარტი-17), 3:3 მაკარტური-17 (ტ. კაბერლე-32, ვერსტეეგი-21), 4:3 კულემინი-19, 5:3 ბრენტი-7 (კრები-8, კ. არმსტრონგი-10), 5:4 ლედი-17 (პევერლი-18, ლიტლი-19).

ნეშვილი-ედმონტონი 0:4

0:1, 0:1, 0:2

გოლები: 0:1 კოლიანო-8 (ებერლე-17, ტ. ჰოლი-16), 0:2 რ. ჯონსი-12 (ფრეზერი-2, რედო-6), 0:3 ებერლე-10 (ვანდერმეერი-6, კოლიანო-14), 0:4 პენერი-18 (ჰემსკი-22).

კალგარი-ჩიკაგო 3:1

1:0, 0:1, 2:0

გოლები: 1:0 ბეკლუნდი-7 (ბუმა-1, პერდი-6), 1:1 პ. კეინი-15 (ტეუვზი-27, ბროუერი-16), 2:1 გლენკროსი-14 (ო. იოკინენი-23, რეგერი-8), 3:1 ბურკი-16 (ო. იოკინენი-24, იგინლა-28).

ფინიქსი-კოლორადო 3:0

1:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ვრბატა-12 (ჰანჟალი-10, რეი უიტნი-28), 2:0 აპშოლი-16 (ტარისი-9, დოუნი-25), 3:0 ვრბატა-13 (პიატი-9, რეი უიტნი-29).

ვანკუვერი-ოტავა 4:2

2:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-14 (ჰ. სედინი-54, ერჰოფი-22), 2:0 კესლერი-31 (რეიმონდი-16, სამუელსონი-23), 3:0 სამუელსონი-12 (კესლერი-21, რეიმონდი-17), 3:1 ფოლინო-9 (სპეცა-12, ალფრედსონი-17), 3:2 სპეცა-10 (ფილიპსი-4), 4:2 სამუელსონი-13 (რეიმონდი-18).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ფილადელფია* 53 35 13 5 75

2. ტამპა ბეი* 54 33 16 5 71

3. ბოსტონი* 53 30 16 7 67

4. პიტსბურგი 54 34 16 4 72

5. ვაშინგტონი 54 29 15 10 68

6. მონრეალი 54 30 19 5 65

7. რეინჯერსი 56 29 23 4 62

8. კაროლინა 53 26 21 6 58

9. ატლანტა 56 24 22 10 58

10. ბაფალო 51 24 22 5 53

11. ფლორიდა 52 23 23 6 52

12. ტორონტო 53 22 26 5 49

13. ნიუ ჯერსი 53 19 30 4 42

14. ოტავა 54 17 29 8 42

15. აილენდერსი 52 17 28 7 41

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ვანკუვერი* 54 35 10 9 79

2. დეტროიტი* 53 32 15 6 70

3. დალასი* 53 30 18 5 65

4. ნეშვილი 54 28 19 7 63

5. ფინიქსი 55 27 19 9 63

6. სან ხოსე 53 28 19 6 62

7. ანაჰაიმი 54 29 21 4 62

8. კალგარი 55 27 21 7 61

9. ლოს ანჯელესი 53 29 22 2 60

10. მინესოტა 52 27 20 5 59

11. ჩიკაგო 53 27 22 4 58

12. კოლორადო 53 25 22 6 56

13. კოლამბუსი 52 25 22 5 55

14. სტ. ლუისი 51 23 20 8 54

15. ედმონტონი 53 16 29 8 40

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 72 (40+32)

დანიელ სედინი (ვან) 69 (28+41)

ჰენრიკ სედინი (ვან) 66 (12+54)

სიდნი კროსბი (პიტ) 66 (32+34)

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 64 (20+44)

ბრედ რიჩარდსი (დალ) 59 (21+38)

კორი პერი (ანა) 56 (28+28)

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 56 (16+40)

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 55 (20+35)

ერიკ სტაალი (კარ) 53 (26+27)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 40

სიდნი კროსბი (პიტ) 32

რაიან კესლერი (ვან) 31

კორი პერი (ანა) 28

დანიელ სედინი (ვან) 28

პატრიკ შარპი (ჩიკ) 26

დენი ბრიერი (ფილ) 26

ერიკ სტაალი (კარ) 26

იოჰან ფრანცენი (დეტ) 26

ჯეფ კარტერი (ფილ) 25

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 54

მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 44

დანიელ სედინი (ვან) 41

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 40

ბრედ რიჩარდსი (დალ) 38

მაიკ რიბეირო (დალ) 37

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 36

კიტ იენდლი (ფინ) 36

ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 35

ლუბომირ ვიშნოვსკი (ანა) 35

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში